18 May 2022

1. ნავაყიდუ'ლ ისლამი - შესავალი

 ქება-დიდება ალლაჰს. მას ვაქებთ და მხოლოდ მისგან ვითხოვთ დახმარებასა და შეწევნას. საკუთარი თავის სიავისგან და ცუდი ქმედებებისგან მხოლოდ მას მივეკედლებით. ვერავინ ააცდენს ჭეშმარიტი გზიდან თუ ალლაჰმა დააყენა სწორ გზაზე. ხოლო, ვერავინ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, თუ ალლაჰმა ააცდინა სწორ გზას. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და ასევე, ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მონა და რასულია (შუამავალია).

“3/102. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!”

“4/1. ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან , და გააჩინა მისგან მეწყვილე (მეუღლე) მისი, და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა.უეჭველად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!”

“33/70. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით!

71. თქვენი საქმეები გამოასწოროს და სასარგებლო ჰქმნას და მოგიტევოს ცოდვანი თქვენი. და ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!”

ამის შემდეგ: უეჭველად, სიტყვათა შორის საუკეთესო ალლაჰის სიტყვა, გზათა შორის საუკეთესო კი, მუჰამმედ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუამავლის გზაა. საქმეთა შორის ყველაზე ცუდი შემდეგ გამოგონილია. შემდეგ გამოგონილი ყველაფერი კი, ბიდ’ათია. ყოველი ბიდ’ათი კი, გზასაცდენილობაა. ყოველი გზასაცდენილობა კი, ცეცხლშია.

ალლაჰმა გაგვაჩინა, თუმცა მარტოდმარტო არ მივუტოვებივართ. იმისათვის, რომ ერთღმერთიანად გვეცხოვრა, წიგნისა და სიბრძნის განმმარტებელი, მუჰამმედ შუამავალი გამოგვიგზავნა. იგი (ალლაჰი) ყურანში ბრძანებს:

„2/151. ნამდვილად, ჩვენ მოგივლინეთ თქვენ შუამავალი თქვენივე წიაღიდან; ის თქვენ გიკითხავთ ჩვენს აიათებს, განგწმენდთ და გასწავლით წიგნსა და სიბრძნეს, და გასწავლით იმას, რაც ადრე არ იცოდით.“

ჩვენი შუამავლის გარდაცვალების შემდეგ, მის გზას საჰაბეები გაჰყვნენ. მათ კი, მათი შემდგომი თაობა (თაბი’ინ) და თაბი’ინ-ების შთამომავლობა. მათი მიზანი და ძალისხმევა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვება და მის წინაშე წარსდგომა იყო ისე, როგორც თავჰიდის გზაზე გარდაცვლილი ერთღმერთიანი.

შუამავლის მოვლენიდან დღემდე წიგნისა და სუნნეთის გზაზე მყოფთ, იმისათვის, რომ ამ ძვირფას მანჰაჯზე (გზაზე) ყოფილიყვნენ და დაეცვათ იგი, უამრავი დაბრკოლება შეხვდათ თან. საჭირო დროს ჯიჰადი შეასრულეს. საჭირო დროს გაკვეთილები ჩაატარეს. საჭირო დროს კი, არაერთი რელიგიური ნაშრომი დატოვეს. ალლაჰის ნებით, წიგნი, რომელსაც ვმარტავ, მოცულობით პატარა, თუმცა მნიშვნელობით ძალიან დიდია. ერთ-ერთი ქებული წიგნი, სახელად „ნავაყიდუ’ლ ისლამი“ - სალაფების გზაზე მყოფ, შექებულ შეიხს - მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბს (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ეკუთვნის. განმარტავს ისლამიდან გამყვან შირქსა და ქუფრებს. მეც ალლაჰის ნებით, მსურს, რომ ეს ბარაქიანი ნაწარმოები განვმარტო.

„11/88...ინდა მხოლოდ იმის გამოსწორება, რაც შემიძლია. ჩემი წარმატება მხოლოდ ალლაჰზეა. მე მხოლოდ მას ვსასოებ და მისკენ მივიქცევი!“

ნაშრომის განმარტების დროს არგუმენტებს ყურანიდან და სუნნეთიდან მოვიყვან. ასევე, საკითხის შესახებ აჰლი-სუნნეთის სწავლულების შეხედულებებსაც გადმოვცემ. ამით კი, დაინახავთ იმას, რომ ნაშრომის ავტორი - მუჰამმედ ბინ აბდულვაჰჰაბიც ყურანისა და სუნნეთის მიმდევარი სალაფების გზას მიჰყვებოდა. საბოლოოდ კი დამტკიცდება, რომ ავტორმა ახალი რამეები კი არ გამოიგონა, არამედ გაჰყვა სალაფებს, რისი უარყოფაც შეუძლებელია.

ნაშრომის განმარტებამდე შევეხები იმანისა და ქუფრის შესახებ ოთხ საკითხს. ვინაიდან, ვინც საჭიროებისამებრ ვერ გაათვითცნობიერა ეს ორი ტერმინი, შესაბამისი მნიშვნელობაც არ მიანიჭა. მან, ვინც არ იცის იმანისა და ქუფრის მნიშვნელობები, შესაძლებელია, რომ ქუფრს იმანი, ხოლო იმანს ქუფრი უწოდოს. ასევე, ვინც არ იცის, რომ ამქვეყნიური ჰუქმები გარეგნობის მიხედვით გაიცემა, მისი ბოლო იმედგაცრუება და ჭაობში ჩაძირვაა.

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალლაჰის წიგნის გარდა, სხვა წიგნი უნაკლო არ არის. ნაწარმოების „ნავაყიდუ’ლ ისლამი“-ს სისწორე და ჭეშმარიტება, ისლამის ჭეშმარიტებაა. ხოლო, ნაკლოვანებები და შეცდომები ჩემგან და ეშმაკისგანაა. ყოველი ქმედებისგან, რომელიც მონანიებას საჭიროებს, ალლაჰისგან პატიებასა და ჩემი ამ ძალისხმევის საფუძველზე შეწყალებას ვითხოვ.

დახმარება და წარმატება მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰთანაა.