30 November 2018

11.3 ჰარამის ჰალალად ან ჰალალის ჰარამად გადამქცევი ქააფირი გახდება

3)            უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „6/121. და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის. უეჭველად, იგი (2) (მისი მირთმევა, რაზეც ალლაჰის სახელი არ იქნა მოხსენებული) ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს (ურწმუნოებს), რათა გეკამათონ თქვენ. თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!
უზენაესმა ალლაჰმა მკვდარი საქონლის ხორცის ჭამა, როდესაც აკრძალა, მექქელმა მუშრიქებმა მუსლიმებს მიმართეს: „თქვენ თუ საქონელს კლავთ და ჰალალია, მაშინ რატომ არ არის ის ჰალალი, როდესაც ბუნებრივი სიკვდილით კვდება?!“ ამ სიტყვების შემდეგ, ზოგიერთ მუსლიმს გულში ეჭვი გაუჩნდა, რის გამოც ალლაჰმა აიათი მოავლინა.[1]
აიათი გვამცნობს, რომ ჰარამისა და ჰალალის საკითხში მუშრიქებზე მორჩილება შირქია.
იბნი ქესირი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ალლაჰის შარიათს ზურგს თუ შეაქცევთ და სხვის სიტყვებს ალლაჰის სიტყევბის წინ თუ დააყენებთ, თქვენც მუშრიქებად გადაიქცევით.“[2]
იმამ ზაჯჯაჯი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „აიათში არგუმენტია იმის შესახებ, რომ თუ ვინმე ალლაჰის მიერ ჰალალად გამოცხადებულს ჰარამად ჩათვლის ან ჰარამად გამოცხადებულს ჰალალად ჩათვლის, ურწმუნო გახდება. უზენაესმა ალლაჰმა მუშრიქი უწოდა მას, ვინც მის (ალლაჰის) გარდა, სხვა დამკანონებელს აღიარებს. აი ეს არის შირქი.“[3]
იბნი თეიმიიე (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „პიროვნება იჯმათი დამტკიცებულ ჰარამს ჰალალად ან ჰალალს ჰარამად თუ გადააქცევს ან ალლაჰის შარიათს თუ შეცვლის, ყოველი სწავლულის მიხედვით ქააფირი და მურთადი გახდება.“[4]
იმამ ქურთუბი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „აიათი გვამცნობს, რომ ალლაჰის მიერ ჰარამად გამოცხადებულს პიროვნება ჰალალად თუ გადააქცევს, მუშრიქი გახდება. უზენაესმა ალლაჰმა ლეში ჰარამად გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, პიროვნება სხვა, რომელიმე კანონის მიხედვით, ლეშს ჰალალად თუ გამოაცხადებს, მუშრიქი გახდება.“[5]
ასე, რომ ის, ვინც ალლაჰის მიერ აკრძალულს ნებადართულად გამოაცხადებს ან ალლაჰის მიერ ნებადართულს აკრძალავს, რწმენიდან გავა. ამ საკითხში განზრახვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.



[1] Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 2/231
[2] Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 2/231
[3] Et-Tefsiru’l-Kebir, Fahreddin er-Razi, 10/152
[4] Mecmuu’l-Fetava, 3/267
[5] El-Cami’li Ahkami’l-Kur’an, 4/56