19 February 2019

17. სურა ისრა აიათი 32: არ მიუახლოვდეთ მრუშობას



17/32. არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.

განმარტება:

უზენაესმა ალლაჰმა მორწმუნეებს ზინა (მრუშობა) და მასთან დაკავშირებული ყოველი მიზეზი (საბაბი) აუკრძალა.
„არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობაა“ - ძალიან დიდი ცოდვაა.
„და ცუდი გზაა“ - ის (მრუშობა) ძალიან ცუდი გზა და ქმედებაა.

იმამ აჰმედი აბუ უმამესგან გადმოგვცემს: ახალგაზრდა ყმაწვილი შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა და უთხრა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! მომეცი ნება, რომ ვიმრუშო.“ იქვე მყოფებმა ყმაწვილს მიუბრუნდნენ, გაკიცხეს და მსგავსი საუბარი აუკრძალეს. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყმაწვილს მიმართა: „მომიახლოვდი.“ ახალგაზრდა შუამავალს მიუახლოვდა, რის შემდეგაც შუამავალმა დაჯექიო უთხრა და ყმაწვილიც დაჯდა. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ყმაწვილს ჰკითხა: „ისურვებდი თუ არა, რომ შენმა საკუთარმა დედამ მსგავსი რამ (მრუშობა) ჩაიდინოს?“ ყმაწვილმა უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „სხვა ადამიანებსაც საკუთარი დედისთვის მსგავსი რამ არ სურთ.“ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხა: „შენმა საკუთარმა გოგომ მსგავსი რამ (მრუშობა) რომ ჩაიდინოს გესიამოვნება?“ ყმაწვილმა უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „მსგავსი რამ სხვა ადამიანებსაც არ სიამოვნებთ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხა: „შენმა საკუთარმა დამ მსგავსი ქმედება რომ ჩაიდინოს მოგეწონება?“ ახალგაზრდამ უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „სხვა ადამიანებსაც საკუთარი დისთვის მსგავსი ქმედება არ მოეწონებათ.“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისევ ჰკითხა: „შენმა საკუთარმა მამიდამ მსგავსი რამ რომ გააკეთოს მოგეწონება?“ ახალგაზრდამ უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ რის შემდეგაც შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) თქვა: „სხვა ადამიანებსაც საკუთარი მამიდასთვის მსგავსი ქმედება არ ესიამოვნებათ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ისევ ჰკითხა: „გესიამოვნება შენმა საკუთარმა დეიდამ მსგავსი ქმედება რომ ჩაიდინოს?“ ყმაწვილმა უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ალლაჰის ნებით შენ გზაზე სული გავწირო. ვფიცავ ალლაჰს! მსგავსს არ ვისურვებ.“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უპასუხა: „სხვა ადამიანებსაც მსგავსი რამ საკუთარი დეიდასთვის არ მოეწონებათ.“ აბუ უმამემ თქვა: „ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ახალგაზრდას ხელი დაადო და შემდეგნაირი ვედრება გააკეთა: ‘ჩემო ალლაჰო! აპატიე ცოდვა, გაასუფთავე მისი გული და დაიცავი მისი ღირსება.’“ აბუ უმამემ თქვა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ყმაწვილმა ყველაფერს მოერიდა, რაც კი, ჰარამი იყო.“[1]



[1] საჰიჰია. აჰმედ, 5/257; ჰეისემი, მეჯმა, 1/129