21 July 2021

მხოლოდ ღირებულს ინახავენ და იცავენ

 წარმოიდგინე, რომ ხელში ყველაზე ღირებული სამკაული გიჭირავს და შენს ირგვლივ არიან ხალხი, რომლებსაც მისი მოპარვა სურთ.

ასეთ შემთხვევაში, სამკაულს ღიად, ყველას დასანახად დატოვებდი თუ პირიქით, დამალავდი ისე, რომ არავის დაენახა?

ვფიქრობ, პასუხი ცნობილია: „დავმალავდი ისე, რომ არავის დაენახა.“

ზუსტად იგივე მდგომარეობაა დაო! შენ ალლაჰისთვის იმაზე მეტად ღირებული ხარ, ვიდრე ძვირფასი სამკაულია. შენს ირგვლივ არიან ხალხი, რომლებიც ლახავენ შენს ნამუსს და გინდ ფიქრებით, გინდ სიტყვებით შენზე ხელის წავლება სურთ. იმისათვის, რომ ამ ხალხის „ლუკმა“ არ გახდე, ალლაჰმა შენ მათი ცუდი განზრახვებისგან და ქმედებებისგან „შემოსვით“ დაგიცვა.

ყოველივე ამის გამოა, რომ ისლამი ქალს სხეულის დაფარვას ავალდებულებს. იმის გამო, რომ ალლაჰისთვის ღირებული ხარ, სურს რომ შენი მეუღლის გარდა შენი სხეული არავის აჩვენო და ამგვარად, „მარგალიტის“ მსგავსად გიცავს.

ნუთუ ჯერ კიდევ ვერ ხვდები ამას?

არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღირებულს და მნიშვნელოვანს ინახავენ და იცავენ. შენ ალლაჰისთვის ღირებული რომ არ ყოფილიყავი, მაშინ ალლაჰი არ ბრძანებდა შენს შემოსვას.

ალლაჰისთვის ღირებული რომ არ ყოფილიყავი, აკრძალავდა შენი ქმრის გარდა სხვაზე საკუთარი თავის ჩვენებას?

ალლაჰმა თუ შენთვის დაფარვა ისურვა, ესეიგი ამაში სარგებელია, როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნად. თუ ბრძანა, რომ არ გეჩვენებინა შენი სამშვენისები ქმრის გარდა სხვაზე, ესეიგი ეს შენთვის სარგებელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ ეს ვერ გაიგო და ვერ გაიაზრო. შენმა შემქმნელმა უკეთესად იცის თუ რა არის შენთვის კარგი და სარგებელი.

„67/14. განა არ უწყის გამჩენი (თავის გაჩენილს)? მაშინ, როცა ყოვლისჩამწვდომი, ყოვლისშემცნობია იგი.“

ასე, რომ დაო! უპირველესად საკუთარი თავის მნიშვნელობაზე და ღირებულებაზე დაფიქრდი. არ მოგატყუოს დასავლეთის ქალების ცხოვრების სტილმა. და არ დაგავიწყდეს ის, რომ მათთვის შენ საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებელი არსება ხარ.