29 May 2018

10. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის მნიშვნელობები

ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის მნიშვნელობები

1 - ალლაჰის გარდა სხვა შემქმნელი არ არის
ყოველი ქმნილების, ყოველი სულის, მათ შორის ადამიანის შემქმნელი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. მის გარდა სხვა შემქმნელი არ არსებობს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „3. არის განა კიდევ სხვა გამჩენი, გარდა ალლაჰისა...“ (სურა ფაათირ).
„24. იგია ალლაჰი, გამჩენი...“ (სურა ალ-ჰაშრ).
„102. იგია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, გამჩენი ყველაფრის.“ (სურა ალ-ან’ამ).

2 - ალლაჰის გარდა სხვა ბატონ-პატრონი არ არსებობს
ყველაფრის მფლობელი ალლაჰია. საკუთრება მის ხელთაა. ცასა და მიწას შორის რაც არის მისია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „189. ცათა და დედამიწის მეუფება ალლაჰს ეკუთვნის, და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი.“ (სურა ალ-ი იმრან).
„6. სწორედ ესაა ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მხოლოდ მას ეკუთვნის მეუფება.“ (სურა აზ-ზუმარ).
„1. რაოდენ დიადია იგი, რომლის ხელთაცაა მეუფება და რომელსაც ძალუძს ყველაფერი!“ (სურა ალ-მულქ).

3 - ალლაჰის გარდა საზრდოს მომცემი არავინ არის
იმის მიხედვით, რომ მეუფება ალლაჰს ეკუთვნის, საზრდოს მომცემიც ალლაჰი უნდა იყოს.(არის კიდეც) უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „6. და არ მოიძებნება დედამიწაზე სულიერი, ალლაჰს რომ არ მიეცა მისთვის სარჩო.“ (სურა ჰუდ).
„17. ალლაჰის ნაცვლად კერპებს ეთაყვანებით და სიცრუეს თხზავთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის მაგიერ, უძლურნი არიან თქვენდამი სარჩოს მომადლებაში. მაშ, ეძიეთ სარჩო ალლაჰთან, თაყვანი ეცით მას და მადლიერნი იყავით მისი, რამეთუ მასთან იქნებით მიბრუნებულნი!“ (სურა ალ-ანქაბუუთ).

4 - სარგებლისა და ზარალის მომცემი ალლაჰის გარდა არავინაა
არაქვს მნიშვნელობა ადამიანი იქნება თუ სხვა რამ, ალლაჰის ნების გარეშე სარგებლის ან ზარალის მომცემი არავინაა. თავს დამტყდარი უბედურება ან სიხარული მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ნებით ხდება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „107. და თუ ალლაჰი ზიანს (1) (სიღარიბეს ან ავადმყოფობას) მოგივლენს შენ, უკვე აღარ იქნება მისგან მხსნელი, გარდა მისი. და თუ მოისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ შეაყოვნებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას, ინებებს ვისაც, თავის მსახურთაგან. და იგი შემნდობია, მწყალობელია!“ (სურა იუნუს).

5 - გამცოცხლებელი და სულის ამრთმეველი ალლაჰის გარდა არავინაა
სულის მიმცემი და სულის ამრთმეველი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. მის გარდა ეს ძალა არავის შესწევს. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „258. განა არ გინახავს, ვინც იბრაჰიმს ედავებოდა მისი ღმერთის გამო, რომელმაც მას (ნემრუდს) ხელმწიფება უბოძა? აი, უთხრა იბრაჰიმმა: ჩემი ღმერთი ისაა, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს! თქვა (ნემრუდმა): მეც ვაცოცხლებ და ვკლავ! იბრაჰიმმა უთხრა: უეჭველად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, მაშ, შენ დასავლეთიდან ამოიყვანე! მაშინ, გაოგნდა (ენა ჩაუვარდა), რომელმაც უარყო. და არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს!“ (სურა ბაყარა).
„8. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. აცოცხლებს და აკვდინებს.“ (სურა ად-დუჰან).
„23. და, უეჭველად, ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლეს და ჩვენ ვაკვდინებთ, და ბოლოს ყველაფერი ჩვენ დაგრვჩება!“ (ალ-ჰიჯრ).

6 - ვედრებაზე პასუხის გამცემი ალლაჰის გარდა არავინ არის
ადამიანი გასაჭირის დროს, ან რაიმეს ქონის/ყოლის სურვილის დროს, ხელებს ზეცისკენ აღაპყრობს და ვედრებას უზენაესი „არსებისკენ“ მიმართავს. ზოგიერთისთვის ეს „არსება“ ალლაჰია, ზოგიერთებისთვის კი სხვა ვიღაც ან რაღაც. თუ ვედრება ალლაჰისკენაა მიმართული, მათ შორის თაუჰიდი, ხოლო ვედრება თუ სხვისკენაა მიმართული მათ შორის შირქია. ისლამის ისტორიაში ყველაზე გავრცელებული შირქის სახეობა ეს არის. (ალლაჰის გარდა სხვაზე დახმარების თხოვნა). უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „14. ჭეშმარიტი ვედრება მხოლოდ მას ეკუთვნის. და რომელნიც შესთხოვენ (1) (ურწმუნონი) მის ნაცვლად (2) (ალლაჰის ნაცვლად, კერპებს), რომლებიც ვერაფერს შეისმენენ მათსას, მხოლოდ მსგავსია იმისა, ვინც პეშვს წყლისკენ იწვდის, რათა პირს მიიწვდინოს (3) (წამოდგეს ჭა და პირს მისწვდეს), მაგრამ იგი (4) (წყალი) არასდროს მიწვდება მას (5) (ასევე ისინი ვერაფერს უპასუხებენ, ვერაფერს შეისმენენ მათსას ვერასდროს). და მეტი არაფერია ურწმუნოთა ვედრება (6) (კერპებისადმი თაყვანისცემა ან ვედრება), გარდა ცდომილებისა.” (სურა არ-რა’დ).

7 - ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰიდან უნდა ეშინოდეს
შიში, ადამიანის ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც ალლაჰმა ადამიანის გაჩენის დროს მასში (ადამიანში) ჩადო. შიში ვიღაცისთვის დონის ასამაღლებელი საშუალება, ვიღაცისთვის კი დაბალ საფეხურებზე ყოფნის საშუალებაა. შიში რამდენიმე სახისაა: 1) ბუნებრივი შიში: როგორიცაა შიში მტრისა, ცხოველებისა და ძლიერი ადამიანებისა, რომელსაც თან არ ახლავს ქედის მოხრა. ამგვარი შიში ადამიანს შირქში არ ჩააგდებს. ეს შიში ყველა ადამიანშია. 
2) ალლაჰის სასჯელისგან შიში: ეს რწმენის უმაღლესი დონეა. ასეთი შიში შექებულია.
3) დამალული შიში: შიში, რომელსაც თან ახლავს რიდი და ქედის მოხრა. მსგავსი შიში ღვთისმსახურებაა, რომელიც მხოლოდ ალლაჰისკენ უნდა იყოს მიმართული. ვინც მსგავსი შიშით ალლაჰის გარდა სხვა რაიმესგან ან ვინმესგან შეეშინდება, შირქში ჩავარდება, რაც ისლამიდან გამსვლელია.
რაიმეს ან ვინმეს შიშით ალლაჰის ბრძანებებს თუ არ ვასრულებთ ან ალლაჰის მიერ დაკანონებულის წინააღმდეგ თუ მივდივართ, მაშინ ნიშნავს იმას, რომ ალლაჰს თანატოლი დავუყენეთ, რაც შირქია-ისლამიდან გამსვლელია. ფითრათი შეიძლება შეშინდეს, მაგრამ ამ შიშმა მას ალლაჰის წინააღმდეგ წასვლაში ხელი არ უნდა შეუწყოს. თუ შიში ალლაჰის წინააღმდეგ გვმართავს, მაშინ შირქში ჩავვარდებით. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „44. ნუ გეშინიათ ადამიანების და გეშინოდეთ ჩემი...“ (სურა ალ-მაიდა).
„40. და გეშინოდეთ მხოლოდ ჩემი.“ (სურა ალ-ბაყარა).
„175. (ეშმაკი თვითონაა, თქვენ ვინც გაუწყათ) ეშმაკს სურს თავისივე შემწეებით (ვინც გაყვა ეშმაკის გზას) შეგაშინოთ თქვენ. თუკი თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ხართ არ შეგეშინდეთ მათი და გეშინოდეთ ჩემი.“ (სურა ალ-ი იმრან).

8 - მინდობა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰზე სრულდება
ნდობა არის ის, როცა ნებადართულებთან ერთად სასარგებლოსთვის ან ზარალის თავიდან ასაცილებლად, რომელიმე არსებაზე მინდობილი-დაყრდნობილი ხარ. მორწმუნეები მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს მიენდობიან, ურწმუნოები კი ალლაჰის გარდა სხვას. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „23. და გქონდეთ იმედი მხოლოდ ალლაჰის, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი!“ (სურა ალ-მაიდა).
„10. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი!“ (სურა ალ-მუჯაადილა).

9 - ალლაჰის გარდა სხვა დამკანონებელი არ არსებობს
ისლამი არის ალლაჰის რელიგია, რომელიც ადამიანის ცხოვრებას არეგულირებს-აწესრიგებს. ალლაჰი „რელიგიის საშუალებით“ ადამიანების ცხოვრებას განაგებს. ვიღაცისთვის რაღაცაზე ნებას დართავს, ვიღაცისთვის კი აკრძალავს. ზუსტად ეს არის ალლაჰი სრული ბატონობა. ამ საკითხში ალლაჰის გარდა სხვას სიტყვა არ ეთქმის. ის ვინც, დაკანონების, აკრძალვის და ნებადართვის თვისებას ალლაჰის გარდა სხვას ანიჭებს, არის ურწმუნო, რომელსაც არ ეპატიება.(გულწრფელი მონანიების გარეშე და ამ საქმიდან/აზრიდან შორს არ ყოფნით), ამ ქმედებას ისლამში თავისი სახელი აქვს და ეს სახელი „შირქი“-ა. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!“ (სურა ან-ნისაა). 
„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის სიტყვებში ყველაზე გამოკვეთილი სწორედ ეს არის. ანუ ის, რომ ალლაჰის გარდა სხვა ბატონ-პატრონი არ არსებობს, მის გარდა არავის აქვს უფლება განაგოს ადამიანის ცხოვრება, მის გარდა არავის აქვს უფლება დააწესოს ჰარამი-ჰალალი, ის (ალლაჰი) ერთადერთია, რომელიც აწესებს როგორც ჰარამს (აკრძალულს), ასევე ჰალალს (ნებადართულს). ის, ვინც ალლაჰის მიერ ნებადართულზე ჰარამს და ალლაჰის მიერ აკრძალულზე ჰალალს იტყვის, დაარღვევს ულუჰიეთ თაუჰიდს, რაც შირქის ყველაზე დიდი სახეობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით საიიდ ქუთუბი ამბობს: „ისლამი ლითონის ფულს ჰგავს. ერთ მხარეს „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ია გამოკვეთილი, მეორე მხარეს კი მართვა ალლაჰის შარიათით(კანონებით). ამ ორი ნაწილის ერთმანეთისგან განცალკევება შესაძლებელი არ არის. ალლაჰის შარიათით მართვა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ერთ-ერთი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ალლაჰის კანონებით მართვა ალლაჰის ერთობის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია. რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ვისაც ალლაჰის კანონების გარდა სხვა კანონებით მართვა სურს, „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობას არღვევს და ისლამის ფარგლებს გარეთ გადის.“
ისეთი კანონების გამოცემა, რომელზეც ალლაჰმა ნება არ დართო, არის შირქი. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „21. ან იქნებ ჰყავთ მათ თანაზიარნი, რომლებმაც დაუკანონეს მათ სარწმუნოებაში ის, რისი უფლებაც ალლაჰს არ მიუცია?...“ (სურა აშ-შურა).
ის, ვინც აკანონებს იმით, რაზეც ალლაჰმა ნება არ დართო და ის ვინც, ამ უფლებას სხვას ანიჭებს, ალლაჰს უტოლებს თანაზიარს, რაც შირქი-ურწმუნოებაა. (İman ve Tavır, გვ. 222 ).
ჰალალისა და ჰარამის დამწესებელი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. შუამავალსაც კი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არ ჰქონდა ამის უფლება. ის მხოლოდ აკანონებდა იმით, რაზეც ალლაჰმა ნება დართო. რაღაცის გაკეთება-არ გაკეთებაზე პასუხისმგებელი, ბოლო სიტყვის ბატონ-პატრონი ერთადერთი ალლაჰია. დღესდღეობით აშკარად ვხედავთ მათ, ვინც ალლაჰის ამ უფლებას თავის თავს მიაწერს. რაც მათ სურთ ნებადართულია, ხოლო რაც არ სურთ აკრძალულია. მათთვის ალლაჰის სიტყვას, კანონს, რეგულირებას არავითარი აზრი/მნიშვნელობა არ გააჩნია. მათთვის მთავარი სარგებელი და კეთილდღეობაა. მაგალითად, ზინა (მრუშობა), ალკოჰოლური სასმელი, ყუმარი, პროცენტი და ა.შ. არის ჰარამი და აკრძალული. არაისლამურ ქვეყნებში ეს ყველაფერი თვითონ მთავრობის ხელშეწყობით ვრცელდება და მუშავდება. ანუ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ალლაჰის მიერ აკრძალული არის თუ არა, რადგან მათთვის(მათი აზრით), მათ ხელშია ბატონობა, რაც არ სურთ იმას კრძალავენ და რაც სურთ იმას ნებადართულად აცხადებენ. ქალისთვის დაბურვა ფარდზია, თუმცა მათთვის ეს ყველაფერი ჩამორჩენილობის ნიშანია. ისინი (ურწმუნოები) თავიანთი ქმედებებით ალლაჰს ებრძვიან, ალლლაჰის მიერ დაკანონებულის საპირისპიროდ მოქმედებენ. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „63. განა არ იციან, რომ ის, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც დამკვიდრდება სამუდამოდ? აი, ესაა უდიდესი დამცირება!“ (სურა თაუბა).

ქააფირი ადამიანი დარჩება ჯოჯოხეთში სამუდამოდ. ჯოჯოხეთში სამუდამოდ დარჩენა მათი ქააფირობიდან გამომდინარეობს. გამომდინარე აქედან. ალლაჰის კანონების ცალკე გადადება, ალლაჰის მიერ დაკანონების არ შესრულება და საპირისპიროდ მოქმედება, ადამიანს შირქში-ურწმუნოებაში ჩააგდებს, რაც ისჯება სამუდამო ჯოჯოხეთით.