25 May 2018

9. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ფარაონის მიერ გამოცხადებული ღვთაებრიობის არსი/შინაარსი

ფარაონის მიერ გამოცხადებული ღვთაებრიობის არსი/შინაარსი

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „38. ფარაონმა უბრძანა: „ჰეი დიდებულნო! არ მეგულება თქვენთვის სხვა ღვთაება, ჩემ გარდა.“ (სურა ყასას).
23. შეკრიბა (1) (თავისი ამალა, ხალხი და ჯადოქრები) და მოუწოდა.
24. შემდეგ უბრძანა (ფარაონმა): მე უზენაესი ღმერთი ვარ თქვენი!“ (სურა ან-ნააზი’ათ). 

აიათების მიხედვით, ფარაონი თავის თავს  ღვთაებად აცხადებდა. და რას გულისხმობდა ფარაონი მაშინ, როცა თავის თავს ღვთაებას უწოდებდა? დიდი თეფსირის ალიმი ფაჰრადდინ არ-რაზი, ფარაონის ამ სიტყვებზე ამბობს: „ის (ფარაონი) აცხადებს, რომ მის გარდა არავის არ აქვს უფლება ბრძანებისა და დაკანონების.“ (Mefatihu’l-Gayb, 22/476).

იგივე აიათის თეფსირში, იმამ ალუსი ამბობს: „ფარაონმა ამ სიტყვებით საკუთარი თავი ყველა მმართველზე მაღლა დააყენა.“ (Ruhu’l-Meâni, 16/53)

იბნ-ი თაიმიიე ამ თემასთან დაკავშირებით ამბობს: „ვინც ალლაჰს(ალლაჰის კანონებს) მიატოვებს და სხვას საკუთარ თავზე თაყვანისცემას მოსთხოვს, მსგავსია ფარაონისა. ღვთისმსახურება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის კეთდება, მეგობრობა და მტრობა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის სრულდება.“ (Mecmuu’l-Fetâva, 14/328).

უსთათ მავდუდ-იმ ფარაონის ეს სიტყვები შემდეგნაირად განმარტა: „ამ ქვეყნის, ეგვიპტის მფლობელი მე ვარ. ნებართვებს და აკრძალვებს მე ვაწესებ. ჩემ გარდა, ბრძანების(კანონის) გამოცემაში გავლენა არავინ არ აქვს.“ შემდეგ კი თქვა: „ფარაონის მდგომარეობისგან განსხვავებული არ არის იმ სახელმწიფოების მდგომარეობა, რომლებიც ალლაჰის კანონით არ იმართება.“ (Tefhimu’l Kur’an,, ტ. 4, გვ. 184).

ზემოთ მოცემული საკითხისგან გამომდინარეობს შემდეგი: ეგვიპტის ფარაონი თავის სიტყვებში „მე ვარ თქვენი ღვთაება“, „მე ვარ თქვენი რაბბ-ი“, არ გულისხმობდა შემდეგს: „თქვენი შემქმნელი მე ვარ“, „თქვენი მსაზრდოებელი მე ვარ“... ასეთი რამ რომც ეთქვა, ხალხი მას არ დაუჯერებდა, რადგან მსგავსს ვინც იტყვის ის სულელად ან გიჟად ითვლება. ფარაონი თავის სიტყვებში გულისხმობდა იმას, რომ მის გარდა არავინ იყო მმართველი და  არავის შეეძლო კანონის გამოცემა. ანუ მისი სიტყვები „მე ვარ თქვენი ღვთაება“ ნიშნავდა შემდეგს: „მე ვარ თქვენი მმართველი, მე შემიძლია გამოვსცე კანონი, მე შემიძლია დავაწესო როგორც ნებადართული ასევე აკრძალული, მე შემიძლია განვსაზღვრო თქვენი ცხოვრება.“

ალლაჰმა ადამიანების გადასარჩენად კანონი (შარიათი, ყურანი) გამოგზავნა. ის ვინც ყურანს გვერდზე გადადებს და თავისი სურვილისამებრ კანონის გამოცემას დაიწყებს, სიტყვიერად „მე ღვთაება ვარ“ რომც არ თქვას, ის საკუთარი მოქმედებებით საკუთარ თავს ღვთაებად აცხადებს. ასეთ შემთხვევაში კი მისსა და ფარაონს შორის არაფერი განსხვავება არ არის.