31 May 2018

18. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მესამე პირობა: „ენით წარმოთქმა“

მესამე პირობა

„ენით წარმოთქმა“

„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მესამე პირობა ენით წარმოთქმა-დადასტურებაა. დამოწმების ფორმა ასეთია: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლალლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ.“ მისი მნიშვნელობა კი შემდეგია: „ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია.“

პიროვნებებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ენით დადასტურება (ავადმყოფობის გამო), მათთვის ეს პირობა სავალდებულო არ არის. ვისაც არ ყოფნის ძალა ენით წარმოთქვას შაჰადა, ის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებულია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „2/286. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს...“

ვიხილოთ დალილები, სადაც ნაჩვენებია, რომ შაჰადას ენით წარმოთქმა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის პირობებიდან ერთ-ერთია:

 ბუჰარისა და მუსლიმის მიერ გადმოცემულ ჰადისში მოცემულია შემდეგი: მუსაიიაბ ბინ ჰაზნ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „აბუ ტალიბ-ის სიკვდილის დროს, ალლაჰის შუამავალი მოვიდა და აბუ ტალიბს მიმართა: ‘ბიძაჩემო! ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ი წარმოთქვი, რადგან შენს სასარგებლოდ ალლაჰის წინაშე დავამოწმო.’ ამის გაგონებაზე აბუ ჯაჰილ-მა და აბდულლაჰ ბინ აბი უმაიია-მ აბუ ტალიბს მიმართეს: ‘ჰეი აბუ ტალიბ! ნუთუ შენ აბდულმუთთალიბ-ის რელიგიისგან სახეს იბრუნებ!’. ბოლოს აბუ ტალიბ-მა თქვა, რომ ის აბდულმუთთალიბ-ის რელიგიაზე იყო და ამით ისლამი უარყო. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა თქვა: ‘ვალლაჰი მანამ, სანამ არ ამეკრძალება (ალლაჰის მიერ), ალლაჰს შენთვის პატიებას ვთხოვ.’ რის გამოც უზენაესმა ალლაჰმა აიათი მოავლინა: „9/113. და არ არის (2) (მიღებული) შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მათთვის, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრნი არიან ეგენი.“ (Buhari, Cenaiz, 80; Müslim, İman. 177.).

იმამ მუსლიმის სხვა გადმოცემაში მოცემულია: აბუ ტალიბმა შუამავალს მიმართა: „ყურაიშელებს ჩემზე მშიშარა, რომ არ ეფიქრათ და რომ არ შევერცხვინე, უეჭველად შენს სიტყვებს მივიღებდი.“ ამის შემდეგ ალლაჰმა მოავლინა აიათი: „28/56. უეჭველად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე, ვინც გიყვარს. მხოლოდ ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ინებებს ვისაც. ეს უკეთ უწყიან იმათ, რომელნიც სწორ გზას ადგანან!“ (Müslim, İman. 25.).

ზოგიერთი ამბობს, რომ აბუ ტალიბი მუშრიქი იყო, რადგან მას გულით ისლამის არ სწამდაო. თუმცა ეს, ასე არ არის, აბუ ტალიბი თავის ლექსებში აშკარად ამბობს, რომ ისლამი ყველაზე სასარგებლო და სარწმუნო რელიგიია, რელიგიათა შორის. შეგიძლიათ მოიძიოთ მისი ლექსი და თვითონ დარწმუნდეთ ამაში. ( Şerhu’l-Akideti’t-Tahaviyye, el-Mektebü’l-İslamî გამოცემა, გვ. 332. ასევე Şerhu Katri’n-Nedâ, el-Mektebetü’l-Asriyye გამოცემა, გვ. 271). აბუ ტალიბს სჯეროდა, რომ მუჰამმადი მართალია, თუმცა იმის გამო, რომ სხვას მისი სახელი არ გაელანძღა, შაჰადა ენით არ დაამოწმა, რის გამოც აჰლი სუნნამ მას ურწმუნო უწოდა. 

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „მებრძანა ვებრძოლო მათ, სანამ არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და რომ, მე მისი შუამავალი ვარ. სანამ არ შეასრულებენ ნამაზს და სანამ არ გადაიხდიან ზექათს. თუ ამას შეასრულებენ, მათი სისხლი და ქონება ჩემგან დაცული იქნება. დანარჩენი კი ალლაჰს ეკუთვნის.“ ( Müslim, İman. 22.).

იმამ ნავავი ამ ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ალლაჰის შუამავლის მიერ მოტანილი ყველაფრის და ქელიმეი შაჰადას მნიშვნელობის გაგებით მისი წარმოთქმა-დამოწმება, იმანის პირობაა.“ ( Müslim Şerhi, İmam Nevevi, Daru’l Menâr baskısı, 1/171.).

ბადრადდინ ალ-აინი ამ ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ამ ჰადისში არის პირობა, რითაც პიროვნებას მუსლიმის ჰუქმი ენიჭება.“ ( Umdetü’l-Kâri, 1/275).

იბნ-ი თაიმიია ამბობს: „ის, ვისაც ძალა შესწევს და ქელიმეი შაჰადას არ წარმოთქვამს, სწავლულების საერთო გადაწყვეტილებით ქააფირია-ურწმუნოა. ასეთი ადამიანი, ჯუმჰურის, სალაფების და იმამების წინაშე გარეგნულად თუ შინაგანად ქუფრში ჩავარდა.“ ( Mecmuu’l-Fetâva, 7/609.).

მოყვანილი დალილები ადასტურებს, რომ თუ პიროვნებას ძალა შესწევს და ქელიმეი შაჰადას არ ამოწმებს-ენით არ წარმოთქვამს, პირობის დარღვევაში ჩაეთვლება, რის გამოც მუსლიმი ვერ იქნება.

იმანის (რწმენის) რეალობის შესახებ მეზჰებების შეხედულებები 

ისლამის სწავლულებმა ამ თემასთან დაკავშირებით იკამათეს. ნაწილმა თქვა, რომ იმანის სრულყოფილებისთვის საჭიროა გულით დამოწმება-დაჯერება, სიტყვით წარმოთქმა და სხეულით მოქმედება. ზოგიერთმა კი ზოგი პირობა საჭიროდ არ ჩათვალეს. ახლა კი მათი მოსაზრებები თითო-თითო განვიხილოთ.

1)  შეხედულება, რომლის მიხედვითაც რწმენის სრულყოფილებისთვის საჭიროა გულით დამოწმება-დაჯერება, სიტყვით წარმოთქმა და სხეულით მოქმედება, ეკუთვნის იმამ შააფის, აჰმად ბინ ჰანბელს, იმამ მალიქს, იმამ ავზაის.

2)  შეხედულება, რომლის მიხედვითაც რწმენის სრულყოფილებისთვის საჭიროა ენით წარმოთქმა და გულით დაჯერება-დამოწმება, ეკუთვნის აბუ ჰანიფას და იმამ თაჰავის.

3)  შეხედულება, რომლის მიხედვითაც რწმენის სრულყოფილებისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ენით წარმოთქმა-დამოწმება, ეკუთვნის ‘ქარრამია მეზჰებს’, რომლის მიღებაც შეუძლებელია, რადგან ამ შეხედულების მიხედვით ყველა მუნაფიყი (ორპირი) მუსლიმად ითვლება, რაც ყურანისა და სუნნას საწინააღმდეგოა.

4)  შეხედულება, რომლის მიხედვითაც რწმენის სრულყოფილებისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ გულით დამოწმება-დაჯერება, ეკუთვნის ‘ჯაჰმია’ მეზჰებს, რომლის მიღებაც ასევე შეუძლებელია, რადგან ამ შეხედულების მიხედვით ფარაონი, აჰლი ქითაბის ხალხი და ზოგიერთი მექქელი მუშრიქი მორწმუნედ ითვლება. (რადგან მათ სწამდათ, რომ ალლაჰი არსებობდა და რომ ის იყო ერთადერთი შემქნელი). ყოველივე ამის გამო, იმამ თაჰავიმ ამ შეხედულებას ყველაზე ცუდი შეხედულება უწოდა. (Şerhu’l-Akideti’t-Tahaviyye, İbn-u Ebi’l-İzz, გვ. 332).

ამ ოთხი შეხედულებიდან პირველი ორი აჰლი სუნნას ეკუთვნის, ხოლო ბოლო ორი ბიდ’ათ აჰლი-ს (მობიდაათე თემს). პირველი ორი შეხედულებიდან გამომდინარე, აჰლ-ი სუნნეთის ყველა წარმომადგენელმა, რწმენის სრულყოფილებისთვის შაჰადას ენით წარმოთქმა საჭიროდ ჩათვალა. ენით წარმოთქმას არ ეთანხმებიან გზას აცდენილი მურჯიტები, რომლის მიხედვითაც პიროვნებამ ალლაჰი, ყურანი, შუამავალი რომც ლანძღოს და აგინოს, ისინი მაინც მუსლებად ითვლებიან მანამ, სანამ გულით სწამთ ალლაჰის ჭეშმარიტებისა.

მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხის ცოდნა

წარმოთქმული შაჰადა პიროვნებას არავითარ სარგებელს არ მოუტანს თუ იგი ამავე დროს ისლამის, რომელიმე ეჭვგარეშე კანონს უარყოფს, ან ქუფრის გამომწვევ მოქმედებას სჩადის, რადგან, პიროვნება როცა ამბობს „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს, ის ამავდროულად აცხადებს, რომ უარყო ტაღუთი, შირქი და მისგან შორს არის. ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ი, ქუფრი და შირქი ერთად არ მოთავსდება. ვინც ამბობს, რომ ეს დასაშვებია, მისი სიტყვები მსგავსი იქნება იმის სიტყვებისა, რომელიც აცხადებს, რომ ის ერთდროულად დღისითაც და ღამითაც ცხოვრობს, რაც ჭკუასთან-ლოგიკასთან ახლოს არ არის. მაგალითად, პიროვნება აცხადებს, რომ „მარხვა ფარძი არ არის“, ამასთანავე ამბობს „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს. იმის გამო, რომ პიროვნებამ ალლაჰის ბრძანება უარყო, ქუფრში ჩავარდა (ურწმუნო გახდა), რის გამოც მის მიერ წარმოთქმული შაჰადა სარგებელს არ მოუტანს. ამის მსგავსია მათი მდგომარეობა, რომლებმაც შეცვალეს ალლაჰის კანონი, მტრობენ მუსლიმებს, ალლაჰის შუამავლებს, აჰლი თაუჰიდის ხალხს, რომლებიც აწამებენ მათ და აცხადებენ, რომ ისინი მუსლიმების წინააღმდეგ ქრისტიანებისა და ებრაელების მომხრეები-დამხმარენი არიან. ამ ქმედებების გამო ისინი ქუფრში ჩავარდნენ და მათ მიერ წარმოთქმული შაჰადა არაფერ სარგებელს არ მოუტანს მათ მანამ, სანამ არ მოინანიებენ და არ განშორდებიან ისლამის საწინააღდეგო ქმედებებს.