24 May 2018

7. სურა ა'რაფ აიათი 172-174 - ალლაჰის მიერ ადამიანებისგან აღებული პირობა

7/172. აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ უეჭველად, ჩვენ არ ვუწყოდით ამას, რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს.
173. ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს (1) (ღმერთს) და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ნუთუ იმისთვის დაგვღუპავ (2) (დაგვსჯი), რაც ჰქმნეს ცრუმორწმუნეებმა?
174. და ასე განვმარტავთ აიათებს, ეგების უკუმოიქცნენ.

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი გვაცნობებს, რომ ადამიანებისგან, თავიანთი გუნებისა და წარმომავლობის შესაბამისად, აიღო პირობა, რომლის მიხედვითაც დაამოწმეს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა. საკითხთან დაკავშირებით, ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „30/30. მაშ, მოაქციე შენი სახე ერთმორწმუნე სარწმუნოებისკენ, ალლაჰმა ასეთი თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე. ალლაჰის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა არ ურწიან!“

ბუჰარი და მუსლიმი, აბუ ჰურაირასგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ყოველი ახალად დაბადებული ისლამის გზაზეა. ამის შემდეგ მშობლები (თუ მუსლიმები არ არიან) მათ შვილებს იუდეველებად, ქრისტიანებად ან ათეისტებად აქცევს...“1(წყარო სურა ნისას 119-ე აიათის თაფსირში გადმოცემული).

საჰიჰი მუსლიმში, იიაზ ბინ ჰიმარ-ისგან გადმოცემულია: ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: ალლაჰი ბრძანებს: „მე ადამიანები თაუჰიდის თემად შევქმენი. შემდეკ კი ეშმაკმა ისინი აცდუნა და მათთვის რაც აკრძალული იყო ნებადართულად ჩათვალეს.“2(წყარო სურა ან’ამ-ის 79-ე აიათის თაფსირშია გადმოცემული).

სხვა ჰადისში იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, იბნ აბბას-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიტყვებს გადმოგვცემს: „უეჭველად, ალლაჰმა ადამის შვილებისგან პირობა აიღო. ადამის შთამომავლობა შექმნა და მიმოფანტა. შემდეგ კი მათთან ერთად საუბარი გამართა. უზენაესმა ჰკითხა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“, მათ პასუხად: „დიახ, ვაღიარეთ (დავამოწმეთ) ჩვენ.“ ეს იმისთვის, რომ მათ აღსდგომის დღეს არ ეთქვათ: „ჩვენ არ ვუწყოდით ამას“, ან რომ არ ეთქვათ: „ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს (1) (ღმერთს) და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ნუთუ იმისთვის დაგვღუპავ (2) (დაგვსჯი), რაც ჰქმნეს ცრუმორწმუნეებმა?““3(İmam Ahmed b. Hanbel, 1/272, hadis no: 2451; Nesai, Sünen-i Kübra, 11191; Taberi, 15349; Hakim, 1/27, 2/544; Sahih).

აბდურრაჰმან ბინ ქათადა ან-ნასრი, მამისგან, ეს კი ჰიშამ ბინ ჰაქიმ-ისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ერთმა პიროვნებამ შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხა: „ჰეი შუამავალო! ამელი თავიდან კეთდება თუ ბედისწერა დასრულდა (და ისე სრულდება ამელი)?“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უზენაესმა ალლაჰმა ადამის შთამომავლობა გააჩინა. შემდეგ მათგან პირობა აიღო. შემდეგ კი ბრძანა: „ესენი სამოთხეში, ისინი კი ჯოჯოხეთში მოხვდებიან.“ სამოთხის მკვიდრებს, სამოთხეში მოსახვედრი ამელის შესრულება, ხოლო ჯოჯოხეთის მკვიდრებს, ჯოჯოხეთში მოსახვედრი ამელის შესრულება გაუადვილდებათ.“4(Taberi, 15377; Bezzar, 434, 435; Acüri, 343; ჰადისი ჰასენია. გადმომცემი სანდო).

ალლაჰის ეს ორი ბრძანება ერთი სახეობისაა:
„53/56. ეს (1) (შუამავალი მუჰამმედი) არის ერთ-ერთი შემგონებელი წინარე შემგონებელთაგან.“

„7/102. და ვერა ვჰპოვეთ ჩვენ მათგან უმრავლესში აღთქმის ერთგულება, მაგრამ ვჰპოვეთ მათგან უმრავლესი ნამდვილად გზააბნეული.“

„განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ ანუ ალლაჰმა მათგან პირობა სიტყვითა და ქმედებით აიღო. პირობის აღება ზოგჯერ სიტყვის საშუალებით: „6/130...ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.“ ზოგჯერ კი ქმედების საშუალებითაა შესაძლებელი: „9/17. არ არის მიზანშეწონილი, ალლაჰის სამლოცველოები ააგონ წარმართებმა, როცა ისინი საკუთარი სულის წინაშე ურჯულოებით მოწმეობენ.“ ანუ მათ (ადამიანებმა) მათი მდგომარეობითა და ქმედებით ალლაჰს თანაზიარი დაუდგინეს მაშინ, როცა მათ სიტყვით მსგავსი პირობა ალლაჰისთვის არ მიუცემიათ.