31 May 2018

19. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მეოთხე პირობა: „გულწრფელობა“

მეოთხე პირობა

„გულწრფელობა“

ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ის მეოთხე პირობა გულწრფელობაა. მის გარეშე რწმენისა და ქმედების აღიარება შეუძლებელია. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალლაჰმა ცეცხლი ჰარამად დააწესა მათთვის ვინც გულით, გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი შუამავალია.“ (Buhari).

„ალლაჰმა ცეცხლი ჰარამად დააწესა მათთვის, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ თქვა.“ (Müslim, Mesacid.33).

„გიხაროდეთ! ერთმანეთს უმახარობლეთ! ‘ის, ვინც მთელი გულწრფელობით დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, სამოთხეში შევა.“ (გადმოგვცემს თაბერანი. ჰადისი საჰიჰია. Cemu’l-Fevaid, 9).

„სიტყვა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’, ალლაჰის წინაშე ღირებულია. ამ სიტყვას ალლაჰის წინაშე დიდი ადგილი უჭირავს. ალლაჰი სამოთხეში შეიყვანს მას, ვინც მთელი გულწრფელობით იტყვის მას.“ (გადმოგვცემს ბაზზარი. ჯაჭვი სანდოა).
„აღსდგომის დღეს ჩემს შუამავლობას ყველაზე მეტად იმსახურებს ის, ვინც მთელი გულწრფელობით წარმოსთქვა სიტყვა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’.“ ( Buhari, Rikak. 51).

ზემოთ მოყვანილ ჰადისებში აშკარად ჩანს, რომ გულწრფელად ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის მთქმელი სამოთხეში მოხვდება. მის (გულწრფელობის) გარეშე კი ეს შეუძლებელია. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ამბობს ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ს, მან გულწრფელად უნდა უარყოს ის, რის უარყოფასაც მოითხოვს შაჰადა (ანუ ტაღუთი), სხვა შემთხვევაში პიროვნების მიერ წარმოთქმული შაჰადა სარგებელს არ მოიტანს.
ვინც წარმოთქვა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’, თუმცა არ დაამოწმა გულით, არის მუნაფიყი (ორპირი), რაც არუნდა მუსლიმის ფორმაში იყოს ის მაინც ურწმუნოა და სამუდამო ჯოჯოხეთი ელის. იმისთვის, რომ ალლაჰის წინაშე ჩვენი რწმენა მიღებული იყოს, მთელი გულით დამოწმებაა საჭირო. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „98/5. მათ არ ბრძანებიათ სხვა რამ, გარდა მრავალღმერთიანობისგან შორს, გულწრფელად თაყვანისცემა ალლაჰისა; და აღევლინათ ლოცვა და გაეღოთ ზექათი, და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება!“
„15/39. უთხრა: „ღმერთო ჩემო! იმისთვის რომ მაცდუნე, უთუოდ შევალამაზებ მათთვის დედამიწას და უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,
15/40. გარდა შენი მსახურნისა, რომელნიც გულწრფელნი (1) (მორწმუნენი) არიან მათგან.“
„37/74. გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა.“
„37/127. მაგრამ ცრუდ შერაცხეს იგი, ამიტომაც გარეკილნი იქნებიან (ჯოჯხეთში),
37/128. გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა!“