24 May 2018

49. სურა ჰუჯურათ აიათი 12 - ვარაუდი და ცილისწამება (ჭორი)

49/12. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს, რამეთუ ზოგი ვარაუდი ცოდვაა. არ გამოიკვლიოთ ერთიმეორის შეცდომები და არ გაჭოროს ზურგს უკან თქვენგან ზოგმა სხვები. განა სურს თქვენგან რომელიმეს, რომ მიირთვას ხორცი თავისი მკვდარი ძმისა? რა თქმა უნდა ვერ აიტანთ მას. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის! უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს ვარაუდს უკრძალავს, რაც ახლობლების, ოჯახის ან სხვა პიროვნებების უადგილო ადგილას დადანაშაულებას და მათზე უსამართლო მოპყრობას იწვევს. ვინაიდან ვარაუდის დიდი ნაწილი შეიძლება ცოდვა იყოს, ამიტომ სიფრთხილისთვის მისგან შორს ყოფნაა საჭირო.

მალიქი აბუ-ზ ზინადან, ეს კი ა’რაჯიდან, ეს კი აბუ ჰურაირასგან გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ვარაუდს მოერიდეთ, რადგან ის სიტყვათა შორის ყველაზე მატყუარაა. სხვისი ნაკლი არ გამოიკვლიოთ, საიდუმლოებანი არ გამოიკვლიოთ, ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ კარგ საქმეებში შეეჯიბრეთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს არ მტროთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთისთვის ალლაჰის მსახური ძმები იყავით.“1(გადმოცემულია ბუჰარისა და მუსლიმის მიერ. წყარო მოცემულია სურა ნისას 12-ე აიათში).

სუფიან ბინ უიინა ზუჰრისგან, ეს კი ანასისგან გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ერთმანეთთან კავშირი არ გაწყვიტოთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ, ერთმანეთს არ მტროთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთისთვის ალლაჰის მსახური ძმები იყავით. მუსლიმისთვის მუსლიმ ძმაზე სამ დღეზე მეტხანს გაბრაზება-წყენა ჰალალი არ არის.“2(Sahih; Buhari, 6065; Müslim, 2559/23; Tirmizi, 1935; Tayalisi, 2656; Abdurrezzak, 20222; Ahmed, III, 110, 165, 199; İbn Hibban, 5660).

„არ გაჭოროს ზურგსუკან თქვენგან ზოგმა სხვები.“ - უზენაესის ეს ბრძანება ჭორაობას კრძალავს. აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხეს თუ ჭორაობა რას ნიშნავდა. მან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „შენი ძმის ისეთ ფორმაში მოხსენება, რომელიც მას არ ესიამოვნება.“ შემდეგ კითხეს: „ჩემს მიერ მასზე ნათქვამი სიტყვები თუ სიმართლეა? (ანუ რაც მასზე ვთქვი თუ სიმართლეა?)“ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „შენს მიერ ნათქვამი თუ მასში არის, მაშინ შენ მასზე ჭორაობ, ხოლო შენს მიერ ნათქვამი მასში თუ არ არის, მაშინ შენ მას ცილს წამებ.“3(Sahih. Ebu Davud, 4874; Tirmizi, 1934; Ahmed, II, 384, 386; Taberi, 31741).

აბუ დავუდ-ი აბუ ჰუზაიფადან, მან კი აიშადან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცა: შუამავალს ვუთხარი, რომ საფიიას ასეთად ყოფნა მისთვის საკმარისი იყო. -მუსადდად-მა თქვა, რომ ამ სიტყვებში საფიიას სიდაბლე იგულისხმებოდა.- ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ისეთი სიტყვა თქვი ზღვას, რომ შეურიო მასაც დააბინძურებს.“4(Sahih. Ebu Davud, 4875; Tirmizi, 2502).

ჭორაობის ამკრძალავი დალილები მრავლად არის. უზენაესმა ჭორაობა მკვდარი ძმის ხორცის ჭამას შეადარა: „განა სურს თქვენგან რომელიმეს, რომ მიირთვას ხორცი თავისი მკვდარი ძმისა? რა თქმა უნდა ვერ აიტანთ მას.“ - ანუ ბუნებრივია ის, რომ ადამიანს მისი ძმის ხორცის ჭამა არ ესიამოვნება და ვერ აიტანს. გამომდინარე აქედან, ადამიანმა მსგავსი ქმედება (ჭორაობა) ასეთნაირად უნდა მიიღოს, შეიძულოს და თავი ანებოს მას, რადგან ჭორაობის სასჯელი უფრო მძიმეა, ვიდრე საკუთარი მკვდარი ძმის ხორცის ჭამა. ეს შედარება იმისთვის არის გამოყენებული, რომ ადამიანმა ჭორაობა შეიძულოს და მისგან თავი შორს დაიჭიროს.

ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გამოსამშვიდობებელი ქადაგების დროს ბრძანა: „უეჭველად, თქვენთვის მუსლიმის სისხლი, ქონება და ღირსება ერთმანეთისთვის ჰარამია...“

აბუ დავუდი აბუ ჰურაირასგან გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მუსლიმის ეს საკუთრებანი სხვა მუსლიმისთვის ჰარამია: ქონება, ღირსება და სისხლი. მუსლიმი ძმის დაჩაგვრა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს ცუდი პიროვნების სტატუსი ჰქონდეს.“5(Müslim, 2564/32; Ebu Davud, 4882; Tirmizi, 1729).

ჰაფიზ აბუ ია’ლა, ალ ბარა ბინ აზიბისგან გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჰეი თქვენ, რომელნიც მორწმუნეობას აცხადებთ! მუსლიმები არ გაჭოროთ, მათი ნაკლოვანებები არ გამოიკვლიოთ, რადგან მათი ნაკლოვანებების გამოკვლევას თუ დაიწყებთ, ალლაჰიც თქვენი ნაკლოვანებების გამოკვლევას დაიწყებს და სახლშიც, რომ იყოს დამალული (თქვენი ნაკლოვანებები) ალლაჰი მათ გამოააშკარავებს, რის გამოც შერცხვენილნი იქნებით.“6(Ebu Ya’lai 1675; Ebu Nuaym, Delailu’n-Nubuvve, 356).

ჰაფიზ აბუ ია’ლა ამბობს: აბუ ჰურაირას ბიძაშვილი აბუ’ზ-ზუბაირი, აბუ ჰურაირასგან გადმოგვცემს: მუაზი შუამავალთან მივიდა და უთხრა: „ჰეი ალლაჰის შუამავალო! მე ვიმრუშე.“ შუამავალმა სახე მეორე მხარეს შეატრიალა. მუაზმა კი იგივე სიტყვები ოთხჯერ გაიმეორა. მეხუთეჯერ როცა თქვა, შუამავალმა ჰკითხა: „იმრუშე?“ მუაზმა უპასუხა: „დიახ.“ შუამავალმა ჰკითხა: „კარგი და თუ იცი რა არის მრუშობა?“ მუაზმა უპასუხა: „დიახ, მე შევასრულე ჰარამად ის, რაც კანონიერი ქმრისთვის მისი ცოლისადმი ჰალალია.“ შუამავალმა ჰკითხა: „კარგი და რისი თქმა გსურს ამ სიტყვებით?“ მუაზმა უპასუხა: „მინდა, რომ ამ სიბინძურეს ჩამომაშორო.“ შუამავალმა ჰკითხა: „მასთან სექსუალური კავშირი დაამყარე?“ მუაზმა უპასუხა: „დიახ.“ აბუ ჰურაირა გაგრძელებაში ამბობს: „ამის შემდეგ, ალლაჰის შუამავალმა მისი სიკვდილით დასჯა (ჩაქოლვა) ბრძანა, რის შემდეგაც ბრძანება შესრულებული იქნა.“ ალლაჰის შუამავალმა გზა გააგრძელა, გზაში გარდაცვლილი ვირის სხეული შეხვდა, შემდეგ კი ბრძანა: „ესა და ეს ადამიანი სად არის? მიდით და მკვდარი ვირის ხორცი შეჭამეთ.“ მათ შუამავალს უთხრეს: „ნუთუ ამის ჭამა შესაძლებელია?!“ შუამავალმა ბრძანა: „ვფიცავ ალლაჰს, რომ თქვენი სიტყვები, რომლებიც ჩაქოლილი ძმის მიმართ იყო მიმართული, ამ ლეშზე უარესია. ვფიცავ მას, რომლის ხელშიც ჩემი სულია! ის ადამიანი (ჩაქოლილი) ახლა სამოთხის მდინარეებში იმყოფება.“7(აბუ ჰურაირას ბიძაშვილის გამო გადმოცემა სუსტია. ამ ფორმით გადმოგვცემს: Ebu Davud, 4429; Beyhaki, VIII, 227-228; აბუ’ზ ზუბაირისგან, ეს კი აბდურრაჰმა ბინ ას-სამითისგან, ეს კი აბუ ჰურაირასგან შემდეგ წყაროებში გადმოგვცემს: Abdurrezzak, 13340; Ebu Davud, 4428; İbnu’l-Carud, 814; Darakutni, III, 196-197; İbn Hibban, 4399, 4400; Beyhaki, VIII, 227;).

იმამ აჰმადი, ჯაბირ ბინ აბდულლაჰისგან გადმოგვცემს: შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ვიყავით. ლეშის ცუდი სუნი იდგა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „იცით რა არის ეს სუნი? - ეს იმის სუნია, ვინც სხვას ჭორავს.“8(Ahmed, III, 351; Buhari, el-Edebu’l-Müfred, 732; İbn Ebi’d-Dünya, es-Samt, 216; გადმოცემა სუსტია).

„გეშინოდეთ ალლაჰის! უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.“ - გეშინოდეთ და მოერიდეთ იმ აკრძალვებს, რომლებიც ალლაჰმა ჰარამად დაგიწესათ. იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოველივე თქვენს ქმედებას ხედავს. ალლაჰი შემნდობი და მპატიებელია მათ მიმართ, რომლებიც მას გულწრფელი მონანიებით მიმართავს.

სწავლულები ამბობენ: სხვა ადამიანის გამჭორის მონანიება ამდაგვარია: ჭორიკნობას განერიდება და დადებს პირობას (მიიღებს გადაწყვეტილებას), რომ ამ საქმეს არ დაუბრუნდება. იმასთან დაკავშირებით პირობად ითვლება თუ არა მის მიერ ჩადენილისადმი სინანულის გრძნობა, სხვადასხვა აზრი არსებობს. სხვა მეორე პირობა კი არის ის, რომ იმ პიროვნებას ჰალალი უნდა გააკეთებინოს, ვინც გაჭორა. ზოგიერთი ამბობს, რომ საჭირო არ არის მასზე ჰალალის გაკეთებინება, რადგან თუ აცნობებს, იმას რაც მასზე თქვა, შესაძლებელია, რომ უფრო დაიძაბოს სიტუაცია. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე კარგი არის ის, რომ გამოასწაროს მისი მდგომარეობა იქ, სადაც სხვა პიროვნება გაჭორა.

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „უზენაესი ალლაჰი ჯოჯოხეთის ცეცხლისგან დაიცავს მას, ვინც მორწმუნეზე ცუდის მთქმელს შეეწინააღმდეგება და მორწმუნეს დაიცავს. ხოლო, უზენაესი ალლაჰი პიროვნებას ჯოჯოხეთის ხიდზე დატოვებს მანამ, სანამ მის მიერ მუსლიმზე მიყენებული ცილის წამების ცოდვა არ მოეხსნება.“9(Ebu Davud, Ahmed, III, 441; გადმოცემა სუსტია.).