24 May 2018

9. სურა თაუბა აიათი 71 - მორწმუნეები ერთმანეთის მეგობრები არიან

9/71. მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან. უბრძანებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს და ალლაჰსა და მის შუამავალს ჰმორჩილებენ. სწორედ, მათ შეიწყალებს ალლაჰი. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს შემდეგნაირად ახასიათებს: „მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან.“, ანუ ერთმანეთის დამხმარეები და მხარდამჭერები არიან.

საჰიჰ ჰადისში, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მორწმუნე მორწმუნისთვის სამშენებლო ქვების მსგავსად ერთმანეთის მხარდამჭერნი არიან.“ და თითები ერთმანეთში გადაკვანძა.“1(Buhari, 2446; Müslim, 2585; Tirmizi, 1928; Nesai, 5/79; İbn Ebi Şeybe, 11/22; Ahmed b. Hanbel, 4/404, 405;).

სხვა საჰიჰ ჰადისში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „მუსლიმები ერთმანეთის სიყვარულში და შემწყნარებლობაში ერთი სხეულის მსგავსნი არიან. მათგან ერთი ორგანო თუ ტკივილის განიცდის, სხეულის სხვა ნაწილებიც სიცხით ვერ ისვენებს, მასთან ერთად მოქმედებს და ტკივილს იზიარებს.“2(Buhari, 6011; Müslim, 2586; Ahmed b. Hanbel, 4/270; Humeydi, 919; Tayalisi, 790;).

„უბრძანებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურობას“, საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი ალლაჰი სხვა აიათში ბრძანებს: „3/104. (ჰეი, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი.“

„აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს“, ანუ ალლაჰის მიმართ მსახურებას, მორწმუნეების მიმართ კი სიკეთეს ასრულებენ.

„და მის შუამავალს ჰმორჩილებენ.“, ანუ ბრძანებებს ასრულებენ, აკრძალვებს კი ერიდებიან.

„სწორედ, მათ“, ანუ ასეთი თვისებების მქონეს „შეიწყალებს ალლაჰი.“

„უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“, ანუ ალლაჰი მის მსახურებს ჯილდოს სახით ძლევამოსილებას მიანიჭებს. უეჭველად, დიდება ალლაჰის შუამავლის და მუსლიმებისთვისაა.