25 May 2018

4. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - კანონის გამოცემა / დაკანონება

1.  კანონის გამოცემა / დაკანონება

ეჭვი არ არის იმაში, რომ ღვთაებრიობის ერთ-ერთი მკვეთრი/განმასხვავებელი თვისება, კანონის გამოცემა/დაკანონებაა. როგორც ქმნილების შექმნა ალლაჰის მკვეთრი თვისება/უფლებაა, ასევე ქმნილებებზე დაკანონების უფლება, მათი ამ კანონით ხელმძღვანელობაც ალლაჰის უფლებაა. ჰალალსა და ჰარამს მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰი აწესებს. რაღაცის გაკეთება-არ გაკეთებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰი ღებულობს. კარგისა და ცუდის განმსაზღვრელი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. ამ უფლების სხვაზე მინიჭება ნიშნავს, რომ ღვთაებრიობის თვისებას ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ან რაიმეს ანიჭებ, ეს კი ქუფრი/ურწმუნოებაა. ვინც ამ საკითხში (კანონის გამოცემაში) მათ მხარს დაუჭერს, ნიშნავს, რომ ის ვიღაც ან რაღაც ღვთაებად აღიარა. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „21. ან იქნებ ჰყავთ მათ თანაზიარნი, რომლებმაც დაუკანონეს მათ სარწმუნოებაში ის, რისი უფლებაც ალლაჰს არ მიუცია?...“(სურა აშ-შურა).
ამ საკითხში მუსლიმის ვალია, დაემორჩილოს ალლაჰისა და მისი შუამავლის (სალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ ნებადართულს და მათ წინააღმდეგ მოქმედებას მოერიდოს. მაშინ, როცა ალლაჰმა კანონი უკვე გამოსცა, მუსლიმებს აღარ აქვთ უფლება/არჩევანი შეიტანონ ცვლილება მასში.
36. მორწმუნე კაცს და მორწმუნე ქალს გადაწყვეტილების მიღებისას არ აქვთ არჩევანი, თუ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. და ის, ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, ცხად გზააბნევაშია ჩავარდნილი!“ (სურა აჰზაბ).

თუ ეს ასეა! სად არის იმ პიროვნების/ჯგუფის/პარტიის რწმენა, ვინც ალლაჰის, ამ შემთხვევაში დაკანონების/კანონების გამოცემის თვისებას სხვას ანიჭებს?! რწმენა, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კანონებს აღიარებს. რწმუნება იმის, რომ ალლაჰის გარდა სხვასაც აქვს კანონის გამოცემის, დაკანონების უფლება, არის რწმენის საწინააღდეგო/ურწმუნოება და მეტი არაფერი.