25 May 2018

3. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - სიტყვა „ილაჰ“-ის განმარტება და მისი შიგნითა ნაწილი

სიტყვა „ილაჰ“-ის განმარტება და მისი შიგნითა ნაწილი

სიტყვა „ილაჰ“-ი, ‘ალაჰა’ ან ‘ალიჰა’ ზმნისგან არის ნაწარმოები, რაც ნიშნავს „მასზე თაყვანის მცემელს“, „მისკენ მიმმართველს“, „მასზე მინმდობს“, „მასზე შეფარებულს“ და ა.შ. იბნ რაჯაფ ალ-ჰანბელი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „ილაჰი არის ვისგანაც იმედი გაქვს, ვისაც ადიდებ, ვინც გიყვარს, ვისზეც ხარ მინდობილი, ვისაც დუას (ვედრებას) უკეთებ. გამომდინარე აქედან ილაჰი არის ის ვისაც ეთაყვანები და მის წინააღმდეგ არ მოქმედებ. ზემოთ ჩამოთვლილთაგანი მხოლოდ და მოხლოდ ალლაჰის მიმართ სრულდება. ვინც ერთ-ერთ მათგანს ალლაჰის გარდა სხვაზეც მიმართავს, ალლაჰზე მსახურებასთან ერთად სხვაზე თაყვანისცემაშიც ჩაეთვლება, რაც ქუფრია (ურწმუნოებაა) და „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“ სიტყვის დამანგრეველია. პიროვნება ამ სიტყვებს, რამდენადაც ალლაჰის გარდა სხვას მიმართავს, იმდენადვე ალლაჰის ღვთისმსახურებისგან შორს იქნება.“ (“Gurretu Uyuni’l Muvahiddin, გვ. 25, Abdu’l Mun’im’in “at-Tağut”-ის წიგნიდან.).

ამ და სხვა მსგვასი განმარტებებისგან ვგებულობთ, რომ „ილაჰ“ სიტყვა არის ის, ვისზეც კეთდება ღვთისმსახურება და მორჩილება. შეიძლება ადამიანმა ალლაჰის გარდა ეს სიტყვა სხვასაც მიაწეროს, მაგრამ სხვა დანარჩენი არის ცრუ და ბათილი ალლაჰის წინაშე. ანუ მაშინ, როცა ალლაჰია ერთადერთი და ჭეშმარიტი, სხვა დანარჩენი „ღვთაება“ არის ცრუ და ბათილი.

ალლაჰის ღვთაებრიობის ზოგიერთი თვისება

ის, რომ ალლაჰი არის „ილაჰ“-ი (ღვთაება), ამას თან ახლავს სხვადასხვა თვისებები. ისლამის სწავლულებმა, ყურანისა და სუნნეთის მიხედვით, ეს თვისებები შემდეგნაირად განმარტა:
1.  გასამართლება/მსჯავრის დადება/დაკანონება
ეს თვისება ალლაჰის ყველაზე მკვეთრი/განსაკუთრებული თვისებაა. ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„54. განა, მხოლოდ მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა?“ (სურა ალ-აღრაფ).
„57. და იგია საუკეთესო მსაჯული.“ (სურა ან’ამ).
„40. უეჭველად, მსჯავრის დადება(დაკანონება) მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.“ (სურა იუსუფ).
„62. განა მის ხელთ არაა მსჯავრი?“ (სურა ან’ამ).
„26. და მსჯავრში ვერავინ შეეზიარება მას!“ (სურა ქაჰფ).

რათქმაუნდა მხოლოდ ეს არ არის დასტური იმისა, რომ მსაჯულება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ამის სხვა დალილებიც არსებობს. გამომდინარე აქედან, ის, ვინც ამ თვისებას ალლაჰის გარდა, თავის თავს ან სხვას მიაწერს, ნიშნავს იმას, რომ თავის თავს „ღვთაება“ უწოდა, რაც ქუფრი-ურწმუნოებაა. ხოლო ის, ვინც ამ თვისების მიმწერს გაჰყვება და მის მსაჯულებას აღიარებს, ამით ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, რაც აგრეთვე ურწმუნოებაა. ურწმუნოდ გახდომისთვის არ არის აუცილებელი იმ სიტყვების თქმა, როგორიცაა „მე ღვთაება ვარ“, ან „მე ალლაჰი ვარ“, რადგან ვინც ზემოთ ხსენებულ თვისებას საკუთარ თავს ან სხვას მიანიჭებს, ისლამიდან გადის და ხდება ურწმუნო.(მიუხედავად, იმისა მან ეს აღიარა თუ არა). ამის შესახებ საიდ ქუთბი „Fi Zilali’l-Kuran” ყურანის თაფსირში ასე ამბობს: „გასამართლება/მსაჯულება/დაკანონება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ულუჰიეთ-ის მიზეზით მსაჯულება და მსაჯობა/მოსამართლეობა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ძალაუფლება/მბრძანებლობა ულუჰიეთ თვისების მოთხოვნილებებში შედის. ის, ვინც ძალაუფლების/დამკანონებლის/მსაჯულის თვისებას მიიწერს, ალლაჰთან ერთად ბრძოლაში მონაწილეობას აცხადებს. არაქვს მნიშვნელობა ეს იქნება ერთი პიროვნება, ჯგუფი, საზოგადოება, პარტია თუ სხვა. ის, ვინც ალლაჰთან ერთად გამოაცხადებს თავის თავს მსაჯულობის/მბრძანებლობის/მოსამართლეობის ღირსად, აშკარა ქუფრში ჩავარდება და ქააფირი (ურწმუნო) გახდება. ასეთი ადამიანის ქუფრი, რელიგიის მყარი არგუმენტების საფუძველია, რომელიც აიათის სახით ცოტა ხნის წინ წარმოვადგინეთ.

მსგავსი თვისების საკუთარ თავზე ან სხვაზე, გამოცხადების სხვადასხვა მეთოდი/გზა არსებობს. რომელიმე მათგანის გამოყენება, ისლამიდან გასვლისთვის საკმარისია. არ არის აუცილებელი ასეთმა პიროვნებამ/საზოგადოებამ/ჯგუფმა/პარტიამ მიმართოს ხალხს შემდეგით: „თქვენთვის, ჩემს გარდა სხვა ღვთაება არ არის“, „თქვენი ღვთაება მე ვარ“, ის მაინც ურწმუნო გახდება. ის, ვინც ალლაჰის კანონს (შარიათს) გვერდით გადადებს და მის გარდა სხვა კანონით ხელმძღვანელობას დაიწყებს, ან ალლაჰის გარდა მსაჯულის/მბრძანებლობის თვისებას სხვას თუ მიანიჭებს, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ურწმუნოდ ჩაითვალოს. ისლამურ სისტემაში/წყობილებაში მუსლიმ საზოგადოებას უფლება აქვთ მმართველი აირჩიოს, მაგრამ მას არუნდა მიენიჭოს ისეთი ძალაუფლება/მმართველობა, როგორიც ალლაჰს ეკუთვნის. მუსლიმი თემის ან მუსლიმი მმართველის ვალი ალლაჰის მბრძანებლობის/მსაჯულების დამყარებაა, რაც ყურანითა და სუნნათითაა შესაძლებელი. მბრძანებლობა/მსაჯულება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისაა. ამ თვისების მინიჭებისთვის მთელი კაცობრიობაც, რომ შეიკრიბოს, მაინც ვერ შეძლებენ ამის მისაკუთრებას. მათი დავალება ის არის, რომ ალლაჰის კანონის, ალლაჰის შარიათის მიხედვით მართონ ისლამური სისტემა/წყობა...“ (Fî Zilâli’l-Kur’ân, 8/403).