29 May 2018

16. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მდგომარეობა და ჰუქმი პიროვნების, რომელმაც თაუჰიდი არ იცის

მდგომარეობა და ჰუქმი პიროვნების, რომელმაც თაუჰიდი არ იცის

ისლამის სწავლულები თაუჰიდის უცოდინარ პიროვნებებს ორი სათაურის ქვეშ განიხილავს: 1) ნამდვილი ქააფირები (ურწმუნოები), 2) ყიბლის აჰლი (თემი), რომლებიც საკუთარ თავს ისლამს აკუთვნებს.

-1) ნამდვილი ქააფირები ორ ჯგუფად იყოფა: A) ჯგუფი, რომელსაც უცოდინრობა საპატიო მიზეზად ეთვლებად და B) ჯგუფი, რომელსაც უცოდინრობა საპატიო მიზეზად არ ეთვლება. ახლა კი სათითაოდ განვმარტოთ. 

1-A) ურწმუნოები, რომლებისთვისაც უცოდინრობა საპატიო მიზეზად ითვლება
ისინი მიეკუთვნებიან იმ საზოგადოებას, რომლებთაცაც არ მისულა ცნობა შუამავლების და წმინდა წიგნების შესახებ, ან რომლებთანაც მივიდა ცნობა, თუმცა ვერანაირად ვერ შეძლეს ლიტერატურის მოპოვება და მისით მოქმედება. ასეთი ხალხის იმ ქვეყნიური მდგომარეობის შესახებ ისლამის სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრია. ზოგიერთი მათგანი ჰადისზე დაყრდნობით ამბობს, რომ ისინი აჰირეთში გამოცდას გაივლიან. ჰადისი შემდეგნაირად არის გადმოცემული: „ოთხი ჯგუფი თავიანთი უცოდინრობის საპატიო მიზეზად ჩათვლისთვის ოთხ დალილს მოიყვანენ. მათგან პირველი არის ყრუ, რომელმაც ვერაფერი ვერ გაიგონა, მეორე არის პიროვნება, რომელიც გიჟია. მესამე არის მოხუცი, რომელიც უცოდველი ბავშვის მსგავსია, მეოთხე არიან ის პიროვნებები, რომლებმაც ‘ფეთრეთ’-ის (დროის მონაკვეთი, რომელშიც შუამავალი არ იყო მოვლენილი) დროს გარდაიცვალნენ. ყრუ ალლაჰს ასე მიმართავს: ‘ია ალლაჰ! ისლამი მოსულა, მაგრამ მე ვერაფერი გავიგონე.’ გიჟი იტყვის: ‘ია ალლაჰ! ისლამი მოვიდა თუმცა მე ვერაფერი ვერ გავიგე (ფიზიკურად ვერ შევძელი ეს), რის გამოც ბავშვებიც კი დამცინოდნენ.’ მოხუცი კი იტყვის: ‘ია ალლაჰ! ისლამი მოვიდა, თუმცა რა უნდა გამეკეთებინა ვერ გავიგე.’ ფეთრეთ-ის დროს გარდაცვლილი იტყვის: ‘ია ალლაჰ! შენს მიერ გამოგზავნილ შუამავალს ჩემამდე არ მოუღწევია.’ ამის შემდეგ ალლაჰი მათგან სიტყვას აიღებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს უნდა დაემორჩილონ, რის შემდეგაც მათ შუამავალს მიუჩენს, რომელიც ეტყვის (მათ) „შედით ცეცხლში“. ვინც, ალლაჰის ბრძანებას დაემორჩილება და ცეცხლში შევა, ის ცეცხლი მათთვის სარგებლიანი აღმოჩნდება, ხოლო ვინც ალლაჰის ბრძანების წინააღმდეგ მოიქცევა და ცეცხლში არ შევა, ალლაჰის ამ ცეცხლს მათთვის მწველს გახდის და შიგნით ჩაყრის.“  (ჰადისი აჰმად ბინ ჰანბელისა და იბნ-ი ჰიბბან-ის მიერ არის გადმოცემული, საჰიჰია.).
ხოლო, ზოგიერთი სწავლულის აზრით იმ ქვეყანაში გამოცდა აღარ იქნება, რის გამოც ის, ვინც ამ ქვეყანას ურწმუნოდ დატოვებს, სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდება. 

თუმცა სწავლულთა საერთო აზრით, ამ ქვეყანაზე მათი ჰუქმი არის, როგორც ურწმუნო. ანუ თუ მოვესწარით ისეთ გარდაცვლილს, რომელთანაც არ მისულა მოპატიჟება, მის ჯანაზას არ შევასრულებთ და მუსლიმთა გვერდით არ დავკრძალავთ.

1-B) ურწმუნოები, რომლებისთვისაც უცოდინრობა საპატიო მიზეზი არ არის
ამ ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანთა ის ნაწილი, რომლებთანაც მივიდა ალლაჰის სიტყვა (ყურანი) და შუამავლის გზა (სუნნათი), თუმცა მათ არ მიაქციეს ყურადღება, არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოეძიათ და ეპოვათ ჭეშმარიტება, არ გამოიჩინეს ძალისხმევა. ასეთი ხალხის უცოდინრობა უპატიებელია. მათი ჰუქმი ამ ქვეყანაზეც და იმ ქვეყანაზეც არის ურწმუნოება. ამ ხალხმა არ ეცადა, რომ მიეღო ჭეშმარიტი ცოდნა, რის გამოც ჩავარდნენ ქუფრში და მანამ, სანამ ამ მდგომარეობის გამო ქუფრში იქნებიან, ამ ქვეყანაზეც და იმ ქვეყანაზე ჩაითვლებიან ურწმუნოებად, რის გამოც სამუდამოდ ჯოჯოხეთში დარჩებიან.

2) ყიბლის აჰლი (თემი), რომლებიც საკუთარ თავს ისლამს აკუთვნებს
ისლამის სწავლულებმა ოთხ ნაწილად დაყო ადამიანთა ის ნაწილი, რომლებიც შევიდნენ ისლამში და თაუჰიდის რამოდენიმე საკითხის უცოდინრობის გამო რელიგიის წინააღმდეგობაში მოვიდნენ. 

მსგავსი პიროვნებებისთვის უცოდინრობა საპატიოა? თაუჰიდის დარღვევის შედეგად, ქუფრში ჩავარდნილი ადამიანების თავის გასასამართლებელი მიზეზები მიღებულია? ეს და სხვა მსგავსი კითხვები დღესდღეობით პოპულარულია. ეს საკითხი ჩვენს მთავარ თემას არ ეხება, ამიტომ ამ თემაზე მოკლედ ვისაუბრებთ. ახლა კი ზემოთ მოხსენიებული ოთხი ნაწილი სათითაოდ ჩამოვწეროთ.

2-A) პირველი ნაწილი ეს არის ისლამში მყოფი პიროვნებები, რომლებმაც თაუჰიდის ზოგიერთი საკითხი ფიზიკურად ვერ შეისწავლა: ქუფრიდან ახალად გამოვიდა ან ვერ შეძლო ცოდნასთან მიღწევა, ცოდნას კი პიროვნებამდე არ მიუღწევია. ასეთმა პიროვნებებმა ქუფრი რომ შეასრულონ, ეგრევე თაქფირი არ კეთდება. (მაგალითად ქუფრიდან ახალად გამოსული, ან ახალად ისლამში შესული პიროვნება). დაშვებული შეცდომა უნდა იქნას ახსნილი ანუ უნდა გაკეთდეს ჰუჯჯა (ახსნა-განმარტება და მოპატიჟება მონანიებისკენ) და უნდა იქნას პიროვნების ეჭვების გაქარწყლება ჭეშმარიტი და სრული დალილებით. ამის დალილი არის „ზათ-უ ენვათ“-ის ჰადისი, რომლის მიხედვითაც ისლამში ახალად შესულმა საჰაბეებმა ალლაჰის შუამავლისგან მუშრიქების მსგავსი ხე მოისურვეს.  (Tirmizi, 2180. საჰიჰია.).

2-B) მეორე ნაწილი: ეს არის პიროვნებების ჯგუფი, რომლებმაც სიზარმაცის ან უინტერესობის გამო არ შეისწავლეს თაუჰიდის აუცილებელი პირობები, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება ჰქონდათ და რომლებმაც ყოველივე ამის გამო ქუფრში ჩავარდნენ. ასეთი ქმედებით გამოწვეული უცოდინრობა საპატიო მიზეზი ვერ იქნება. ამ ქვეყანაში მსგავსი პიროვნებების ჰუქმი ურწმუნოებაა. ხოლო იმ ქვეყნის ჰუქმი კი, თუ ასეთ მდგომარეობაში (ანუ ურწმუნო მდგომარეობაში) მოკვდებიან, ჯოჯოხეთში მოხვდებიან.
მათ ტყუილად დახარჯული დრო ისლამისთვის, რომ დაეთმოთ უმეცრებიდან გადარჩენილები იქნებოდნენ. მათ, ცოდნას უცოდინრობა, ხოლო ჰიდაეთს (ჭეშმარიტ გზას) მცდარი გზა არჩიეს. მაშინ, როცა ცოდნა უცოდინრობაზე სასარგებლოა. ალიმ (რადიალლაჰი ‘ანჰ) თქვა: „ცოდნის ფასეულობის გაგება-მიხვედრა საკმარისია, მაშინ როცა მისი (ცოდნის) მფლობელზე სიხარულს შევნიშნავთ (ცოდნის მიღების გამო), ხოლო უცოდინარის მიერ ნათქვამი სიტყვები „მე უცოდინარი არ ვარ“, საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რაოდენ ცუდი რამ არის უცოდინრობა.“ (“Medaricu’s-Salikîn”, 1/470.).

3-C) მესამე ნაწილი: ეს არის პიროვნებების ჯგუფი, რომლებმაც თაუჰიდის საფუძვლები შეისწავლეს, თუმცა ზოგიერთი მეორე ხარისხოვანი საკითხის უცოდინრობის გამო წინააღმდეგობაში მოექცნენ. ეს ხალხი ცოდვილ ხალხად ითვლება და მათზე თაქფირი არ კეთდება.

4-D) მეოთხე ნაწილი: ეს არის პიროვნებების ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ‘იჩთიჰად’-ზე დაყრდნობით მეორე ხარისხოვანი საკითხების უცოდინრობის გამო წინააღმდეგობაში მოექცა. ესენი ცოდვილები არ არიან, თუმცა საჭიროა გაკეთდეს ჰუჯჯა.

მესამე და მეოთხე ნაწილს შორის განსხვავება ეს არის: მესამე ნაწილში ნათქვამია, რომ პიროვნებამ არ გამოიჩინა ძალისხმევა და თაუჰიდის მეორე ხარისხოვანი საკითხების უცოდინრობის გამო ცოდვაში ჩავარდა. მეოთხე ნაწილში კი ნათვქამია, რომ პიროვნებებმა სხვადასხვა სანდო სწავლულის მოსაზრებებს დაეყრდნენ, რის გამოც ერთმანეთის წინააღდეგ მოექცნენ. ეს სიტუაცია კი მათ ცოდვაში არ აგდებს. 
აქვე მინდა ავღნიშნო ის, რომ თაუჰიდის პირველ ხარისხოვანი თემების უცოდინარი პიროვნებები(უყურადღებობის ან სიზარმაცის გამო) ცოდვასთან ერთად ქუფრშიც ჩავარდნენ.