16 May 2018

2. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ლაა ილაჰა ილლალლაჰ


   ქელიმეი თავჰიდის (ლაა ილაჰა ილლალლაჰ) პირობებს სანამ განვმარტავდე, მანამდე მინდა ზოგიერთ საკითხს შევეხო.

წინადადებას „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ს, ქელიმეი თავჰიდი (თავჰიდის-ერთღმერთიანობის სიტყვა) ეწოდება. იგი ორი ნაწილისაგან შედგება:

პირველი: „ლაა ილაჰა“.
მეორე: „ილლალლაჰ“.

   ამ ორი ნაწილის ცალ-ცალკე აღება და მოქმედება დაუშვებელია. მათი ერთმანეთისგან განცალკევებით რწმენა არ შედგება. რწმენის სრულყოფილად შესრულება, ამ ორი ნაწილის განცალკევების გარეშე შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რწმენა მხოლოდ სურვილად დარჩება და პიროვნება მორწმუნის სტატუსს ვერ მოიპოვებს. სამწუხაროდ არსებობენ პიროვნებები, რომლებიც ამ სიტყვების განცალკევებით ცდილობენ მორწმუნეებად წარმოაჩინონ თავი.

   ისლამის ისტორიას თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ იმ ფაქტს, რომ ადამიანები ამ განცალკევების გამო შირქში (ურწმუნოებაში) აღმოჩენილან. ის, ვინც ალლაჰს თანაზიარს უდგენს ალლაჰს არ უარყოფს, არამედ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაების არსებობისაც სჯერა, რის გამოც ქუფრში ვარდება. ცოტაა ისეთი ხალხის რიცხვი, ვინც ამბობს, რომ ალლაჰი (ღმერთი) არ არსებობსო. ალლაჰი ყურანში თავის თავს „ალლაჰი არსებობს“ , მსგავსად არ გვაცნობს, არამედ ალლაჰი ყურანში თავის თავს შემდეგნაირად წარმოგვიდგენს...“ერთი“, „მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი“... ეს ფაქტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები რასაც ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა, არის ცრუ რწმენა და იქნება უარყოფილი ალლაჰის მიერ. ასევე ეს გვიჩვენებს იმას, რომ ალლაჰმა არც კი ჩათვალა საჭიროდ პასუხი გაეცა მათთვის, ვისაც არ სწამს ალლაჰის (ღმერთის) არსებობის.

   ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყურანშია გადმოცემული არის ის, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანაბელი გარდა ალლაჰისა და მის გარდა, ვინც ალლაჰის თვისებებს მიიწერს, არის უარყოფილი და ცრუ ღვთაება. ასე, რომ „ლაა ილაჰა“ (არ არსებობს ღვთაება)-ს მთქმელი ხალხი ჩვენ საკითხში არ შედის. ჩვენი საკითხი მათ არ ეკუთვნით. ჩვენი თემა ეკუთვნის მათ, ვისაც სჯერა „ილლალაჰ“-ის, ვისაც სჯერა ალლაჰის ერთობის, თუმცა ალლაჰის გარდა სხვა ქმნილებებსაც სცემს თაყვანს.

   გამომდინარე აქედან, სანამ საკითხის დეტალებზე დავიწყებდეთ საუბარს, მანამ „ილაჰ“ სიტყვის, შემდეგ კი „ლაა“ (უარყოფი)-ს და ბოლოს „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის, ქელიმეი თავჰიდის მნიშვნელობის ახსნა-განმარტებას შევეცდებით.
   დამხმარე და წარმატების მომცემი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია.