29 May 2018

15. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - პირველი პირობა: „ცოდნა“

პირველი პირობა

„ცოდნა“

„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის მნიშვნელობის ცოდნა
ცოდნა არის იმ წყალობებიდან საუკეთესო, რომელიც ალლაჰმა ადამიანს უბოძა. ადამიანი მისი (ცოდნის) მეშვეობით განარჩევს კარგსა და ცუდს, ჰალალსა და ჰარამს. ალლაჰისადმი რწმენა ცოდნის საფუძველზე იზრდება. ამის გამო უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა!“  (Taha Suresi, 114.). აჰმად ბინ ჰანბელი ცოდნის ღირებულებას/ფასს შემდეგნაირად აღწერს: „ადამიანს ცოდნა საკვებზე მეტად სჭირდება.“ ( er-Rasul ve’l-İlm, Yusuf el-Karadavi, გვ. 12).
ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „ცოდნა ქონებაზე უფრო ღირებულები-სარგებლიანია. ცოდნა შენ დაგიცავს, ქონებას კი შენ იცავ. ცოდნა გაზიარების შემთხვევაში იზრდება, ქონება კი გაზიარების შემთხვევაში მცირდება.“ 
მუაზ ბინ ჯაბალ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „ცოდნა შეიძინეთ. რადგან ცოდნის შეძენა ალლაჰის შიშზე მიუთითებს. ცოდნის შეძენა ღვთისმსახურებაა. ცოდნისთვის გარჯა, მისი გამოკვლევა ჯიჰადია. ცოდნა ნამდვილი მეგობარია. რელიგიის შესწავლაში გიდი, ხოლო კარგ თუ ცუდ დღეს დამხმარეა...“ 
ცოდნის სარგებლისა და ღირებულების ახსნა-განმარტება შეუძლებელია. ცოდნისკენ მისწრაფება და მისი შეძენა, ყოველი მუსლიმის ვალდებულებაა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ცოდნის შეძენა ყოველი მუსლიმი კაცისთვის და ქალისთვი ფარძია.“ ( el-Camiu’s Sağır, 5264.  საჰიჰია).
„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობებიდან ერთ-ერთი ცოდნის მიღებაა. ანუ ცოდნა იმისა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ის, რომ მის გარდა არავინ ფლობს მსგავს თვისებებსა და სახელებს. ამ საკითხის ცოდნის გარეშე რწმენა ნამდვილი ვერ იქნება. „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ცოდნა თაუჰიდისთვის (ერთღმერთიანობისთვის) აუცილებელი/ფარძია. ცოდნის გარეშე როგორ შეძლებს ადამიანი იმის გაგებას თუ რას მოითხოვს „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“? შეუძლებელია იწამო ეს ისე, რომ მისი მნიშვნელობა არ იცოდე. ხოლო ვისაც ეს არ სწამს მუსლიმი ვერ იქნება. როგორც ხედავთ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. დალილები იმის შესახებ, რომ ცოდნა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობაა: 
უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „47/19. მაშ იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა.“ ალლაჰმა აიათში ნახსენები „მაშ იცოდე“ სიტყვით, ცოდნის მიღება ჩვენთვის ფარძად დააწესა. ამ ფარძის მიმტოვებლები შირქისთვის განწირულები არიან. 
„14/52. ეს (1) (ყურანი) არის ცხადი ცნობარი ადამიანთათვის, რომ შეაგონონ ამით და იცოდნენ, რომ მხოლოდ იგია (2) (ალლაჰი) ერთადერთი ღვთაება და რომ განსაჯონ ბრძენკაცთა ჭკუასაკითხთა!“
„43/86. გარდა ვინც დაამოწმა ჭეშმარიტება (4) (რომელმაც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა). და ისინი უწყიან (5) (თქვა ენით და დაამოწმა გულით).“
იმამ მუსლიმის საჰიჰ-ში გადმოცემულია ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰი ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰადისი, სადაც შუამავალი ამბობს, რომ: „ის, ვინც ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის ცოდნით მოკვდება სამოთხეში შევა.“ ( Müslim: Kitabu’l İman, 26.). 
ალლაჰის შუამავალმა სამოთხეში შესვლა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ცოდნას დაუკავშირა. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ცოდნა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის არის ის, როცა გვეცოდინება მისი მნიშვნელობა და როცა გვეცოდინება რა უნდა მივიღოთ და რა უნდა უარვყოთ. ჰადისიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინება შაჰადა, სამოთხეში ვერ შევა.  (Şurutu La İlahe İllallah, Abdu’l Mun’im Mustafa Halime, გვ. 45.).
 ალლაჰის შუამავალმა სამოთხეში შესვლა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ცოდნას დაუკავშირა. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ცოდნა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის არის ის, როცა გვეცოდინება მისი მნიშვნელობა და როცა გვეცოდინება თუ რა უნდა მივიღოთ და რა უნდა უარვყოთ. ჰადისიდან გამომდინარე ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინება შაჰადა, სამოთხეში ვერ შევა.  (Şurutu La İlahe İllallah, Abdu’l Mun’im Mustafa Halime, გვ. 45.).
„ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის ცოდნა, მისი მიხედვით ქმედებამდეა. (ანუ ჯერ ცოდნა და შემდეგ ცოდნის მიხედვით მოქმედება). „ცოდნა, სიტყვისა და ქმედების წინამძღვარია.“ ყველა დანარჩენი საკითხი თაუჰიდის შემდეგ უნდა იქნას შესწავლილი. ეს არის საჰაბეების გზა. ისინი ჯერ თაუჰიდს, შემდეგ კი სხვა დანარჩენს სწავლობდნენ. ამის შესახებ ჯუნუბ ბინ აბდულლაჰ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „ჩვენ ახალგაზრდობაში ალლაჰის შუამავალთან ერთად ვიყავით. ჯერ თაუჰიდი და შემდეგ ყურანი ვისწავლეთ. შემდეგ კი ყურანის სწავლით რწმენა გავზარდეთ.“  (İbn-i Mace, 61. ჰადისი საჰიჰია).
აბდულლაჰ იბნ-ი ომერი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „დიდი ხანი ვიცხოვრე. ყოველივე ჩვენგანს ყურანამდე თაუჰიდს გვასწავლიდნენ. შემდეგ ისეთი ხალხი ვნახე, რომლებიც თაუჰიდამდე ყურანს სწავლობენ, ფათიჰა სურას კითხულობენ, თუმცა არ იცის თუ რა არის აკრძალული და რა არის ნებადართული.“  (Hadislerle Müslümanlık, 3/512.).
დღეს, ისლამისკენ მომწოდებლებიდან უმრავლესობა ხალხს თაუჰიდამდე ყურანს აზეპირებინებს, რაც უპირველასად შესასრულებელია იმას არ ასრულებენ.  ეს მეთოდი ალლაჰის შუამავლის მიერ (სალლლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) საჰაბეებისთვის ნასწავლი მეთოდის საწინააღმდეგოა. ამის გამოსასწორებლად მოსწავლეს ჯერ თაუჰიდი უნდა ვასწავლოთ, შემდეგ კი ყურანი.
ისლამის ისტორიაში და ალლაჰის შუამავლის ცხოვრებაში ნათლად ვხედავთ იმას, რომ შუამავალი საჰაბეს სხვა ადგილას რელიგიის გასავრცელებლად თუ გააგზავნიდა, აბარებდა რომ უპირველესად თაუჰიდი აეხსნა მათთვის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰადისი სადაც ალლაჰის შუამავალი მუაზ ბინ ჯაბალ-ს ეგვიპტეში აგზავნის: ალლაჰის შუამავალი (სალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ჰეი მუაზ! უეჭველად, შენ აჰლი ქითაბის ხალხთან მიდიხარ (ქრისტიანები და ებრაელები). პირველად რაზეც მათ მოუწოდებ ‘არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი მსახური-შუამავალია’ იყოს. ამას თუ იწამებენ შემდეგ აცნობე, რომ ალლაჰმა მათთვის დღეში ხუთჯერ ნამაზის ლოცვა ფარძად (აუცილებელი) დააწესა.“ (Buhari, Zekât, 1; Zekât, 44.).
აბდულმუ’მინ-ი ამ ჰადისის განმარტებაში ამბობს: „სიტყვებში ‘თუ ალლაჰს იწამებენ’ იგულისხმება, რომ თუ ალლაჰის სახელებსა და თვისებებს შეიცნობენ, თუ მათ საფუძველზე, ღვთისმსახურებაში ალლაჰს თანაზიარს არ დაუდგენენ, მაშინ აცნობე, რომ დღეში ხუთჯერ ნამაზის შესრულება ალლაჰის მიერ ფარძად დაწესდა. დღესდღეობით კი ნახავთ თუ როგორ მოიპატიჟებს მომწოდებილი მოსწავლეს ნამაზისკენ, მარხვისკენ და ზექათისკენ მაშინ, როცა ჯერ თაუჰიდისკენ უნდა მოიპატიჟოს და შემდეგ დანარჩენზე...“ (Şurutu La İlahe İllallah, Abdu’l-Mun’îm Mustafa Halime, გვ. 46.).
როგორც ვხედავთ, ჰადისის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი უპირველესად თაუჰიდისკენ მოწოდება და მისი შესწავლაა, დანარჩენი საკითხები კი ამის შემდეგ მოდის. თაუჰიდის (ერთღმერთიანობის) შესწავლის გარეშე, სხვა საკითხების მოსწავლეებზე გადაცემა სარგებელს არ მოიტანს, რადგან რა სარგებელი ექნება შენს მიერ შესრულებულ ღვთისმსახურებას, როცა არ იცი თაუჰიდი? (ერთღმერთიანობა). ასეთი ადამიანის გული მოკაზმული სახლის მსგავსია, რომელსაც საძირკველი არაქვს. შენ რა დონეზეც გინდა მორთე სახლი, ადრე თუ გვიან სულ მცირე გაქანების შემდეგ ჩამოინგრევა. ამის გამო, სხვა ღვთისმსახურებებამდე ჯერ თაუჰიდისკენ უნდა მოვუწოდოთ. მაშინ, როცა შენი სახლის საძირკველი თაუჰიდით იქნება გამაგრებული, რა დონეზეც გსურს იმ დონეზე შეგიძლია შეალამაზო სახლი.

ჩვენ ვთქვით, რომ „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობებიდან პირველი „ცოდნა“ იყო. თუმცა, ჩვენ „ცოდნა“-ში არ გვიგულისხმია ისეთი ცოდნა, რომელიც გულს მოძრაობაში არ მოიყვანს და რომელიც მხოლოდ თეორიულად შემოიფარგლება. ის, რაც ჩვენ „ცოდნა“-ში ვიგულისხმეთ არის: ცოდნა, რომელიც ცოდნის მფლობელს რწმენას შეჰმატებს, პიროვნებას ალლაჰის რწმენის განსადიდებლად მოქმედებაში მოიყვანს, ალლაჰის კმაყოფილებისთვის შეიყვარებს და ალლაჰის კმაყოფილებისთვის შეიძულებს. ცოდნა, რომელიც მისი მფლობელის ხასიათზე, ქმედებაზე და ცხოვრებაზე აისახება. ცოდნა, რომელიც მის მფლობელზე ამდაგვარად არ აისახება, ტვირთია, რომელიც მის მფლობელს ცოდვებს შეჰმატებს.
„62/5. იგავი იმათი, რომელთაც ეტვირთათ თევრათი, მერე არ შეითვისეს იგი, სახედრის იგავის დარია, რომელიც ზიდავს წიგნთა კრებულს.“
აქედან გამომდინარე, რელიგია ალლაჰის წიგნიდან და ალლაჰის შუამავლისგან უნდა შევისწავლოთ, რომელიც შემდგომ მოქმედებაში უნდა მოვიყვანოთ. მანამ, სანამ ამ საკითხს დავასრულებდე, მინდა მოკლედ პასუხი გავსცე შეკითხვას, რომელსაც ხშირად მეკითხებიან: პირველად, ისლამის მიღების დროს, იძულებულია თუ არა არამუსლიმი (რომელსაც წარმოდგენა არაქვს რა არის ისლამი) იცოდეს „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის  ყველა მნიშვნელობა და პირობები?
ამ კითხვის პასუხი შემდეგია: ისლამში შესვლისთვის „ქელიმეი თაუჰიდი“-ს წარმოთქმა საკმარისია. იმ დროს თაუჰიდის ყველა პირობის და მნიშვნელობის ცოდნა იძულებითი არ არის. თუმცა, რაც შეიძლება მალე უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. ქელიმეი თაუჰიდის წარმოთქმის შემდეგ შორს უნდა დადგეს ყოველგვარი ქუფრისგან და შირქისგან. ასეთ მდგომარეობაში ის უკვე მუსლიმად ითვლება. ვრცლად ამის შესახებ მოგვიანებით „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის პირობების ახსნა-განმარტების შემდეგ ვისაუბრებთ.