24 May 2018

9. სურა თაუბა აიათი 40

9/40. და თუ არ შეეწევით მას (ალლაჰის შუამავალს), ალლაჰი შეეწია უკვე, როცა გამოაძევეს იგი მათ, რომელთაც უარყვეს, იგი ორთაგან ერთ-ერთი იყო, როცა გამოქვაბულში (1) (სავრის მთაზე) იყვნენ, უთხრა თავის მეგობარს (2) (ებუ ბექირს): „ნუ სწუხხარ! უეჭველად, ალლაჰი ჩვენთანაა“. მაშინ ალლაჰმა გარდმოუვლინა სიმშვიდე და შეეწია მეომრებით (3) (ანგელოზებით), რომლებიც უჩინარნი იყვნენ თქვენთვის. ალლაჰმა ურწმუნოთა სიტყვა დაამდაბლა (4) (ურწმუნონი დაამარცხა), რამეთუ მხოლოდ ალლაჰის სიტყვაა უზენაესი. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

განმარტება:
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „თუ არ შეეწევით მას (ალლაჰის შუამავალს)” იცოდეთ, რომ „ალლაჰი უკვე შეეწია მას (მუჰამმადს)“. ანუ ალლაჰი მისი დამხმარე და დამცველია.
უზენაესი შემდეგ ბრძანებს: „როცა გამოაძევეს იგი (შუამავალი) მათ (ურწმუნოებმა)“ ჰიჯრეთის წელს „იგი ორთაგან ერთ-ერთი იყო, როცა გამოქვაბულში (1) (სავრის მთაზე) იყვნენ“. უთხრა მეორეს: „ნუ სწუხხარ! უეჭველად, ალლაჰი ჩვენთანაა.“ ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) და მისი მეგობარი, აბუ ბაქრი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მექქადან მაშინ წამოვიდნენ, როცა მუშრიქებს მათი დაჭერა და მოკვლა სურდათ. მუშრიქები უკან დაედევნენ, რის გამოც ალლაჰის შუამავალმა და აბუ ბაქრმა თავი სავრის მაღაროს შეაფარეს (სადაც სამი დღე დარჩნენ). შემდეგ კი მედინაში წასვლას აპირებდნენ. აბუ ბაქრი წუხდა იმის გამო, რომ მუშრიქებს არ შეემჩნიათ სამალავი და შუამავლისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. შუამავალმა კი, აბუ ბაქრი დაამშვიდა და უთხრა: „ჰეი აბუ ბაქრ! რას ფიქრობ იმათზე (ანუ ჩვენზე), რომლებსაც გვერდით ალლაჰი ჰყავთ?“

იმამ აჰმად ბინ ჰანბელი ანას ბინ მალიქისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: აბუ ბაქრმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მე მომიყვა: მაღაროში ყოფნის დროს ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ვუთხარი: „მათგან ერთ-ერთმა ძირს, რომ დაიხედოს, ჩვენც დაგვინახავს.“ შუამავალმა კი ბრძანა: „ჰეი აბუ ბაქრ! რას ფიქრობ მათ შესახებ (ჩვენს შესახებ), რომლებსაც ალლაჰი ჰყავთ?“1(Buhari, 3653, 3922; Müslim, 2381; Tirmizi, 3096; Ahmed b. Hanbel, 1/4;).

უზენაესი ალლაჰი შემდეგ ბრძანებს: „ალლაჰმა გარდმოუვლინა სიმშვიდე“, გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ალლაჰმა სიმშვიდე შუამავალს მოუვლინა. სხვა შეხედულების მიხედვით კი, ალლაჰმა სიმშვიდე აბუ ბაქრს მოუვლინა, რადგან ალლაჰის შუამავალს სიმშვიდე არასდროს დაუკარგავს.

„შეეწია მეომრებით (3) (ანგელოზებით), რომლებიც უჩინარნი იყვნენ თქვენთვის. ალლაჰმა ურწმუნოთა სიტყვა დაამდაბლა, რამეთუ მხოლოდ ალლაჰის სიტყვაა უზენაესი”, იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს, რომ ქააფირების სიტყვაში შირქი, ალლაჰის სიტყვაში კი ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ იგულისხმება.

ბუჰარი და მუსლიმი საჰიჰში, აბუ მუსა ალ-აშ’არი-სგან გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ჰკითხეს: „ამათგან რომელია ალლაჰის გზაზე? - გმირობისთვის მებრძოლი, სიბრაზის გამო მებრძოლი თუ ორპირობის (ანუ მებრძოლი, რომელიც ბრძოლობს იმის გამო, რომ მისი ნიფაყი (ორპირობა) დამალოს) გამო მებრძოლი?“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ალლაჰის გზაზე არის ის, ვინც ალლაჰის სიტყვის განდიდებისთვის (დამკვიდრებისთვის) ბრძოლობს.“2(Buhari, 123, 2810; Müslim, 1904; Ebu Davud, 2517; Tirmizi, 1646; Nesai, 2316; İbn Mace, 2783; Ahmed b. Hanbel, 4/392, 402, 405;).

„ალლაჰი ძლევამოსილია”, ანუ ალლაჰს ძალუძს, რომ იძიოს შური (ურწმუნოებზე) და მოუვლინოს გამარჯვება მას, ვინც მის მხარესაა. არ დარჩება წაგებული და არ იქნება დაჩაგრული ის, ვინც მას (უზენაესს) შეეკედლება.
ალლაჰი სიტყვებში და ქმედებებში „ბრძენია“