18 May 2018

ნამაზზე ყიამის (ფეხზე დგომის) დროს ხელები სად და როგორ უნდა გვეჭიროს?


პასუხი: ქება დიდება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.
ამის შესახებ უმმეთის იმამები სხვადასხვა აზრს გადმოგვცემენ. აბუ ჰანიფა-ს, სავრი-ს და ისჰაყი-ს მიხედვით, ხელები მუცლის ქვემოთ უნდა შეიკრას.
შააფისა და საიდ ბინ ჯუბაირის მიხედვით, ხელები მკერდზე უნდა შეიკრას. აჰმად ბინ ჰანბელი კი ზემოთ ხსენებულ ორივე შეხედულებას გადმოგვცემს.
 სწორი შეხედულება ორივე მათგანია. ზოგიერთი დალილის მიხედვით ნამაზის მლოცველს შეუძლია აირჩიოს ის, რომელიც მას სურს. ავზაი და იბნ მუნზირ-იც ამ აზრზე არიან.
მალიქი მეზჰებში ხელების შეკვრა არ შეკვრასთან დაკავშირებით: ფარზ ნამაზებში ხელების არ შეკვრა მექრუჰი, ნაფილა (ნებაყოფლობით) ნამაზებში ხელების შეკვრა მუსთაჰაბია (დასაშვებია).
მას, ვისაც ხელების შეკვრასთან დაკავშრებით პრობლემა არ აქვს, შაფი მეზჰების მსგავსად ხელებს მკერდზე შეიკრავს. [İbn Kudame, Muğni: 1/549; el-Baci, el-Munteka: 2/287; İbn Rüşd, el-Bidaye: 1/112;]
დალილი, რომელიც ხელების მკერდზე შეკვრას ეხება: „ვაილ ბინ ჰუჯრ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავლის (სალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ერთად ნამაზი შევასრულე. მარჯვენა ხელით მარცხენა ხელი შეკრა და მკერდზე დაიდო.“ (ჰადისი ჰასენია, İbn Huzeyme:463; Beyhaki, Sünen: 2132, Marifetu’s-Sünen:747)
ჰულბუ’თ-თაი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „მაშინ, როცა ალლაჰის შუამავალი ნამაზს ასრულებდა დავინახე, რომ ჯერ მარჯვენა მხარეს მისცა სალამი, შემდეგ კი მარცხენა მხარეს და ამ დროს ხელები მკერდზე ჰქონდა შეკრული...“ (ჰადისი ჰასენ, Ahmed 21459). თირმიზმა, აჰმედ ბინ ჰანბელმა ამ ჰადისს ჰასენი (სანდო) უწოდა.)
 თავუს-ი გადმოგვცემს:  ‘ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ნამაზის დროს მარჯვენა ხელით მარცხენა ხელს შეკრავდა და მკერდზე დაიწყობდა.“ (ჰადისი ჰასენ, Ebu Davud, 759). ალიმებმა ეს ჰადისი ჰასენად აღიარეს.
დალილი, რომელიც ხელების მუცლის ქვემოთ შეკვრას ეხება: „აბუ ჯუჰაიფა გადმოგვცემს: ალი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მარჯვენა ხელს ნამაზის დროს მარცხენა ხელზე დადებით მუცლის ქვემოთ იკრავდა.“ (სუსტი ჰადისი, Ebu Davud, 756)
ჰადისის სისუსტის მიზეზები: ეს ჰადისი აბუ დავუდ-ის იბნი არაბი-ს კრებულიდან სხვა კრებულში არ მოიძებნება. გადმომცემი კი აბდურრაჰმან იბნ ისჰაყ ალ-ქუფი ალ-ვასითი არის, რომელზეც აბუ დავუდმა თქვა, რომ აჰმედ იბნ ჰანბელის მიხედვით ეს პიროვნება „სუსტია“.
აბუ ტალიბმა, აჰმედ იბნ ჰანბელიდან გადმოცემით ამ ჰადისს სუსტი უწოდა. ად-დური, იბნი მაინ-დენ გადმოგვცემს, რომ ეს ჰადისი სუსტია. იბნ სად, იაყუბ იბნ სუფიან, აბუ დავუდ, ნესა და იბნ ჰიბბანი ამ ჰადისისს სუსტად თვლიან. ბუჰარი ჰადისის შესახებ ამბობს: „ეს ჰადისი საეჭვოა.“ აბუ ჰათიმ-მა თქვა, რომ ჰადისი სუსტია და მისით ამელი არ შეიძლება (მოქმედება არ შეიძლება).

აბუ დავუდი გადმოგვცემს: „აბუ ჰურაირას ნამაზის დროს ხელების მდგომარეობაზე ვკითხეთ, მისი პასუხი კი შემდეგი იყო: ‘ერთი ხელის მეორეზე დადებით ან შეკვრით მუცლის ქვემოთ დაჭერაა.“ (სუსტი ჰადისი, Ebu Davud, 758)
აბუ დავუდმა ეს ჰადისი სუსტად ჩათვალა, რადგან ამ ჰადისის გადმომცემი ზემოთ ხსენებული აბდურრაჰმან იბნ ისჰაყ ალ-ქუფი ალ-ვასითი არის.
იბნ ჯერირ-ი, თავისი მშობლისგან გადმოგვცემს: „მე დავინახე, რომ ალი-მ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ნამაზის დროს მარჯვენა ხელით მარცხენა ხელი შეკრა და მუცელზე დაიდო.“ (სუსტი ჰადისი, Ebu Davud, 757). აბუ დავუდ-მა ეს ჰადისი სუსტად მიიჩნია, ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს: აბუ ჰათიმ-ი ამბობს, რომ იბნ ჰაჯერ-ის და ზეჰები-ს მიერ მითითებული რავი (ჰადისის გადმომცემი) „აბუ ბედრ“-ი არასანდო პიროვნებაა. ასევე თვლის, რომ ჰადისსში არსებული სიტყვა „فَوْقَ السُّرَّةِ (მუცელზე) დამატებულია. რავი-მ (გადმომცემმა) ეს დანამატი მხოლოდ და მხოლოდ აბუ თალუთ-ისგან გადმოსცა. ბუჰარი შეიჰებიდან მუსლიმ ბინ იბრაჰიმ-ის გადმოცემაში ეს წინადადება არ არის. ასევე ეს არ არის იბნ ჰაჯერი-ს „Fethu’l-Bari” ნაწარმოებშიც. [İbn Hacer, Fethu’l-Bari: 2/224.]
მალიქი ალიმებიდან იბნ ჰაბიბ-ს ნამაზის დროს ხელების მდგომარეობაზე ჰკითხეს, მისი პასუხი კი შემდეგი იყო: „ამის შესახებ ცნობილი ადგილი (მდგომარეობა) არ არის. ჰანბელი ალიმებიდან ყუდამა ამობს: „იმამ აჰმედ-ის სხვა გადმოცემებში ნათქვამია, რომ ამ ორი მდგომარეობიდან ერთ-ერთის არჩევა დასაშვებია, რადგან ორივე მდგომარეობის შესახებ არის ინფორმაცია, ამის შესახებ დიდი სივრცეა (ფართო ინფორმაცია).“ ჰანეფი ალიმებიდან იბნ ჰუმამ-მა თქვა: „ნამაზის დროს ხელების მდგომარეობაზე მტკიცე და ერთი აზრის ჰადისი არ ყოფილა.“ [Baci, el-Munteka: 2/287; Seyyid Sabık, Fıkhu’s-Sunne: 1/145; İbn Kudame, Muğni: 1/549]
აქედან გამომდინარე, ხელები ვისაც სურს მკერდზე, ვისაც სურს მუცელზე დაიწყოს.
ჩვენი არჩევანი არის ის, რომ ხელები უნდა იყოს მკერდზე, რადგან ამის შესახება საჰიჰი (სანდო) ჰადისებია. ნამაზის დროს მარჯვენა ხელით მარცხენა ხელს შევკრავთ ან ზემოდან დავადებთ. ორივე მათგანი სუნნეთია.
აქვე მინდა მუსლიმ ძმებსა და დებს რჩევა მივსცე. მსგავსი ფართო საკითხის შესახებ არასოდეს (ცოდნის გარეშე) არ იკამათოთ და მუსლიმის უფლებები ფეხქვეშ არ გათელოთ. პიროვნებამ როგორც არ უნდა დაიჭიროს ხელი (ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობედიდან) მისი ნამაზი საჰიჰია ანუ თუ უნდა ხელებს მუცელზე დაიწყობს თუ უნდა მკერდზე, ნამაზი დასაშვებია. რომელსაც უფრო საჰიჰად (სანდოდ) მიიჩნევს ისე გააკეთოს. დაუშვებელია ამ თემის გამო ადამიანის ითიყადზე (რწმენაზე) კამათი. არავის არ აქვს უფლება ამ საკითხის გამო სხვა გააკრიტიკოს, რადგან როგორც ზემოთ ვახსენეთ სხვადასხვა რივაიეთი (გადმოცემები) არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ალლაჰმა გამოასწოროს ჩვენი მდგომარეობა. ამინ! წარმატების მომცემი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია.
Abdullâh Saîd el-Müderris