25 May 2018

7. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - თავჰიდის ნაწილები

თავჰიდის ნაწილები

ისლამის სწავლულების მიხედვით თავჰიდი (ერთღმერთიანობა) სამი ნაწილისგან შესდგება. ესენია: 

1.  რუბუბიეთ თავჰიდი

რუბუბიეთ თავჰიდი კარგად, რომ გავიგოთ საჭიროა ვიცოდეთ ალლაჰის თვისებები, როგორიცაა: შექმნა, საზრდოს მიცემა, სულის ართმევა, გაცოცხლება, კანონის გამოცემა და ა.შ. ამ თვისებების ალლაჰზე მინიჭება, რუბუბიეთ თავჰიდია. სხვანაირად რომ ვთქვათ, რუბუბიეთ თავჰიდი არის „ალლაჰის ერთობა, თავისი თვისებებით“.

ალლაჰს, როგორც „რაბბ“-ს ეს თვისებები ახლავს თან. ალლაჰი ყურანის ზოგიერთ აიათში ბრძანებს: „25. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწაო? უთუოდ, გიპასუხებენ: „ალლაჰმაო“. უთხარი: „დიდება ალლაჰს!“ მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყის.“ (სურა ლუყმან).
31. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან (1) (წვიმას) და მიწიდან (2) (მცენარეულს)? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს? (3) (სამყაროთა შორის) მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?“ (სურა იუნუს).

მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. როდესაც ვამბობთ, რომ „მუშრიქები ალლაჰის რუბუბიეთს აღიარებდნენ“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ალლაჰის ყველა რუბუბიეთს აღიარებდნენ. მაგალითად, „დაკანონება/კანონის გამოცემა“ ალლაჰის ერთ-ერთი თვისებაა, მაგრამ მექქელი მუშრიქები ამას არ აღიარებდნენ. 

სურა თავბას 31-ე აიათში ალლაჰი ბრძანებს: „31. მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები (1) (რაბინები) და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ (2) (თორასა და სახარებაში) თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დიდება მას! შორსაა მისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!“. ამ აიათში ნათლად ჩანს, რომ ებრაელები და ქრისტიანები სწავლულებს „რაბბ“-ად აღიარებდნენ. და როგორ  აღიარებდნენ სწავლულებს „რაბბ“-ად? პასუხს ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) გვცემს. ადიი იბნი ჰათიმი გვიამბობს: „კისერზე ოქროს ჯვრით შუამავალთან მივედი. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მე: „ჰეი ადიი! ეს კერპი კისრიდან მოიხსენი და გადააგდე!“, თან ყურანიდან თავბა სურის 31-ე აიათი წაიკითხა. ამის შემდეგ მე ვუთხარი, რომ „კი მაგრამ, ისინი სწავლულებს და მღვდლებს არ ეთაყვანებიან“. ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) პასუხად: „ისინი (სწავლულები, მღვდლები) ნებადართულს აკრძალულად თვლიან, აკრძალულს კი ნებადართულად, ხოლო ხალხი მათ ემორჩილება. აი, ეს არის მათი მსახურება ბერებისა და სწავლულების მიმართ.“ 
ზემოთ მოცემული აიათი და ჰადისი განმარტავს შემდეგს: ბერებმა და სწავლულებმა ალლაჰის მიერ ნებადართული აკრძალულად, ხოლო ალლაჰის მიერ აკრძალული ნებადართულად გამოაცხადეს. ხალხი კი ამ საქმეში მათ მიჰყვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ალლაჰის რუბუბიეთ თვისება, ამ შემთხვევაში „დაკანონება/კანონის გამოცემა“, მიანიჭეს ბერებსა და სწავლულებს, რაც ალლაჰზე თანაზიარის დადგენას ნიშნავს, ეს კი ‘შირქია’/ურწმუნოებაა. ამას აიათის ბოლო ნაწილიც ამოწმებს: „დიდება მას! შორსაა მისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!“.
აქედან გამომდინარე: გინდ ჩვენი დროის ხალხი, გინდ ძველი დროის ხალხი, ალლაჰის ზოგიერთ თვისებას თუ აღიარებს და ზოგიერთს არა (ამ შემთხვევაში „დაკანონების/კანონის გამოცემის“ თვისებას) ნიშნავს, რომ ისინი კანონის გამოცემაში ალლაჰს თანაზიარს უდგენენ, რითაც მუშრიქებად გადაიქცევიან.


2.  ულუჰიეთ თავჰიდი

ულუჰიეთ თავჰიდი კარგად, რომ გავიგოთ ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ, რომ ადამიანს გააჩნია მოქმედებები, რომლებიც ღვთისმსახურებად ითვლება. 

როგორიცაა დუა (ვედრება), დახმარების თხოვნა, სეჯდე (ქედის მოხრა), შიში, იმედი და ა.შ. პიროვნება ზემოთ მოხსენიებულ ქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს თუ მიაკუთვნებს (თუ მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისკენ თუ მიმართავს), მაშინ ულუჰიეთ თავჰიდით ალლაჰის ერთობას დაადასტურებს. უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ ულუჰიეთ თავჰიდი არის „ადამიანის კუთვნილი მოქმედებებით ალლაჰის ერთობის დადასტურება.“ მაშიც, როცა ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილ ღვთისმსახურებებს ალლაჰის გარდა სხვას მიუძღვნის, შირქში ჩავარდება და ისლამის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდება. 

ჩვენ დროს მცხოვრები ხალხი ულუჰიეთ თავჰიდის დარღვევით შირქს ასრულებს. ისინი ალლაჰის არსებობას ამტკიცებენ, თუმცა ულუჰიეთ თავჰიდში შემავალ ქმედებებს ალლაჰის გარდა სხვას უძღვნიან, რის გამოც შირქში ვარდებიან (ურწმუნონი ხდებიან). თუ გვინდა, რომ ყოველგვარი შირქისგან დაცულები ვიყოთ, ამ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. დღეს ნათლად ვხედავთ პიროვნებებს, რომლებიც ალლაჰის გარდა სხვა რაიმეს ან ვიღაცის იმედზე არიან, ზოგიერთი მათგანი მათთვის მსხვერპლს სწირავს, ზოგიერთი კი შვილის გაჩენისთვის დუას (ვედრებას )უკეთებს, მათი ეშინიათ და ა.შ. მსგავსი მოქმედებებით ულუჰიეთ თავჰიდს არღვევენ, რაც ალლაჰზე თანაზიარის დაყენებას ნიშნავს, ეს კი ურწმუნოებაა.

მუსლიმებისთვის აკრძალულია მსგავსი ქმედებების მიმართვა ალლაჰის გარდა სხვა ვინმეზე. ღვთისმსახურების ყველანაირი ფორმა თუ სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. „ფათიჰა“ სურაში ნაბრძანებია: „4. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და მხოლოდ შენგან ვითხოვთ შეწევნას!“.  ის, ვინც ულუჰიეთ თავჰიდში ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, ნიეთი (განზრახვა) კარგი რომც ჰქონდეს, ნამაზს რომც ასრულებდეს, ჰაჯობას რომც აკეთებდეს, შირქში ჩავარდება და ისლამიდან გავა. 
უნდა ვიცოდეთ ის, რომ ულუჰიეთ თავჰიდით ალლაჰის ერთობის დადასტურება, ყოველი შუამავლის მისია იყო. ადამი-დან (‘ალეისალამ) დაწყებული ყველა შუამავალი და მუჰამმად შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის გასაგებათ ადამიანებს ისლამისკენ მოიპატიჟებდნენ, „ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა.“ (სურა აღრაფ). ეს არის ის, რასაც ალლაჰი ჩვენგან მოითხოვს.