29 May 2018

11. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ჰარამისა და ჰალალის დაწესების ფორმები

ჰარამისა და ჰალალის დაწესების ფორმები

რაღაცის ჰარამად-ჰალალად, ნებადართულად ან აკრძალულად დაწესების სამი ფორმა არსებობს: 

1)  გულით: შესაძლებელია მაშინ, როცა ალლაჰის მიერ აკრძალულს (ქურდობა, კაცის კვლა, ღვინის დალევა, მრუშობა, პროცენტი და ა.შ), გულით ნებადართულად ჩათვლი. ამის მსგავსია ალლაჰის მიერ ნებადართულის, გულით აკრძალულად ჩათვლაც. ორივე შემთხვევა ისლამიდან გამყვანია, რაც ურწმუნოებას ნიშნავს.
2)  ენით: შესაძლებელია მაშინ, როცა ზემოთ მოხსენიებულს სიტყვით წარმოთქვამ.
3)  მოქმედებით: რაც ნიშნავს, რომ ალლაჰის მიერ აკრძალული შენი მოქმედებით დასაშვებად ჩათვალო. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქვეყნის მმართველები. შეიძლება მათ გულში მართლაც არ სწამდეთ ის, რომ დასალევი, მრუშობა, პროცენტი ჰალალია, თუმცა მათი ქმედებები სხვაზე მიუთითებს. ისეთ კანონებს გამოსცემენ, რომელიც ალლაჰის მიერ აკრძალულს ნებადართულად ხდის. ეს მდგომარეობა ისეთ პიკზეა მიღწეული, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც არ მრუშობს, სხვა „თანამედროვე“ ახალგაზრდებთან შედარებით „უტვინო“ ან „ჩამორჩენილია“. ახლა კი ვიხილოთ დალილი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოქმედების საშუალებით ალლაჰის მიერ აკრძალულის, ნებადართულად ჩათვლა, ან ალლაჰის მიერ ნებადართულის, აკრძალულად ჩათვლა. ბერა იბნი აზიბ-ი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „გზაში ბიძაჩემი შემხვდა. ხელში დროშა ეჭირა. ვკითხე თუ საით მიდიოდა. მითხრა, რომ შუამავალმა იმ ადამიანის თავის მოსაჭრელად და მისი ქონების მისაკუთრებლად გაგზავნა, რომელმაც თავისი მამის ცოლი (დედინაცვალი) ცოლად შეირთო.“  (Abu Davud, 4457; Tirmizi, 1326;). აჰმედ ბინ ჰანბელი ამბობს, რომ: „იმ ადამიანისთვის არაფერი უკითხავთ, არც გასაუბრებიათ.“ (ანუ ისე მოკვეთეს თავი.). 

ეს ჰადისი ჩვენი თემის განსამარტად ძალიან მნიშვნელოვანია. იმ კაცმა ჰარამი ჩაიდინა. და რატომ იქნა მოკლული? ჰარამის შემსრულებელი სიკვდილით ისჯება? პასუხის გასარკვევად ამ ჰადისის ახსნა-განმარტებაა საჭირო. 

ისლამის სწავლულების მიხედვით, ამ კაცმა დედინაცვალზე ქორწინება ჰალალად ჩათვალა. მაგრამ ეს სიტყვიერად არ გამოუხატავს. ანუ „მე დედაჩემზე ქორწინებას დასაშვებად ვთვლი“ არ უთქვამს. მიუხედავად ამისა, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მისი მოკვლის ბრძანება გასცა. ამის მიზეზი კი მისი მოქმედებით ჰარამის ჰალალად გამოცხადება იყო. დედინაცვალზე ქორწინების აკრძალვა ალლაჰის ერთ-ერთი კანონია: „4/22. და არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც თქვენი მამების ცოლები იყვნენ..“. მიუხედავად ბრძანებისა, ალლაჰის სიტყვა არაფრად ჩააგდო და დედინაცვალზე იქორწინა. მისი საქციელით ჰარამი ჰალალად გამოაცხადა, რის გამოც მისთვის არავის უკითხავს, რომ ეს ქორწინება ჰალალად მიიჩნია თუ არა. 

იმამ თაბერი ამბობს: „ამ ადამიანის თავის დედინაცვალზე ქორწინება, აშკარა დალილია იმისა, რომ მან ალლაჰის სიტყვა უარყო. ამის ჩამდენი თუ მუსლიმი იქნება, მურთადი გახდება. ზუსტად ამის გამო დაისაჯა სიკვდილით....  (ეს მონათხრობი გადმოცემულია აბდულაზიზ ბინ მუჰამმად-ის წიგნში, რომლის სახელია “al-Hukmu bi Ğayri ma An-zelallah”, გვ. 37.).

იმამ თაჰავი ამბობს: „ამ კაცმა დედინაცვალზე ქორწინება ჰალალად მიიჩნია, რის გამოც მურთადი (ისლამიდან განდგომილი) გახდა. ამიტომაც, ალლაჰის შუამავალმა ისეთი სასჯელით დასაჯა, როგორითაც მურთადებს სჯიდა.“  (Şerhu Me’ani’l-Asar, 5/45.).

 „შუამავლის ბრძანება (ქონების მითვისება) მიუთითებს მის მურთადობაზე.“  (Şerhu Me’ani’l-Asar, 5/47.).

როგორც ვხედავთ, არსებობს ისეთი ქმედებები, რომლის მეშვეობითაც ალლაჰის მიერ აკრძალულს, ნებადართულად, ან ალლაჰის მიერ ნებადართულს, აკრძალულად ვაცხადებთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არაა, რომ სიტყვიერად იქნას წარმოთქმული, მთავარი საქმე/მოქმედებაა. მინდა პატარა მაგალითი მოვიყვანო ამ თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, პიროვნებამ ყურანი ნაგავში რომ ჩააგდოს, აუცილებელი არ არის ამ პიროვნების მიერ სიტყვების წარმოთქმა, რომ მან ეს მოქმედება დასაშვებად ჩათვალა. მისი ქმედება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მან ყურანი არაფრად ჩათვალა და ასეთ პიროვნებას მისი მოქმედებიდან გამომდინარე ურწმუნო ეწოდება, რადგან ყურანის ნაგავში ჩაგდება ურწმუნოებაა.