25 May 2018

5. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - დაუკითხაობა/პასუხის არ გება

დაუკითხაობა/პასუხის არ გება

ულუჰიეთის (ღვთაებრიობის) ერთ-ერთი თვისება შემდეგია: გაკეთებული ან მიღებული გადაწყვეტილების/ბრძანების გამო ალლაჰი არ განიკითხება. არავის აქვს უფლება ალლაჰს პასუხი მოსთხოვოს. მაგრამ ყველა ქმნილება ალლაჰის წინაშე პასუხს აგებს. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „23. იგი (1) (ალლაჰი) არ არის პასუხისმგებელი იმისა, რასაც იქმნს. ხოლო ისინი პასუხს აგებენ!“ (სურა ანბია).

ის, ვინც ამ თვისებას საკუთარ თავს მიაწერს ქააფირი/ურწმუნო გახდება. ის, ვინც პიროვნებას ამ საკითხში მხარს დაუჭერს ქააფირი/ურწმუნო გახდება.

ზიანისა და სარგებლის მიცემა

როგორც, სხვა ეს თვისებაც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ზიანის მიყენება ან სარგებლის მიცემა, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ხელშია. ის, ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, თავის თავს ღვთაებად თვლის, რაც ურწმუნოებაა. ხოლო ისიც, ვინც ამ თვისებას სხვას მიანიჭებს, ურწმუნო გახდება. ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „107. და თუ ალლაჰი ზიანს (1) (სიღარიბეს ან ავადმყოფობას) მოგივლენს შენ, უკვე აღარ იქნება მისგან მხსნელი, გარდა მისი. და
თუ მოისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ შეაყოვნებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას, ინებებს ვისაც, თავის მსახურთაგან. და იგი შემნდობია, მწყალობელია!“ (სურა იუნუს).