18 November 2019

4. სურა ნისა აიათი 155-159 ებრაელების წყევლა

ებრაელების წყევლა

„4/155. და იმისათვის (დაწყევლილი იქმნენ) რომ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა, და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის, და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ; და იმისათვის, რომ თქვეს: ‘ჩვენი გულები დახურულიაო (არ შევისმენთ შენს სიტყვებს).’ პირიქით, ალლაჰმა დაასვა ბეჭედი მათ, თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ ეგენი, გარდა მცირედისა;
156. და მათი ურწმუნოებისათვის და იმისთვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს (დააბრალეს მრუშობა);
157. და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა.“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ, და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი,
158. არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
159. და წიგნის ხალხთაგან თითოეული იწამებს მას (‘ისას) სიკვდილამდე. და აღდგომის დღეს ის იქნება მათი მოწმე.“
განმარტება:
“და იმისათვის (დაწყევლილი იქმნენ) რომ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა, და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის, და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ; და იმისათვის, რომ თქვეს: ჩვენი გულები დახურულიაო (არ შევისმენთ შენს სიტყვებს)’” - ეს დანაშაულებები მიზეზია მათი წყევლისა და ჰიდაეთისგან (ჭეშმარიტი გზისგან) შორს ყოფნისა. ვინაიდან, მათ თავიანთი დადებული სიტყვა და კონტრაქტი დაარღვიეს, ალლაჰის აიათები ანუ შეგონებები (ნებართვები და აკრძალვები), ცხადი სამხილები და შუამავლების მიერ შესრულებული აშკარა სასწაულები უარყეს.
და იმისათვის, რომ თქვეს: ჩვენი გულები დახურულიაო’“ - იბნი აბბასი, მუჯაჰიდი, საიდ ბინ ჯუბაირი, სუდდი, ყათადა და სხვები, აიათში მოხსენებულ სიტყვა „ღულფ“-ს თარგმნიან, როგორც „საფარი, ხუფი“. ეს მსგავსია მუშრიქების შემდეგი სიტყვებისა: „41/5. და თქვეს: „ჩვენი გულები დახშულია იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ...“
და არ ირწმუნებენ ეგენი, გარდა მცირედისა“ - ანუ მათი გულები ქუფრს (ურწმუნოებას) მიჩვეულია.
და (დაწყევლილი იქმნენ) იმისთვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს“ - ალი ბინ აბუ ტალჰას გადმოცემის მიხედვით, იბნ აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ)[1] ეს აიათი შემდეგნაირად განმარტა: „ანუ დაწყევლილი არიან იმის გამო, რომ მარიამს (‘ალეისალამ)[2] მრუშობაში ბრალი დასდეს.“ სუდდიმ, ჯუვაიბირმა, მუჰამმედ ბინ ისჰაყმა და სხვა ბევრმა ამგვარად განმარტა. აიათის გარეგანი მნიშვნელობითაც იგივეა ნათქვამი. მათ მარიამს (‘ალეისალამ) და მის შვილს ცილი დასწამეს, მარიამს მრუშობა დააბრალეს და ‘ისა (‘ალეისალამ) მრუშის შვილად მიიჩნიეს. უფრო მეტიც, ზოგიერთი ამბობდა, რომ მარიამმა (‘ალეისალამ) ციკლის (მენსტრუაციის) დროს იმრუშა. ალლაჰის უწყვეტი წყევლა ყიამეთის (აღდგომის) დღემდე მათზე (მარიამზე და მის შვილზე ცილის დამწამებლებზე) იყოს (ამინ).

აჰლი ქითაბის[3]  განცხადება: „’ისა (იესო) მოკვდა.“

და (დაწყევლილი იქმნენ) მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა.“ - ანუ აცხადებდნენ, რომ „ის ადამიანი მოვკალით ვინც საკუთარ თავს შუამავალს უწოდებდა“-ო. ამ სიტყვებით ებრაელები იესოს (‘ისას) დასცინოდნენ და მის დამცირებას ცდილობდნენ. ეს სიტყვები მსგავსია იმ მუშრიქების (მრავალღმერთიანების) სიტყვებისა, რომლებიც შუამავალ მუჰამმედს (ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას) უთხრეს: „15/6. და უთხრეს (1) (მექქას ურწმუნოებმა, მუჰამმედ შუამავალს): ,,ჰეი შენ, რომელსაც ზეგარდმოგევლინა შეგონება (2) (ყურანი)! უეჭველად, შეშლილი ხარ!“ ალლაჰმა იესო (‘ისა) ცხადი არგუმენტებით ჭეშმარიტი გზის გზამკვლევად როდესაც გამოგზავნა, მას თან სხვადასხვა სასწაულების შესრულების უნარიც მიანიჭა, რის გამოც ებრაელებს მისი შურდათ. იესოს სასწაულებიდან ზოგიერთია: ‘ისა (მშვიდობა მას) დაბადებიდანვე ბრმა და კანის დაავადების მქონე ადამიანებს კურნავდა. ასევე, მკვდრებს აცოცხლებდა. რათქმაუნდა ყველაფერი ეს ალლაჰის ნება-სურვილის საფუძველზე ხდებოდა. ტალახისგან ჩიტის ფორმას ძერწავდა, შემდგომ კი შეუბერებდა და ალლაჰის ნებით მფრინავ და ცოცხალ ჩიტად გადაიქცეოდა. ალლაჰის მიერ მასზე ბოძებული სხვა სასწაულებიც არსებობს. მიუხედავად ამისა, ებრაელებმა იგი ცრუდ შერაცხეს, მის წინააღმდეგ წავიდნენ და ყველა ფორმის ტანჯვა-წამება მიაყენეს. ამგვარად, ‘ისა (იესო) მათთან ერთად ერთ ქალაქში ვერ დარჩა. მის დედასთან, მარიამთან (მშვიდობა მას) ერთად ხშირად მოგზაურობაში იყო. ებრაელები ამით ვერ დაკმაყოფილდნენ და შამის (სირიის) იმ პერიოდის მეფე იესოს წინააღმდეგ განაწყვეს. მეფე ვარსკვლავებზე თაყვანისმცემელი იყო, რის გამოც ამ გზის მიმდევრებს ბერძნებს ეძახდნენ. ებრაელებმა მეფეს შემდეგი სახის შეტყობინება გაუგზავნეს: „იერუსალიმში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ადამიანებს გონებას ურევს და მეფის წინააღმდეგ განაწყობს.“ ამის გამო გაბრაზებულმა მეფემ იერუსალიმის იმ დროინდელ გუბერნატორს უბრძანა: „ზემოაღნიშნული ადამიანი ჯვარზე გააკარი და თავში ეკალი ჩაარჭე. ამგვარად ადამიანები მისი ბოროტებისგან დაიცავი.“ გუბერნატორმა ბრძანება როგორც კი მიიღო მოქმედება დაიწყო. რამოდენიმე ებრაელთან ერთად იმ ადგილას წავიდა, სადაც იესო იმყოფებოდა. პარასკევი დღის სამხრობის დროს და შაბათი დღის საღამოს იესო და მისი 12 ან 13 მეგობარი (ნათქვამია ის, რომ 17-იც იყვნენ) ალყაში მოაქციეს. ‘ისამ (იესომ) მოსალოდნელი საფრთხე, როდესაც იგრძნო იქვე მყოფ მეგობრებს მიმართა: „ვის სურს სამოთხეში ჯილდოდ ჩემი მეგობრობის სანაცვლოდ ჩემი სახე მიიღოს (ჩემს ფორმაში შევიდეს)?“ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ეს შემოთავაზება მიიღო, თუმცა იესომ ის ძალიან ახალგაზრდად მიიჩნია და კითხვა ორ-სამჯერ ისევ გაიმეორა. ყოველ კითხვას ეს ახალგაზრდა პასუხობდა, რის გამოც ‘ისამ (მშვიდობა მას) უთხრა: „კარგი. ეს შენ იქნები.“ ამ ახალგაზრდამ ისეთივე ფორმა მიიღო (ალლაჰის ნებით), როგორიც იესო იყო. სახლის ჭერში ფანჯარა გაიხსნა. იესო მძინარის ფორმაში შევიდა და ცაში ამაღლდა ისევე, როგორც უზენაესმა ალლაჰმა ყურანში ბრძანა: „3/55. მაშინ ალლაჰმა უთხრა: „ჰე, ღისა! მე მოგაკვდინებ შენ და ჩემთან აგამაღლებ, გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან...“ ცად ამაღლების შემდეგ, ‘ისას (მშვიდობა მას) მეგობრები გარეთ გავიდნენ. ურწმუნო ებრაელებმა ახალგაზრდა ბიჭი როდესაც დაინახეს, იესო ეგონათ და დაიჭირეს, რის შემდეგაც იმავე საღამოს ჯვარზე გააკრეს და თავზე ეკალი დაადეს. ყოველივე ამის შემდეგ, ებრაელებმა იესოს სიკვდილი აღნიშნეს და ამით ხარობდნენ. უვიცობის გამო ზოგიერთმა ქრისტიანულმა ჯგუფმა იესოს სიკვდილი დაიჯერა. იესოს სიკვდილი მხოლოდ მათ არ დაიჯერეს, რომლებიც ცად ამაღლებამდე მასთან ერთად იმყოფებოდნენ, რადგან ცად ამაღლების მოწმე თვითონვე იყვნენ. სხვა დანარჩენმა კი ურწმუნო ებრაელების მსგავსად იესოს სიკვდილი დაიჯერეს. უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ ჯვარზე გაკრული იესოს მისი დედა მარიამი დასტიროდა.
„და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ“ - ანუ იხილეს ‘ისას (იესოს) მსგავსი და ეგონეს იესო. ყოველივე ამის გამო უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი.“ ვინც იესოს სიკვდილი დაიჯერა ებრაელები და ქრისტიანები იყვნენ. თითოეული მათგანი ამ საკითხის მიმართ ეჭვებში და გზააბნეულობაში ჩავარდნენ, რის გამოც ალლაჰი გადაწყვეტით ამბობს: „და არ მოუკლავთ იგი.“ ანუ მათ არ მოუკლავთ იმ რწმენით, რომ ის იესო იყო. მისი მოკვლის დროსაც კი ეჭვებში იყვნენ.
„არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ - ადგილი, სადაც იესოა, მყარი და უსაფრთხოა. ვინც ალლაჰის „კარებს“ შეაღებს ის სრულ უსაფრთხოებაში იქნება.
„რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ ­- მის გაჩენილის მიმართ დადგენილ ბედისწერაში სრულიად ბრძენია. უსასრულო სიბრძნე, ჭეშმარიტი არგუმენტი და უკვდავება ალლაჰისაა.
იბნ აბუ ჰათიმი, საიდ ბინ ჯუბაირისგან იბნი აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) სიტყვებს გადმოგვცემს: „ალლაჰმა ‘ისას (‘ალეისალამ) ცად ამაღლება როდესაც მოისურვა, იესო მის მეგობრებთან თავზე წყლის დასხმით მივიდა და თქვა: ‘თქვენგან ერთ-ერთმა ჩემი რწმუნების შემდეგ 12-ჯერ უარმყო.’ შემდეგ კი, იკითხა: ‘თქვენგან ვის სურს, რომ ჩემი ფორმა/შეხედულება მიიღოს და იქნას მოკლული, რის საფუძველზეც სამოთხეში ჩემთან ერთად იქნება?’ ასაკით ყველაზე პატარამ სურვილი გამოხატა. იესომ მას უთხრა, რომ დამჯდარიყო. კითხვა გაიმეორა, რის შემდეგაც იგივე ახალგაზრდა წამოდგა. იესომ ისევ დაჯდომა უბრძანა. კითხვა მესამედ გაიმეორა და პასუხი ისევ ახალგაზრდამ გასცა. მაშინ იესომ თქვა: ‘ეს შენ იქნები.’ ახალგაზრდას იესოს ფორმა მიეცა და იესო სახლის ფანჯრიდან ცად ამაღლდა. ებრაელები მოვიდნენ და იესოს ფორმაში შესული ახალგაზრდა მოკლეს, შემდეგ კი ჯვარს გააკრეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი რწმუნების შემდეგ 12-ჯერ ქააფირი გახდა. ქრისტიანები ამ ამბის შემდეგ სამად გაიყვნენ. ერთ-ერთმა ჯგუფმა თქვა: ‘ალლაჰი ჩვენთან იყო და ცად ამაღლდა’, ეს ჯგუფი იაყუბის მიმდევრები იყვნენ. მეორე ჯგუფმა თქვა: ‘ალლაჰის შვილი ჩვენთან იყო და ცად ამაღლდა’, ესენი ნესტორიანელები იყვნენ. მესამე ჯგუფმა თქვა: ‘ალლაჰის მსახური და შუამავალი განსაზღვრული დროით ჩვენთან იყო, შემდეგ კი ალლაჰმა ის თავისთან აამაღლა.’ ესენი მუსლიმანები (იმ დროის სწორი მორწმუნენი) იყვნენ. პირველმა ორმა ურწმუნო ჯგუფმა გაერთიანებული ძალებით მესამე ჯგუფის მორწმუნენი მოკლეს. ამგვარად ისლამის შუქი შუამავალ მუჰამმედის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოსვლამდე ჩამქრალი იყო.“ იბნი აბბასის ეს გადმოცემა სახიხია. იგივეს გადმოგვცემს ნესაიც.
„და წიგნის ხალხთაგან თითოეული იწამებს მას (‘ისას) სიკვდილამდე“ - თაბერი ამბობს: ყურანის განმმარტებლებმა ამ აიათის შესახებ სხვადასხვა აზრი გამოთქვეს. „და წიგნის ხალხთაგან თითოეული სიკვდილამდე...“ - ანუ ‘ისას (იესოს) სიკვდილამდე „მას“ ანუ იესოს „იწამებს“. დეჯჯალის მოსაკლავად ჩამოსვლისას აჰლი ქითაბიდან (ქრისტიანები და იუდეველები) ყველა მას ირწმუნებს. ამგვარად, ყოველი რელიგია ერთ რელიგიაში ანუ იბრაჰიმის (აბრაამის) (‘ალეისალამ) რელიგიაში მოექცევა. ყოველივე ეს აიათის ამგვარ განმარტების სისწორეს აძლიერებს. ახლა კი, ჩამოვთვალოთ ისინი, ვინც აიათის ამგვარ განმარტებას იზიარებს: საიდ ბინ ჯუბაირის გადმოცემის მიხედვით, იბნ აბბასი (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამბობს: „და წიგნის ხალხთაგან თითოეული სიკვდილამდე...“ ანუ იესოს (‘ალეისალამ) გარდაცვალებამდე „მას იწამებენ.“
აბუ მალიქი ამ აიათის შესახებ ამბობს: „მარიამის შვილი იესო დედამიწაზე როდესაც ჩამოვა, აჰლი ქითაბიდან თითოეული მას იწამებს.“
დაჰჰაყი, იბნი აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „ამ აიათში ნაგულისხმევი მხოლოდ იუდეველები არიან.“
ჰასან-ი ბასრის მიხედვით კი, აქ ნაგულისხმევი „ნეჯაში და მისი ხალხია.“ ბოლო ორ შეხედულებას იბნ აბი ჰათიმი გადმოსცემს.
თაბერი, ჰასან-ი ბასრისგან გადმოსცემს: „ანუ იესოს გარდაცვალებამდე მას იწამებენ. ვფიცავ ალლაჰს, რომ იესო ცოცხალია და ის ახლა ალლაჰთან იმყოფება. დედამიწაზე ჩამოსვლის დროს კი მას ყველა იწამებს.“
თაბერი ამბობს: ზოგიერთი სწავლული აიათში მოხსენებულ სიტყვაში „სიკვდილამდე“, აჰლი ქითაბის ხალხს (იუდეველებსა და ქრისტიანებს) მოიაზრებს. ამ აზრის არგუმენტად კი ამბობენ იმას, რომ მათგან თითოეული სიკვდილის დროს ჭეშმარიტებას სიცრუისგან გაარჩევს, რადგან სული მანამ არ დატოვებს სხეულს, სანამ ჭეშმარიტებას და სიცრუეს არ გაიგებს. ჩვენამდე მოღწეული ამბავის მიხედვით, ალი ბინ აბუ ტალჰა, იბნ აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ამ აიათის შესახებ გადმოგვცემს: „არცერთი იუდეველი არ მოკვდება მანამ, სანამ იესოს არ იწამებს.“
მუჯაჰიდის მიერ ნათქვამი სიტყვები შემდეგნაირად გვიამბეს: „აჰლი ქითაბის ყოველი წევრი სიკვდილამდე იესოს იწამებს.“
იბნი აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „იუდეველს ან ქრისტიანს თავი რომც მოკვეთონ, მანამ არ მოკვდება, სანამ იესოს არ იწამებს.“
იქრიმეს გადმოცემის მიხედვით, იბნ აბბასმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „იარაღით რომც იყოს მოკლული, არცერთი იუდეველი არ მოკვდება მანამ, სანამ არ იწამებს, რომ იესო ალლაჰის მსახური და შუამავალია.“
აბდურრაზზაყი აიათის შესახებ ჰასან-ი ბასრის სიტყვებს გადმოსცემს: „იუდეველებიდან არცერთი არ მოკვდება მანამ, სანამ იესოს არ იწამებს.“
იმამ თაბერი ამბობს: ზოგიერთმა კი ეს აიათი შემდეგნაირად განმარტა: „უეჭველად აჰლი ქითაბის ყოველი წევრი გარდაცვალებამდე მუჰამმედ შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) იწამებს.“
ჰუმეიდისგან ჩვენამდე მოღწეული ამბის მიხედვით, იქრიმე იბნი აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „იუდეველები და ქრისტიანები მანამ არ მოკვდებიან, სანამ მუჰამმედს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არ იწამებენ.“
თაბერი ბოლოს ამბობს: „პირველი შეხედულება სისწორესთან უფრო ახლოს არის ანუ იესო დედამიწაზე როდესაც ჩამოვა, იუდეველები და ქრისტიანები მის (იესოს) სიკვდილამდე მას (იესოს) იწამებენ.“ უეჭველად იმამ თაბერის ეს შეხედულება ჭეშმარიტია, რადგან როგორც აიათების წყობა გვიჩვენებს, მთავარი მიზანია იესოს სიკვდილისა და ჯვარზე გაკვრის სიცრუის გამოაშკარავება, რაც იუდეველებმა გამოაცხადეს და ქრისტიანებმა დაეთანხმნენ. ამგვარად, უზენაესი ალლაჰი აცხადებს, რომ არ არის ჭეშმარიტება და სიმართლე ის, რასაც ისინი აცხადებენ იესოს შესახებ. მაშინ როცა იესოს ნაცვლად მის ფორმაში შესული ადამიანი მოკლეს, რომელიც იესო ეგონათ, ალლაჰმა იესო თავისთან აამაღლა. ამგვარად, იგი (იესო) ცოცხალია და ყიამეთამდე (წარღვნამდე) ის დედამიწაზე ჩამოვა. როგორც ჰადისებშია მოცემული, იესო დედამიწაზე ჩამოსვლის შემდეგ დეჯჯალს (ანტიქრისტეს) მოკლავს, ჯვარს დაამტვრევს, ღორს მოკლავს და ჯიზიას[4] გააუქმებს ანუ სხვა რელიგიის მიმდევართაგან ჯიზიას აღარ მიიღებს და მათ ორი არჩევანის წინაშე დააყენებს: ისლამი ან ხმალი. ამ აიათში ნახსენებია ის, რომ აჰლი ქითაბიდან ყოველივე იესოს იწამებს ანუ ყოველი იუდეველი და ქრისტიანი ჭეშმარიტებას დაეთანხმება და იწამებს (იმას, რომ იესო არ მოუკლავთ და ჯვარზე არ გაუკრავთ).
„და აღდგომის დღეს ის იქნება მათი მოწმე“ - ანუ დედამიწაზე ჩამოსვლის შემდეგ იესო მათ ნამოქმედარს დაამოწმებს. ეს აიათი შესაბამისობაში მოდის იმ განმმარტებლების სიტყვებთან, რომლებიც აიათის შესახებ ამბობენ: „იუდეველები და ქრისტიანები მანამ არ მოკვდებიან, სანამ იესოს (მშვიდობა მას) და მუჰამმედს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) არ იწამებენ.“ რადგან სიკვდილის პირას მყოფი ჭეშმარიტებას იხილავს და იწამებს მას. თუმცა, სიკვდილის ანგელოზის დანახვის შემდეგ თუ იწამებს, მაშინ ეს რწმუნება მისთვის სასარგებლო აღარ იქნება. ვინაიდან, უზენაესი ალლაჰი ამ სურას დასაწყისში ბრძანებს: „4/18. და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, სანამ მათ სიკვდილი არ მიადგება კარზე. იტყვიან: სწორედ ახლა მოვინანიე!... და რომელნიც აღესრულებიან ურწმუნოდ, სწორედ მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი.“ ანუ მაშინ, როდესაც სასჯელს იხილავენ იტყვიან: „ვიწამეთ ალლაჰი და უარვყავით ყველაფერი, რაც მას თანაზიარად დავუყენეთ.“ თუმცა, სასჯელის დანახვის შემდეგ მონანიება მათ სარგებელს აღარ მოუტანს. აი ეს ალლაჰის ურყევი კანონია.
„40/84. შემდეგ როცა იხილეს ჩვენი საშინელი სასჯელი, თქვეს: „ვიწამეთ ალლაჰი და მისი ერთადერთობა და უარვყავით იგი, რასაც ზიარვუქმნიდით მას!“
ეს უკანასკნელი იმამ თაბერის მიერ მოყვანილი არგუმენტის სისუსტეზე მიუთითებს. იმამ თაბერის განცხადების მიხედვით, უსარგებლო დროს მიღებული რწმენით პიროვნება მუსლიმანი გახდება. ეს შეხედულება კი კარგი არ არის. ყველაზე უკეთ ალლაჰმა უწყის.


[1] ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი.
[2] სალამი მას.
[3] ებრაელები და ქრისტიანები. ისინი, ვისაც ღვთიური წიგნი ებოძათ.
[4] უსაფრთხოების გარანტიის გადასახადი, რომელსაც იხდის არამუსლიმი.