24 November 2019

მე-5 ნაწილი: მურჯიზმი

1)      მურჯიტების მიხედვით ქუფრი მხოლოდ გულით სრულდება

როგორც წინა აბზაცებში ვახსენეთ, მურჯიტების აზრით ქუფრი მხოლოდ გულით უარყოფით სრულდება. მათი შეხედულების მიხედვით ამელი (ქმედება) იმანის (რწმენის) ნაწილი არ არის, რის გამოც ნებისმიერი ქუფრი ქმედება ადამიანს რწმენიდან არ გაიყვანს მანამ, სანამ ქუფრს გულით არ იწამებს. მაგალითად, ადამიანმა ალლაჰი და მისი შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) რომ გალანძღოს, ყურანი რომ შეურაცხყოს, კერპს თაყვანი რომ სცეს, ალლაჰის შარიათის ნაცვლად საკუთარი კანონები რომ გამოსცეს, არამუსლიმების კუთვნილი წმინდა სიმბოლოები რომ ატაროს, მუსლიმანების წინააღმდეგ რომ წავიდეს, ისლამის განადგურებაში ურწმუნოებს ხელი რომ შეუწყოს, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, ქუფრის ჯართან ერთად მუსლიმანების წინააღმდეგ რომ გაილაშქროს და ა.შ, ანუ სხვადასხვა ქუფრი რომც განახორციელოს, მორწმუნედ დარჩება მანამ, სანამ გულით ალლაჰის სწამს. მათი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი ქუფრის შემსრულებელი აბუ ბაქრის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მსგავსად მორწმუნეა!

ამგვარმა რწმენამ ისლამური სამყარო უამრავ შეცდომაში ჩააგდო. პირველ ადგილს იკავებს მმართველების, რომელთაც ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვთ, „შემოსევა“ მუსლიმანებზე. იგივე დონის საშიშროებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამგვარი მმართველები ალლაჰის სახელის ცუდი მიზნით გამოყენებით ხალხს შეაყვარეს და მათზე მორჩილება მოუწოდეს, მათ ნამდვილ სახეს კი ხალხისგან ფარავენ. საზოგადოება მურჯიტების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს, რადგან მისგან თავი დაიცვას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მურჯიზმის ზეგავლენის ქვეშ უამრავი ხალხია. დღესდღეობით საზოგადოების რომელიმე წევრი ქუფრს თუ ჩაიდენს და მას ეტყვიან, რომ ის ამგავრად რწმენიდან გადის, გასაცემი პასუხი უკვე მზად აქვს: „შენ ჩემს გულს შეხედე!“

ამგვარი აყიდის ცრუ შეხედულებების შედეგად ხალხი ქუფრი სიტყვისა და ქმედების მიმართ უგულისყუროა. ამ უბედურებისგან ალლაჰმა დაგვიფაროს (ამინ).