20 January 2019

14. თაქფირის გაკეთება ვისი უფლებამოსილებაა?


დღესდღეობით გაუგებარ საკითხებს შორის ერთ-ერთი თაქფირის გამკეთებლის უფლებამოსილებაა. ადამიანები ცოდნით თუ უცოდინრობით, დაუფიქრებლად თუ დაფიქრებულად ალლაჰის ჰუქმების შესახებ იმ დონეზე საუბრობენ, რა დონეზე საუბარი ალიმებსაც კი, უძნელდებოდათ. ეს ერთგვარი ავადმყოფობაა, რომელიც გარს შემოგვხვევია. უზენაეს ალლაჰს ამგვარი ავადმყოფობისგან განკურნებას ვთხოვთ.

საკითხის ახსნა-განმარტებამდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხოთ: ტაღუთის უარმყოფელ მუსლიმანზე, ისეთი საკითხის გამო თაქფირის გამოტანა, რომლის შესახებაც არგუმენტები უდავო/აშკარა არ არის, მართლაც დიდი და რთული საქმეა. ასეთ დროს, თაქფირის გამკეთებელი, თაქფირის პირობებისა და დამაბრკოლებლების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე თაქფირს თუ გამოიტანს, ალლაჰის წინაშე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ერთღმერთიანი მუვაჰიდების მიმართ თაქფირის გამოტანას მაქსიმალურად უნდა ვუფრთხილდეთ (მანამ, სანამ ქუფრის შესახებ არგუმენტები მზესავით ნათელი არ გახდება). ამ შეხსენების შემდეგ, თემის ახსნა-განმარტებას შევუდგეთ.
მორწმუნის მიმართ, რომელმაც შირქი, ტაღუთი და ქუფრი უარყო, ქააფირობის ჰუქმის გამოტანა ისეთი პიროვნების უფლებამოსილებაა, რომელიც თაქფირის წესების, პირობებისა და დამაბრკოლებლების შესახებ ინფორმაციას ფლობს. ისლამურ მიწაზე თაქფირის გაკეთების უფლება სწავლულის ხელშია, თუმცა მიღებული ჰუქმი არ განხორციელდება, რადგან ჰუქმის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ ყადის უფლებამოსილებაა. ანუ სწავლულმა ან რომელიმე პიროვნებამ ისლამურ მიწაზე კონკრეტული პიროვნების შესახებ მურთადის ჰუქმი რომ გასცეს, ეს ჰუქმი აღსრულებული არ იქნება, რადგან ჰუქმისა და სასჯელის აღსრულება ყადის (მოსამართლის) ხელშია. ამის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია.
რომელიმე მუსლიმანზე თაქფირის გამოტანის უფლება, ამ ორი კატეგორიის გარდა, სხვას არ აქვს.
ფაჰდ აბდულლაჰი ამბობს: „რომელიმე აზრზე, შემთხვევაზე ან პიროვნებაზე ქააფირობის ჰუქმის მინიჭება მხოლოდ და მხოლოდ შარიათის მცოდნე ალიმების საქმეა. ის, ვინც ცოდნის ამგვარ დონეზე არ არის, მისთვის თაქფირის გაკეთება ჰარამია. ესენი ორ ჯგუფად იყოფიან: მოსწავლეები და ჩვეულებრივი ხალხი.“[1]
ფაჰდ აბდულლაჰი წიგნის მომდევნო გვერდებზე ამბობს: „თაქფირის საკითხი სერიოზული და საყურადღებოა, რის გამოც ამ ჰუქმის გაცემაზე უფლებამოსილნი სწავლულები და მოსამართლეები არიან. ზოგიერთების შეცდომა უმმეთის ალიმებზე უკითხავად თაქფირის გაკეთებაა. თაქფირის ჰუქმის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ სწავლულებს შეუძლიათ. მოსწავლე რა დონის ცოდნასაც არ უნდა ფლობდეს, მანამ, სანამ უფლებამოსილი სწავლული არ გახდება, პიროვნულ (მუ’აიენ) თაქფირს ვერ გააკეთებს, რადგან გამოსაკვლევი და ვარაუდის შემცველი საკითხებიც არსებობს, რომლებსაც ძლიერად განსწავლულების გარდა, სხვა ვერ გაითვალისწინებს.“[2]
შამის დიდი ‘ალიმი მუსტაფა საიდ ალ ჰინნი ამბობს: „პიროვნული/კონკრეტული (მუ’აიენ) თაქფირის გაკეთების დროს სიფრთხილე ყველაზე სასარგებლო რამაა. რომელიმე პიროვნების ან საზოგადოების შესახებ თაქფირის გამოტანის საუკეთესო მეთოდი არის ის, რომ ეს საქმე განსწავლულს და საკითხის დეტალებით მცოდნეს გადავცეთ. ჩვეულებრივი ხალხის მიერ გამოტანილ ჰუქმებზე დაყრდნობით თაქფირის საკითხებში ჩარევის აკრძალვაც საუკეთესო გზაა (ანუ ჩვეულებრივი ხალხის მიერ გამოტანილ ჰუქმებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ). უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „17/36. არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება![3]

აქედან გამომდინარე, რომელიმე მუსლიმანზე ქააფირობის ჰუქმის გამომტანი სწავლული ან ყადი (მოსამართლე) უნდა იყოს, რადგან მუსლიმის მიერ შესრულებული ქმედება შეიძლება ვარაუდს შეიცავდეს, რის გამოც მურთადის ჰუქმს ვერ გავცემთ.
საყურადღებოა შემდეგი საკითხი: როგორც ცნობილია, ისლამის სწავლულებმა ქუფრის შესახებ საკითხები ორ ნაწილად ჩამოაყალიბეს: საკითხები, რომლებიც ყველას მიერ ცნობილი-გასაგებია (ზაახირ) და საკითხები, რომლებიც მხოლოდ სწავლულებისთვისაა გასაგები და ცნობილი (ხაფი).

1)   ‘ზაახირი’ საკითხები, რომელიც ყველას მიერ გასაგებია

ქუფრის ისეთი საკითხებია, რომლებიც ყველას მიერ ადვილად გასაგებია. მაგალითად: ალლაჰისა და მისი შუამავლის გალანძღვა, ისლამის დაცინვა და ა.შ. ასეთ საკითხში სწავლული ან მოსამართლე აუცილებელი არ არის. რომელიმე მუსლიმანი იქრაჰის გარეშე, ზემოთ მოხსენებულ რომელიმე ქმედებას თუ შეასრულებს, სწავლული იქნება თუ ჯაჰილი, მისგას თაქფირს მიიღებს. მაგალითად, მუსლიმანმა ალლაჰი, რომ გალანძღოს, მაშინ ამის მოწმე და გამგონი ვინც იქნება, ყველა თაქფირს გამოიტანს. ასეთ დროს სწავლულის პირობა არ მოიძებნება. სწავლული მოიძებნება მაშინ, როდესაც საკითხი ‘ხაფია’, რომელზეც მეორე კატეგორიაში ვისაუბრებთ.

2)   ‘ხაფი საკითხები,’ რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სწავლულებისთვისაა გასაგები

ხაფი საკითხებში იგულისხმება: საკითხები, რომლებსაც ქუფრის შესახებ უდავო დალილები არ გააჩნიათ ან საკითხი, რომელსაც დალილი მოეძებნება, თუმცა სავარაუდოა (ან მრავალმნიშვნელოვანია) ის, რომ ეს დალილი ნამდვილად ქუფრზე მიუთითებს თუ არა. ასეთ დროს სწავლულისა და მოსამართლის (ყადის) გარდა, სხვას სიტყვის თქმის უფლება არ აქვს.
აქედან გამომდინარე, საკითხი რის შესახებაც მუსლიმებს ვაფრთხილებთ, ზემოთაა მოცემული ანუ მუსლიმანებმა ‘ხაფი’ საკითხებში თაქფირისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ... ამ საკითხში სიტყვის თქმის უფლება მხოლოდ და მხოლოდ საკითხის სიღრმისეულად მცოდნე სწავლულებს აქვთ. ფაჰდ აბდულლაჰი ამბობს: „პიროვნებაზე თაქფირის გაკეთება მხოლოდ სწავლულების საქმეა. თუმცა, ეს ასე არ არის, როდესაც საქმე ალლაჰისა და მისი შუამავლის გალანძღვას ეხება და ასევე მაშინ, როცა ისლამის საწინააღმდეგო განცხადებები გვხვდება, სადაც უდავო/აშკარა ქუფრია.“[4]

დასკვნა: მუსლიმებს ვარაუდის შემცველ საკითხებში ერთმანეთისთვის თაქფირის გამოტანის უფლება არ აქვთ. ასეთ დროს, სიტყვა მხოლოდ და მხოლოდ საკითხის დეტალურად მცოდნე სწავლულს ეკუთვნის. ჯაჰილებისთვის სიჩუმე, როგორც ამქვეყნად, ასევე იმქვეყნადაც სასარგებლოა.

რაც შეეხება საკითხებს, რომლის ქუფრიც მზესავით ნათელია: ასეთ შემთხვევაში, ყველამ ერთიდაიგივე მოქმედების სახე უნდა გამოააშკარავოს და ისეთი საკითხების მიმართ იხთილაფში არ უნდა ჩავარდნენ, სადაც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა თაქფირი გამოიტანეს ან რომელიმე ქმედება ქუფრად გამოაცხადეს. ასეთ დროს ალიმობა ან ყადობა სავალდებულო პირობა არ არის.
მუსლიმებმა ისეთ საკითხებში ერთმანეთს თაქფირი არ უნდა გამოუტანონ, სადაც ქუფრის შესახებ არგუმენტები უდავო/აშკარა არ არის, რადგან ასეთ დროს საკითხის შესახებ სრული და საკმარისი არგუმენტები არ გააჩნიათ. ასევე, ამის უფლებაც არ აქვთ. თუმცა, მათ შორის ცოდნის მფლობელი, არგუმენტების სწორად გამომყენებელი და თაქფირის წესების მცოდნე თუ არის, მაშინ მდგომარეობა სხვაა. ასეთი ადამიანი იჯთიჰადზე დაყრდნობით, ისეთი ქმედების შემსრულებელ პიროვნებაზე თაქფირს გამოიტანს, რომელი ქმედებაც მან ქუფრად ჩათვალა. ამის პასუხს კი, ალლაჰს გასცემს. თუ სწორი იქნება ორ, ხოლო თუ შეცდება ერთ მადლს მიიღებს.

ასევე, საყურადღებოა შემდეგი საკითხი: ასეთი სიტუაციის დროს, ამ სწავლულს უფლება არ აქვს, რომ ასეთ მდგომარეობაში (მდგომარეობა, რა დროსაც არგუმენტები უდავო/აშკარა არ არის) საკუთარ აზრზე არ მყოფებს თაქფირი გამოუტანოს, რადგან მისი მოსაზრება იჯთიჰადზეა დაფუძნებული. იჯთიჰადზე დაფუძნებულ საკითხებში კი, ურთიერთსაპირისპირო თაქფირი არ შეიძლება.
ალლაჰმა უკეთესად იცის.


[1] ათ-თაქფირ; ჰუქმუჰუ დავააბიტუჰუ ალ ღულუვვუ ფიყჰი, გვ: 40; მოსწავლეში იგულისხმება ისეთი მოსწავლე, რომელიც მუსლიმანი სწავლულისგან ცოდნას იღებს და მის შესაბამისად მოქმედებს
[2] იგივე ნაწარმოები, გვ: 103, 104
[3] ალ აყიდეთ’ულ ისლამიიე ერყაანუჰა ჰაყაიყუჰა მუფსიდაათუჰა, გვ: 582
[4] იგივე ნაწარმოები, გვ: 160