14 January 2019

13. აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია


საკითხის ახსნა-განმარტებამდე „აჰლი ყიბლე“-ს მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. აჰლი ყიბლეს მნიშვნელობა შემდეგია: „ყიბლის მიმართულებით ნამაზის მლოცველნი.“ რომელიმე პიროვნება აჰლი ყიბლეს, რომ მივაკუთვნოთ, ქუფრისა და შირქისგან შორს მყოფი ნამაზის შემსრულებელი უნდა იყოს. პიროვნება ქუფრთან და შირქთან ერთად ნამაზს თუ ასრულებს, მაშინ აჰლი ყიბლეს არ მიეკუთვნება. შირქთან და ქუფრთან ერთად შესრულებული ნამაზი, პოროვნებას აჰლი ყიბლეს ვერ მიაკუთვნებს.
ზოგიერთი ცოდვების გამო ისეთ პიროვნებაზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია, რომელიც ქუფრისგან და შირქისგან შორს მყოფი ნამაზის შემსრულებელია. ასევე, მათი აჰლი ყიბლედან გარიცხვაც მიუღებელია. სწავლულების სიტყვები: „აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია“ მსგავს ადამიანებს (მუსლიმებს) მოიცავს. ხოლო, პიროვნება ქუფრსა და შირქთან ერთად, ნამაზს თუ ასრულებს, მაშინ ის აჰლი ყიბლეს წევრი ვერ იქნება, რადგან ალიმებმა (ისლამის სწავლულებმა) ამ სიტყვებში ქუფრისგან და შირქისგან შორს მყოფი ნამაზის შემსრულებელი პიროვნება იგულისხმეს, რომელიც პატარა ცოდვების[1] ჩამდენია.
აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია, ვგულისხმობთ ისეთი კატეგორიის მუსლიმანებს, რომლებიც შირქისგან, ქუფრისგან შორს არიან და რწმენიდან არ გამყვან ცოდვებს ასრულებენ. ასევე, ზღვარგადასულად მივიჩნევთ მათ, რომლებსაც ასეთ პიროვნებებზე თაქფირი გამოაქვთ, რადგან რწმენიდან არ გამყვანი ცოდვების საფუძველზე თაქფირის გამკეთებელი, ხარიჯიტების ერთ-ერთი თვისების მატარებელია. როგორც ვიცით, აჰლი სუნნეთი რწმენიდან არ გამყვანი ცოდვების გამო პიროვნებას თაქფირს არ უკეთებს, რითაც ხარიჯიტებისგან განსხვავდებიან. ჩვენი, როგორც აჰლი სუნნეთის მიმდევრების აზრით, რწმენიდან არ გამსვლელი ცოდვების შემსრულებელ მუსლიმანზე თაქფირი არ კეთდება.

ქუფრთან ერთად, ნამაზის შემსრულებელი პიროვნება აჰლი ყიბლეს მიეკუთვნება?

აჰლი სუნნეთის მიხედვით, პიროვნება ქუფრს თუ შეასრულებს, რწმენიდან გავა და აჰლი ყიბლის სტატუსს დაკარგავს. მის მიერ შესრულებული ნამაზი კი, ქუფრის ჩადენისგან ვერ იხსნის. ასევე აჰლი ყიბლის სტატუსსაც ვერ შეუნარჩუნებს. ასეთ პიროვნებას ნამაზი სარგებელს არ მოუტანს მანამ, სანამ საკუთარ ქუფრს არ მოინანიებს და მას არ მიატოვებს. ამ საკითხში ალიმებს შორის სხვადასხვა აზრი არ არსებობს. აქვე, იმამ ალიიუ’ლ ყაარიის სიტყვების მოყვანა სარგებლის მომტანი იქნება. ის ნაწარმოებში, რომლის სახელია „ფიყჰუ’ლ აქბარ“, ამბობს: „იცოდე, რომ... აჰლი სუნნეთის მიხედვით, სიტყვებში „აჰლი ყიბლეზე თაქფირის გამოტანა დაუშვებელია“ ნაგულისხმევია ისეთ პიროვნებაზე თაქფირის არ გაკეთება, რომელიც ქუფრის ნიშნებს არ ატარებს.“[2]

დასკვნა: აჰლი ყიბლეს სტატუსის მატარებელ მუსლიმანს, ჩადენილი ცოდვების (რწმენიდან არ გამყვანი ცოდვების) გამო თაქფირს არ ვუკეთებთ. ასევე, ნამაზის შემსრულებელ ყოველ პიროვნებას აჰლი ყიბლეს არ მივაკუთვნებთ. აჰლი ყიბლეში ქუფრისგან და შირქისგან შორს მყოფ ნამაზის მლოცველს ვგულისხმობთ და არა ნამაზის მლოცველს, რომელიც ქუფრში და შირქშია.



[1] როგორც ვიცით ცოდვები ორი ნაწილისგან შედგება: რწმენიდან გამყვანი და რწმენიდან არ გამყვანი ცოდვები. რწმენიდან გამყვანი ცოდვების მაგალითებია: ალლაჰისა და მისი შუამავლის გალანძღვა, ისლამის კანონების არაფრად მიჩნევა, ალლაჰის კანონების შეცვლა, ქააფირების მეგობრად აყვანა და მსგავსი. რწმენიდან არ გამყვანი ცოდვებია: ალკ. სასმელი, პროცენტი, მრუშობა და მსგავსი. იმისათვის, რომ პიროვნება ქააფირი გახდეს, მან რწმენიდან არ გამყვანი ცოდვები ჰალალად უნდა მიიჩნიოს. ხოლო, რწმენიდან გამყვანი ქმედებების შემსრულებელი, შესრულებულ ქმედებას ჰალალად მიიჩნევს თუ არა, მოსაკითხი და მნიშვნელოვანი არ არის. ამ საკითხის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანია
[2] შერხუ  ქითაბი’ლ ფიყჰუ’ლ აქბარ, გვ: 258