29 June 2019

1. ნამაზის არასწორი შემსრულებლის შესახებ ჰადისი

„აბუ ჰურაირას (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მესჯიდში შევიდა, რის შემდეგაც მესჯიდში სხვა პიროვნებაც შევიდა. ჯერ ნამაზი შეასრულა, შემდეგ კი შუამავალს (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სალამი მისცა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მის სალამს უპასუხა და უთხრა: ‘უკან დაბრუნდი და ნამაზი შეასრულე, რადგან შენ ნამაზი არ შეგისრულებია.’ ის დაბრუნდა და ნამაზი იგივე ფორმით შეასრულა, რის შემდეგაც ისევ შუამავალთან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მივიდა და სალამი მისცა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) უბრძანა: ‘უკან დაბრუნდი და ნამაზი შეასრულე, რადგან შენ ნამაზი არ შეგისრულებია.’ ეს პროცესი სამჯერ განმეორდა. ბოლოს კი, ადამიანმა უთხრა: ‘ვფიცავ მას, ვინც შენ ჭეშმარიტებით გამოგგზავნა. ამის გარდა სხვა ფორმით ნამაზის შესრულება არ ვიცი. მასწავლე ის.’ ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: ‘ნამაზისთვის დადგომისას თაქბირი შეასრულე.[1] შემდეგ ყურანიდან წაიკითხე ის, რაც იცი. შემდეგ შეასრულე რუქუღი[2] მანამ, სანამ ორგანოები, სახსრები თავის ადგილს არ დაიკავებს. შემდეგ თავი წამოსწიე მანამ, სანამ ზომიერად არ დადგები. შემდეგ სეჯდე[3] შეასრულე მანამ, სანამ მთელი ორგანოები, სახსრები თავის ადგილს არ დაიკავებს. შემდეგ თავი ასწიე და გაჩერდი მანამ, სანამ მთელი ორგანოები, სახსრები თავის ადგილს არ დაიკავებს და ამ ფორმით სრული ნამაზი შეასრულე.’“[4]
მუსლიმის გადმოცემაში კი შემდეგნაირადაა: „ნამაზის შესასრულებლად როდესაც წამოდგები აბდესი[5] კარგად აიღე, შემდეგ კი ყიბლისკენ[6] მიტრიალდი და თაქბირი შეასრულე.“[7]




[1] თაქბირი არის: ალლაჰუ აქბარ (დიდება ალლაჰს).
[2] რუქუღი: ნამაზის შესრულების დროს წელში მოხრა.
[3] სეჯდე: ქედის მოხრა. სეჯდის დროს შუბლი, ცხვირი, ორივე ხელის თითები, ორივე მუხლი და ორივე ფეხის თითები მიწას უნდა ეხებოდეს.
[4] ბუხარი, 1/184.
[5] აბდესი: მცირე განბანვა და ნამაზის შესრულებისთვის ერთ-ერთი პირობაა.
[6] ყიბლე: მუსლიმებისთვის ყიბლე არის ‘ქააბა’, რომელიც ქალაქ მექქაში მდებარეობს.
[7] მუსლიმ, 1/298, ჰადისის : 397.