12 April 2023

10.0 მესამე პუნქტი - ის, ვინც მუშრიქებს ურწმუნოდ არ შერაცხავს ან მათ ურწმუნოებაში ეჭვს შეიტანს ან მათ გზას სწორ გზად მიიჩნევს, ქააფირი გახდება

 ·               ის, ვინც მუშრიქებს ურწმუნოდ არ შერაცხავს  ან მათ ურწმუნოებაში ეჭვს შეიტანს ან მათ გზას სწორ გზად მიიჩნევს, ქააფირი გახდება.

პიროვნების მიერ მუშრიქის ურწმუნოდ არ ცნობა

ამ საკითხთან დაკავშირებით აჰლი სუნნათში იჯმაა (საერთო აზრია). შეიხ ვალიდ ბინ რაშიდ ას-სუეიდან-მა თქვა: „სწავლულების საერთო აზრია იმასთან დაკავშირებით, რომ ქააფირია ის, ვინც ქააფირებსა და მუშრიქებს თაქფირს არ გაუკეთებს, მათ ქუფრში ეჭვი შეეპარება ან მათ გზას სწორ გზად მიიჩნევს.“[1]

მუშრიქის ურწმუნოდ არ ცნობა ქუფრია

მუშრიქზე თაქფირის არ შესრულება ან მათ ქუფრში ეჭვის შეტანა, ქუფრია. აქედან გამომდინარე, ქააფირი გახდება ის, ვინც ისეთი პიროვნების მიმართ თაქფირს არ შეასრულებს, რომლის ქუფრიც აშკარა და მტკიცეა. მიზეზი, რის გამოც ქააფირი გახდება შემდეგია: არ იღებს იმ ჰუქმსა და სახელს, რაც შარიათული კანონებითაა გამყარებული. ანუ, უარყოფს ყურანის, სუნნეთისა და იჯმას იმ არგუმენტებს, რომლებიც ქუფრისა და ქააფირობის შესახებ მიგვითითებს. მუსლიმთა შორის ყველაზე მცირე ცოდნის მფლობელმაც კი იცის, რომ ყურანისა და სუნნეთის მიერ გამოტანილი ჰუქმისა და წოდებული სახელის მიღება-დამოწმება იმანი, ხოლო უარყოფა ქუფრია.

ალლაჰი ყურანში ბრძანებს:

„სურა ალ-ანქებუთ 29/47... არავინ უარყოფს ჩვენს აიათებს ურწმუნოთა გარდა.“

„სურა ალ-ანქებუთ 29/68. და ვინ არის მასზე უსამართლო, ვინც თხზავდა სიცრუეებს ალლაჰზე, ანდა ცრუდ რაცხავდა ჭეშმარიტებას როცა განეცხადა? განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სამყოფელი?!

ყადი იიადმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ყადი აბუ ბაქრმა თქვა: ‘ვინც ქააფირების თაქფირის საკითხში შეყოვნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მან უარყო არგუმენტი[2] ან ეჭვი შეიტანა მასში. ხოლო, მათი (ყურანისა და სუნნეთის) ცრუდ შერაცხვა ან მათ მიმართ ეჭვი მხოლოდ ქააფირის ქმედებაა.“[3]

იმამ აბუ ჰანიფას ჰკითხეს: „რა იქნება იმ ადამიანის ჰუქმი, რომელმაც თქვა: ‘მე ქააფირს ქააფირად არ ვცნობ.’ იმამმა უპასუხა: ‘ამ ქააფირის მსგავსია.’“[4]

იმამ ბეიჰაყი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) სელემე ბინ შებიბისგან გადმოსცემს: „ვინც ქააფირს ქააფირს არ უწოდებს, ქააფირი გახდება.“[5]

აქედან გამომდინარე, ის, ვინც ყურანითა და სუნნეთით გაცხადებულ ქააფირს ან მუშრიქს თაქფირს არ გამოუტანს, იმის გამო, რომ ყურანისა და სუნნეთის უარმყოფელად ჩაითვლება, იჯმათი ქააფირი გახდება. ეს ჰუქმი მზესავით ნათელია. ამ ღვთაებრივ ჰუქმში შედიან ისინიც, რომლებსაც ქრისტიანებზე, ებრაელებზე, ტაღუთებზე და მათ მხარდამჭერებზე თაქფირი არ გამოაქვთ, მაშინ, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილთა ქუფრი არგუმენტების მიხედვით, აშკარა და ცხადია.



[1] ვალიდ ბინ რაშიდ, ალ-იჯმაუ’ლ-აყდი: 54. (374. ნაწილი)

[2] ნასს - წყარო რელიგიისა: ყურანი და სუნნეთი

[3] ყადი იიად, აშ-შიფა: 2/280-281;

[4] ფიყჰუ’ლ-ებსათ: 40;

[5] ფიყჰუ’ლ-ებსათ: 42;