05 April 2023

9.0 მეორე პუნქტი - პიროვნების მიერ ალლაჰსა და მის შორის შუამდგომლის დაყენება

 ·               ის, ვინც ალლაჰსა და მის შორის შუამავლებს (შუამდგომლებს) დაიყენებს, მათ შეევედრება, მათგან შუამდგომლობას მოითხოვს ან მათ მიენდობა, იჯმათი[1]  ქააფირი გახდება.

პიროვნების მიერ ალლაჰსა და მის შორის შუამდგომლის დაყენება

უეჭველად, პიროვნების მიერ მასსა და ალლაჰს შორის შუამდგომლის დაყენება, მათზე ვედრება, მათგან შუამდგომლობის მოთხოვნა და მათზე მინდობა ქუფრია.[2]

აჰლი სუნნეთს სწავლულთა შორის ამ საკითხისადმი იჯმაა. შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თეიმიია (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ის, ვინც ანგელოზებსა და მოციქულებს ვედრების სუბიექტად დაიყენებს, მათ მიენდობა, სარგებლის მოტანასა და ზიანის თავიდან აცილებას მათგან თუ ისურვებს... მაგ, ცოდვების მიტევება, ჰიდაეთი (ჭეშმარიტ გზაზე დაყენება), სიძნელეების გადალახვას და საჭიროებების შესრულებას მათგან თუ მოისურვებს, მუსლიმების ერთხმიანი აზრით ქააფირი გახდება.“[3]

შუამდგომლის დაყენების მნიშვნელობა

შუამდგომლის დაყენებაში იგულისხმება: მინდობა, დახმარების მოლოდინი და შუამდგომლობის მოთხოვნა ისეთი პიროვნებისგან, რომელიც სხვა პიროვნების შეხედულებით, ის ალლაჰის წინაშე ღირებული და დაფასებულია, ან რაღაცის ალლაჰსა და მის შორის დადგენა.

ამგვარი ქმედებებით სრულდება შემდეგი:

1)      უზენაესი ალლაჰის მიმსგავსება ადამიანებზე.

2)      სხვის მიმართ ისეთი რამის მოთხოვნა ხორციელდება, რომლის შესრულებაც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს შეუძლია.

3)      მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კუთვნილი თვისების სხვაზე მიკუთვნება.

4)      ვიღაცის ალლაჰის წინაშე ამაღლება და ძალაუფლების მქონედ მიჩნევა.

შუამდგომლის დაყენება არ  არის საჭირო

ალლაჰი ერთადერთი ჭეშმარიტი ბატონი და ღვთაებაა. მხოლოდ და მხოლოდ ის არის, ვისთანაც ბრუნდება ყოველი საქმე. ყოველი ქმნილების შემქმნელი, მაცხოვრებელი და მმართველი ალლაჰია. ქმნილებათა ყოველი მდგომარეობა იცის, ხედავს და ესმის. თავისი ცოდნით, ძალაუფლებით, სმენით, მმართველობით და სხვა მსგავსი ‘რუბუბიეთ’ თვისებებით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ყველას მოიცავს.

სურა ჰადიდ 57/1. ადიდებს ალლაჰს, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა და იგია ძლევამოსილი, ბრძენი.

2. მისია მეუფება ცათა და ქვეყნისა, აცოცხლებს და აკვდინებს და იგი, ჭეშმარიტად, ყოვლისშემძლეა.

3. იგია პირველი და უკანასკნელი, გარსი და არსი (ზაჰირი და ბატნი). და იგი ჭეშმარიტად, ყოვლისმცოდნეა.

4. იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერე ამაღლდა 'არშზე, იცის, რაც შედის მიწაში და რაც მისგან ამოდის, რაც გარდმოედინება ზეციდან და რაც მაღლდება მასში და იგი თქვენთანაა, სადაც უნდა იყოთ და ხედავს, რასაც აკეთებთ.

5. მას ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა და სწორედ მის წიაღ დაბრუნდებიან საქმენი.

6. ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. და იგი გულისთქმათა მცოდნეა.“

შეიხუ’ლ-ისლამ იბნ თაიმიიამ (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „უნდა ვიცოდეთ, რომ არც შუამავალს და არც წინა შუამავლებს არ უთქვამთ, რომ შევევედროთ ანგელოზებს, შუამავლებს ან მორწმუნეებს... არც ის, რომ მათგან შუამავლობა უნდა მოვითხოვოთ... არცერთ მათგანს არ უთქვამს: ‘ჰეი ანგელოზებო! ალლაჰის წინაშე მიშუამდგომლეთ, ალლაჰს სთხოვეთ, რომ დამეხმაროს, სარჩო მომცეს ან ჭეშმარიტ გზაზე დამაყენოს.’ ასევე, არცერთ მათგანს არ უთხოვია გარდაცვლილი შუამავლებისგან ან მორწმუნეებისგან: ‘ჰეი ალლაჰის შუამავალო! ჩემთვის ალლაჰს შეევედრე, ალლაჰს ჩემთვის პატიება სთხოვე, ცოდვები მაპატიოს, ჭეშმარიტ გზაზე დამაყენოს, დამეხმაროს ან ჯანმრთელობა მომცეს.’...

ისლამში ამგვარი რამ შუამავალს, რომ არ უბრძანებია აშკარა და იჯმათი ცნობილია. არც საჰაბეები მოქცეულან ასე და არც მათი მიმდევრები.

ანგელოზებზე ან გარდაცვალების შემდეგ, შუამავლებზე ან მორწმუნეებზე მსგავსი ფორმით მიმართვა არსებულ შირქთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.“[4]

ადამიანებს არ სჭირდებათ შუამდგომელი იმისთვის, რომ ალლაჰს ხმა მიაწვდინონ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლად მცოდნე, ყოვლად მხედველი და ყოვლად გამგონია. იგი ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან შორს დგას.

შუამდგომლის დაყენება შირქია

მათ, რომლებსაც ალლაჰთან დასაკავშირებლად შუამდგომლები სჭირდებათ, ჰგონიათ, რომ ალლაჰი უსუსურია და იგი ჰგავს მმართველებს, რომლებთან დაკავშირებაც შუამდგომლების გარეშე შეუძლებელია. ამგვარი ფიქრების გამო, მექქელი მუშრიქებიც ალლაჰთან დასაახლოებლად კერპებს იყენებდნენ და მათ ევედრებოდნენ. ყოველივე ამის გამო, ალლაჰმა ისინი მატყუარებად და ქააფირებად მოიხსენია. იგი ყურანში ბრძანებს:

„სურა ზუმერ 39/3. ჭეშმარიტად, ხალასი რწმენა ალლაჰისაა! ისინი კი, რომელთაც აიყვანეს მის გარდა მფარველები, (ამბობენ): არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვაახლოონ ალლაჰთან სიახლოვითო. ჭეშმარიტად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ. ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვინც მატყუარა და ქააფირია.“

შუამდგომლის დამყენებლები თავიანთი პირით აღიარებენ, რომ ალლაჰთან დაახლოების მიზნით შუამდგომლებს იდგენენ და მათ ემსახურებიან. მათ მიმართ ღვთისმსახურებას კი, ვედრებისა და დახმარების თხოვნით, მათგან შუამდგომლობის მოთხოვნითა და მინდობით ასრულებენ. უეჭველად, ჩამოთვლილი ღვთისმსახურებებიდან რომელიმეს შემსრულებელი ალლაჰის გარდა სხვის მიმართ, იჯმათი მუშრიქია. როგორც ალლაჰი ამბობს, იგი მატყუარა და ქააფირია.

„სურა ალ-ისრა 17/ 57. ისინი, რომლებიც უხმობენ (სხვას), ეძიებენ გზას თავიანთ ღმერთთან. იმედოვნებენ მის მოწყალებას და ეშინიათ მისი სასჯელისა. შენი ღმერთის სასჯელი გასაფრთხილებელია.“

ეს აიათი ზოგადია და მოიცავს ყველას და ყველაფერ მას, ვისაც ალლაჰის გარდა მიმართავენ და ევედრებიან. აიათის საშუალებით ალლაჰი გვაფრთხილებს, რომ მის გარდა სხვას არ შევევედროთ. ვინაიდან, მათ არ აქვთ არც სარგებლის მოცემის და არც ზიანის მოყენების შესაძლებლობა.

შეიხ აბდურრაჰმან ბინ ჰასენმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ალლაჰის გარდა სხვაზე რაღაცის შევედრება შირქია. ამგვარი ქმედება ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის წინააღმდეგ მოდის და თავჰიდს არღვევს. ვინაიდან, ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’- ი ამგვარ ცრუ ქმედებას, ანუ შირქს უარყოფს. ალლაჰის გარდა სხვაზე შევედრება გულისხმობს, რომ ის, ვიღაც ან რაღაც ღვთაებაა. აიათშიც ნათლადაა გამოხატული, რომ მას, ვისაც ევედრებიან, არც ზიანის და არც სარგებლის მოტანა არ შეუძლია, რადგან მთხოვნელიც უსუსურია და ის, ვისაც სთხოვენ. მდგომარეობა იგივე რჩება მაშინაც კი, თუ ვედრების სუბიექტი შუამავალი ან ანგელოზია...“[5]

სხვა აიათში ალლაჰი ბრძანებს:

„სურა აჰყაფ 46/5. და ვინ არის მასზე უფრო გზააბნეული, ვინც მოუხმობს ალლაჰის მაგივრად იმას, რომელიც ვერ შეისმენს მას აღდგომის დღემდე. და ისინი უგულისყურონი არიან მათი ვედრების მიმართ.

6. და როცა შეიკრიბება ხალხი, იქნებიან მათი მტრები და იქნებიან მათი თაყვანისცემის უარმყოფნი.“

შეიხუ’ლ ისლამ იბნ თაიმიიას (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) ჰკითხეს ადამიანის შესახებ, რომელმაც თქვა: „ჩვენსა და ალლაჰს შორის შუამავლის არ არსებობა გარდაუვალია. მის გარეშე ალლაჰს ვერ დავუკავშირდებით.“ შეიხმა ამ სიტყვების ავტორის შესახებ თქვა: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის. ეს სიტყვები სწორია, თუ გულისხმობს იმას, რომ ალლაჰის ბრძანებების ჩვენამდე მოსაღწევად შუამავალია საჭირო. ვინაიდან, ალლაჰი თავის ბრძანებებსა და აკრძალვებს შუამავლების საშუალებით გვამცნობს. თუმცა, ამ სიტყვებში თუ იგულისხმება სარგებლის მოტანისა და ზიანის თავიდან აცილებისთვის, სარჩოს ბოძებისთვის და ჭეშმარიტ გზაზე დაყენებისთვის შუამავლის (შუამდგომლის) არსებობა, მაშინ ეს დიდი შირქია და ალლაჰისთვის მსგავსი პიროვნება მუშრიქია, რადგან მათ ალლაჰის გარდა სხვა მეგობარი და შუამდგომელი დაიყენეს...“[6]

როგორც გავიგეთ, ადამიანის მიერ მასსა და ალლაჰს შორის შუამდგომლის დადგენა, მასზე მინდობა და შუამდგომლობის მოთხოვნა, ისლამიდან გამყვანი დიდი ქუფრია.[7]



[1] სწავლულთა საერთო შეხედულებით

[2] როგორც ცნობილია, შუამდგომლობა ორი სახისაა: „მუსბეთ“ (ალლაჰის ნებით მიცემული შუამდგომლობის მოთხოვნის უფლების მქონე პიროვნების მიერ შუამდგომლობის მოთხოვნა მასზე, ვისზეც ალლაჰი კმაყოფლია) და „მენფი“ (შუამდგომლობის მოთხოვნის ისეთი ფორმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ძალუძს). ჩვენ ვსაუბრობთ „მენფი“-ს შესახებ, რომელიც ქუფრია.

[3] იბნ თეიმიია, მეჯმუუ’ლ-ფეთავა: 1/124;

[4] იბნ თაიმიია, მეჯმუუ’ლ-ფათავა, 1/123;

[5] აბდურრაჰმან ბინ ჰასენ, ფეთხუ’ლ-მეჯიდ: 97;

[6] იბნ თაიმია, მეჯმუუ’ლ-ფათავა: 1/121;

[7] თვითონ ქმედება თავისი შინაარსით შირქია, თუმცა ყოველი შირქი ქუფრიცაა. ვინაიდან, შირქის შედეგი ურწმუნოებაა.