08 June 2018

ამ უმმეთში ქუფრისა და შირქის გავრცელება


ამ უმმეთში ქუფრისა და შირქის გავრცელება

ადამიანები ფიქრობენ, რომ ის აიათები, რომლებიც ქუფრისა და შირქის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, თითქოს ამ უმმეთს არ ეხება, რის გამოც ამბობენ, რომ პიროვნება ისლამში შესვლის შემდეგ ურწმუნოებაში არასდროს დაბრუნდება. მსგავსი შეხედულება ბათილია, მიუღებელია, ცრუა.

1.      თირმიზში და აბუ დავუდში ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს:
„წარღვნა არ მოხდება მანამ, სანამ ეს უმმეთი კერპებს თაყვანისცემას არ დაუწყებს და მუშრიქებს არ შეუერთდება.“[1]
ჰადისი არგუმენტია იმისა, რომ ამ უმმეთში შირქი თავს იჩენს.

2.      ჩვენი შუამავლის ჩათვლით, ყოველ შუამავალს უმმეთისთვის ისლამში ყოფნა სურდათ, რის გამოც ვედრებას შემდეგნაირად ასრულებდნენ:
„2/128. ღმერთო ჩვენო! გვქმენი ჩვენ შენდა მორჩილებად და ჩვენი შთამომავლებიდან შენდამი მორჩილი თემი...“
„2/132. და უანდერძა იბრაჰიმმა ის თავის შვილებს და იაღყუბმაც (1) (შუამავალი იაკობი): ჰეი, შვილნო ჩემო! უეჭველად, ალლაჰმა აგირჩიათ თქვენ სარწმუნოება და ისე არ მოკვდეთ, არ აღესრულოთ მუსლიმად თქვენ!“

3.      ბუჰარში და მუსლიმში აბუ ჰურაირა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოგვცემს: „შუამავლის სიკვდილის შემდეგ, აბუ ბაქრის ჰალიფობის (მმართველობის) დროს მცირე ჯგუფის გამოკლებით, უმმეთის 90 პროცენტი რწმენიდან გავიდა (ანუ მურთადები გახდნენ). ზოგიერთმა ცრუ შუამავლის ირწმუნა, ზოგმა კი ზექათის გადახდაზე უარი თქვა. საჰაბეებმა აბუ ბაქრთან ერთად რწმენიდან განდგომილებს ებრძოლეს და უმეტესი მათგანი მოკლეს, დანარჩენმა ნაწილმა კი მიიმალა.“[2]

ამ მოვლენის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანთა უმეტესი ნაწილი მრავალრიცხოვნობით ტყუვდება და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ქუფრში და შირქშია მათ მორწმუნედ მიიჩნევს. საჰაბეებმა, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობას შეადგენდნენ, რწმენიდან განდგომილების წინააღმდეგ იბრძოლეს და მათთვის რიცხობრიობა მნიშვნელოვანი სულაც არ იყო. შუამავალმა მუსამ (‘ალეისალამ) თქვა: „14/8. და უთხრა მუსამ: „რომც უარყოთ თქვენ და ყველამ, ვინცაა დედამიწაზე, უეჭველად, ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია!““

აქედან გამომდინარე, ის აზრი, რომ თითქოს პიროვნება ერთხელ მუსლიმი თუ გახდება ურწმუნოებაში არასდროს დაბრუნდება, არის ცრუ შეხედულება, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნება თავის ცხოვრებას, საკუთარ თავს ყურადღებას თუ არ მიაქცევს და თავჰიდს არ დაიცავს, დიდი ალბათობით რწმენას ისე დაკარგავს, რომ შეიძლება თვითონ ეს არც კი იცოდეს.


[1] თირმიზი, აბუ დავუდი
[2] ბუჰარი, მუსლიმ