03 June 2018

ქუფრი და შირქი, ქუფრის სახეობები


ქუფრი და შირქი


ლექსიკური მნიშვნელობა: სიტყვა ქუფრი შეფუთვას, შეხვევას, გადაფარებას ნიშნავს.
ისლამში მისი მნიშვნელობა: პიროვნების მიერ იმის უარყოფა, რაც ისლამის მიხედვით მისი მიღება სავალდებულოა ან ისეთი საქმის (სიტყვა, საქმე, დაჯერება) შესრულება, რომელიც ალლაჰის მიერ ქუფრადაა შეფასებული.
შირქი კი: ალლაჰზე ისეთ საკითხებში თანაზიარის დაყენებაა, რაც მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. მაგალითად: ალლაჰის რომელიმე სახელ-თვისების სხვა რომელიმე პიროვნებაზე მიწერა, როგორიცაა: „ესა და ეს პიროვნება ყოვლად შემქმნელია“, „ესა და ეს პიროვნება სარჩოს მბოძებელია“ და ა.შ.

ქუფრის სახეობები

1.            უარყოფის ქუფრი: პიროვნების მიერ ისეთი საკითხების უარყოფა, რომელიც რელიგიაში ცნობილი და აშკარაა. მაგალითად: აჰირეთის დღის არსებობის უარყოფა.
2.            სიამაყის ქუფრი: სიამაყის საფუძველზე პიროვნების ალლაჰის ბრძანებების წინააღმდეგ წასვლა. მაგალითად: სიამაყის გამო ეშმაკმა ალლაჰის ბრძანება არ შეასრულა და ადამს სეჯდე არ გაუკეთა. (ეს სეჯდე ალლაჰის სიდიადისთვის იყო და არა ადამის სიდიადის აღსანიშნავად.)
3.            სიჯიუტეს ქუფრი: ჯიუტობის საფუძველზე პიროვნების მიერ ჭეშმარიტების უარყოფა, მაშინ როცა იცის, რომ ეს ჭეშმარიტებაა. მაგალითად: მექქელი მუშრიქების ქუფრი. (მათ იცოდნენ, რომ მუჰამმადი შუამავლი იყო, თუმცა სიჯიუტისა და სიამაყის გამო არ აღიარეს.)
4.            მიბაძვის ქუფრი: პიროვნების მიერ წინაპრების, მამა-პაპანის წეს-ჩვეულებების ისლამზე და სუნნეთზე მაღლა დაყენება.
5.            უცოდინრობის ქუფრი: პიროვნების მიერ, მიუხედევად იმისა, რომ ამის საშუალება აქვს, ისეთი თემების შეუსწავლებლობა, რომელიც მისთვის აუცილებელია. დღევანდელი მუშრიქების მდგომარეობა ასეთია.
6.            უგულისყურობის ქუფრი: რელიგიისადმი უინტერესობა.
7.            დაცინვის ქუფრი: რელიგიის ბრძანებულებების არაფრად ჩაგდება და დაცივნა.

პიროვნების ქუფრში შესვლისთვის უარყოფა პირობა არ არის

გავრცელებული შეხედულების მიხედვით, პიროვნება ქუფრში რომ აღმოჩნდეს რაღაც მაინც უნდა უარყოს. მსგავსი შეხედულება იმანის არასწორი განმარტების საფუძველზე გაჩნდა. მსგავსი შეხედულების მომხრე პიროვნებები ამბობენ, რომ ადამიანმა რა ურწმუნოებაც არ უნდა ჩაიდინოს, მანამ არ გავა რწმენიდან, სანამ მას გულით არ დაიჯერებს (ანუ სანამ გულით არ იწამებს, რომ ესა და ეს ჰარამი საქმე ჰალალია ან ჰალალი ჰარამია). მსგავსი შეხედულება ჯაჰმიას ან მურჯიას შეხედულებაა. იმამ აჰმადმა, ჰალლალმა და სალაფების სწავლულებმა მათ თაქფირი გამოუტანეს.
არგუმენტი იმისა, რომ პიროვნება სიტყვითა და საქმით და არა მხოლოდ დაჯერებით ქუფრში შედის:
„9/74. იფიცებენ (1) (თვალთმაქცები) ალლაჰზე, რომ არაფერი გვითქვამსო! უეჭველად, წარმოთქვეს ურწმუნოების სიტყვა და შეიქმნენ ურწმუნონი მას მერე, რაც ისლამი მიიღეს.“
ზემოთ მოცემული აიათის მიხედვით, ერთი სიტყვის გამო ალლაჰმა მათ თაქფირი გამოუტანა.
9/66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ.“
ამ აიათის მიხედვით კი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები შუამავლის ერთად ჯიჰადში იყვნენ, რელიგიის დაცინვის გამო ალლაჰმა მათ თაქფირი გამოუტანა.