04 June 2018

უცოდინრობა საპატიო მიზეზია?


უცოდინრობა საპატიო მიზეზია?

ჩვენ ვთქვით, რომ პიროვნების მიერ შესრულებული ქუფრი, რომელიც ალლაჰმა გვაცნობა, ისლამიდან გამყვანია. ჩვენს საზოგადოებას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი ასრულებენ იმას, რასაც ალლაჰმა ქუფრი უწოდა. თუმცა უმეტესი მათგანი ქუფრის შემცველ ქმედებას უცოდინრობის საფუძველზე ასრულებს, რის გამოც დღესდღეობით აქტუალურ თემებს შორის უცოდინრობის საკითხიცაა. სანამ საკითხის ახსნა-განმარტებას დავიწყებდე, მანამ მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო.
უზენაესი ალლაჰი ადამიანს ყოველთვის სწავლისკენ, დაფიქრებისკენ და გაანალიზებისკენ მოუწოდებს:
„47/19. მაშ იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა.“
„83/4. ნუთუ არ ფიქრობენ ისინი, რომ ერთ დღეს უნდა აღსდგნენ.“
„36/68.. განა გონს არ მოეგებიან?“
უზენაესი ალლაჰი უცოდინრობას კიცხავს. მძვინვარედ საყვედურობს იმ ხალხს, რომელმაც ყურანს ზურგი შეაქცია:
„74/49. ამის მიუხედავად, რა ემართებათ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ?
50. თითქოს ეგენი დამფრთხალნი კანჯარნი (ვირის სახეობა)
51. გარბიან ლომისგან.“
ასევე, სხვა აიათში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „18/57. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს თავისი ღმერთის აიათები, მაშინ ზურგი აქცია და დაივიწყა ის, რაც მისმა ხელებმა წაიმძღვარეს? უეჭველად, ჩვენ საბურველი დავადეთ მაგათ გულებს, რათა ვერ გაიგონ ის (1) (ჭეშმარიტება), და სიყრუე მათ ყურებში (2) (რომ ვერ შეიმეცნონ ყურანი). და რომც მოუწოდო მათ სწორი გზისკენ, არასდროს დაადგებიან ამის შემდეგ ჭეშმარიტ გზას!“
მსგავსი არგუმენტებიდან გამომდინარე, ისლამის სწავლულებმა თქვეს, რომ ყოველი მუსლიმისთვის ალლაჰის შეცნობა და თავჰიდის (ერთღმერთიანობის) შესწავლა სავალდებულოა. ის, ვინც საშუალებას ნახავს და არ ისწავლის ან ყურადღებას არ გამოიჩენს, მათი მდგომარეობა (უცოდინრობა) საპატიო მიზეზი არ არის. საპატიო მიზეზის მქონე პიროვნება ნიშნავს იმას, რომ სწავლის სურვილის მიუხედავად ფიზიკურად ვერ შეძლო ინფორმაციის მოპოვება ან ვერ იპოვა ის, ვინც ცოდნას გადასცემდა.
ასევე, შესაძლებლობა ყურანისა და სუნნეთის არსებობას ნიშნავს. პიროვნებასთან ყურანი თუ მიღწეულია, თუმცა პიროვნება მის მიმართ ინტერესს თუ არ იჩენს და არ ცდილობს მიიღოს ცოდნა, მაშინ მსგავსი პიროვნება უცოდინარი კი არა ზურგის შემქცევი, უინტერესო და უყურადღებოა, რადგან უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„6/19.. უპასუხე: „ალლაჰია მოწმე ჩემსა და თქვენს შორის, და შთამეგონა მე ეს ყურანი, რათა შეგაგონოთ ამით თქვენ და იგინიც, რომელთაც მისწვდება (1) (რათა შეგონებული იქნას ყველა ადამიანი და ასევე ჯინებიც).“
აიათი აშკარად გვამცნობს, რომ პიროვნებასთან ყურანი თუ მიღწეულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პიროვნება უკვე გაფრთხილებულია. აქედან გამომდინარე, უცოდინრობის საკითხის განხილვა, რომ დავიწყოთ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი საზოგადოება უცოდინარი კი არა უინტერესოა, რომელმაც ისლამს ზურგი შეაქცია.
ახლა კი მცირე განმარტება: ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ პიროვნების მდგომარეობა უცოდინრობის საფუძველზე საპატიოა, ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ცუდ საქმეს (ქუფრს ან ჰარამს) თუ ჩაიდენს, მაშინ ის პასუხისმგებელი არ არის. მაგალითად: პიროვნებამ უცოდინრობის საფუძველზე ღვინო რომ დალიოს და ჩვენ თუ ვიტყვით, რომ მისი უცოდინრობა საპატიოა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ქმედება არასწორია, თუმცა ღვინის დალევისთვის არ დაისჯება. ხოლო თუ ვიტყვით, რომ უცოდინრობა საპატიო არ არის, მაშინ მისი ქმედების გამო სასჯელს მიიღებს.
უცოდინრობის საპატიო მიზეზად ყოფნა-არ ყოფნის შესახებ სამი გავრცელებული შეხედულება არსებობს:
1)       პირველი შეხედულება: „უცოდირობა ყველასთვის საპატიო მიზეზია.“
პიროვნებამ უცოდინრობის საფუძველზე რაც უნდა გააკეთოს, საპატიოა. ეს შეხედულება არასწორია. ამის არგუმენტი ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მოსვლამდე მცხოვრები მექქელი მუშრიქები არიან. ისინი ამბობდნენ, რომ იბრაჰიმის რელიგიაზე იყვნენ. შირქი არ იცოდნენ ან კერპებს ალლაჰთან დასაახლოვებლად ეთაყვანებოდნენ. სანდო წყაროებიდან ვიცით, რომ მათი მდგომარეობა ალლაჰისთვის საპატიო მიზეზი არ ყოფილა და ისინი შუამავლის მშობლებთან ერთად ჯოჯოხეთში არიან.
2)       მეორე შეხედულება: „თავჰიდის საკითხში უცოდინრობა საპატიო არ არის.“
მსგავსი შეხედულების მომხრეებს არგუმენტად შუამავლამდე მცხოვრები ხალხის მდგომარეობა მოჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც საპატიო მიზეზი არ ყოფილა. ეს შეხედულება ნაწილობრივ მართალია, მაგრამ დალილების შეკრების დროს ისლამში ახალად შესულ პიროვნებას, რომელიც ცდილობს შეისწავლოს ესა თუ ის საკითხი, თუმცა სწორი პასუხი ვერ იპოვა და ჯერ კიდევ ისლამში არ მყოფ პიროვნებას შორის განსხვავებას ვხედავთ. თირმიზში აბუ ვაყიდ ალ ლაისი (რაჰიმაჰულლაჰ) გადმოგვცემს:
„ჰუნაინის დღეს ალლაჰის შუამავალთან ერთად საბრძოლველად წავედით. იმ დროს ქუფრიდან ახალად გამოსულები ვიყავით. გზაში ყოფნის დროს შუამავალს ვუთხარით: ‘ალლაჰის შუამავალო! გაგვიკეთე ისეთი ხე (ზატუ ანვატის ხე), რომელზეც მუშრიქები იარაღს ჰკიდებენ და მასზე იმედს ამყარებენ.’ შუამავალმა ბრძანა: ‘დიდება ალლაჰს! თქვენ ჩემგან ისურვეთ ის, რაც ისრაელის შვილებმა მუსადან ისურვეს, თუმცა თქვენ უცოდინარი ხალხი ხართ.’“[1]
ჰადისის მნიშვნელობა: ისლამში ახალად შესულმა ზოგიერთმა საჰაბემ ალლაჰის შუამავლისგან (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) შირქის შესასრულებელი ხე ისურვა, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ისლამში ახალად იყვნენ შესულნი, ალლაჰის შუამავალმა მათ თაქფირი არ გამოუტანა. საიდანაც ვხვდებით, რომ ისლამში ახალად შესული და ისლამში არ მყოფი პიროვნება ერთმანეთისგან განსხვავდება.
ასე, რომ უცოდინრობის შესახებ ყველაზე მართებული მოსაზრება შემდეგია:
3)       მესამე შეხედულება: „უცოდინრობა საპატიოა მათთვის, რომლებიც ისლამში ახალად შევიდნენ ან ისლამი მიიღეს, თუმცა ყურანზე და სუნნეთზე ხელი არ მიუწვდებათ.“
თუმცა მათი მდგომარეობა საპატიო არ არის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისლამში დიდი ხანი არიან ან რომლებთანაც ყურანმა და სუნნეთმა მიაღწია და უინტერესობის გამო ცოდნას არ ღებულობენ.




[1] თირმიზი