08 June 2018

26. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ადამიანის შინაგანი და გარეგანი სამყაროს ურთიერთობა

ადამიანის შინაგანი და გარეგანი სამყაროს ურთიერთობა

ისლამში არსებობს ნიშნები და საზღვრები, რომლებიც ადამიანის მდგომარეობის განსაზღვრაში გვეხმარება. ამ ნიშნების საშუალებით შეგვიძლია ადამიანი შევაფასოდ როგორც კარგი ან ცუდი, მართალი ან არასწორი, მორწმუნე ან ურწმუნო და ა.შ. ადამიანის გარეგნული შეხედებულება (ქმედებები), მისი შინაგანი სამყაროს სარკეა. პიროვნების შინაგანი სამყარო თუ კარგია, მისი გარეგნული ანარეკლიც შესაბამისი იქნება. ასევე, პიროვნების გარეგანი სამყარო თუ ცუდია, ეს მის შინაგან სამყაროზე გავლენას მოახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგანი და გარეგანი სამყარო ერთმანეთთან მჭიდროთ არის დაკავშირებული. გარეგნულობის სიმრუდე შინაგანის სიმრუდისგან გამომდინარეობს.

 მურჯიტების მიხედვით, შინაგან და გარეგან სამყაროს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნება გარეგნულად თუ სიბილწეს ჩაიდენს, მისი ეს საქციელი შინაგან სამყაროზე (გულზე) არ იმოქმედებს, თუნდაც ეს ქმედება ქუფრი იყოს...ეს შეხედულება სუნნეთსა და ყურანს ეწინააღმდეგება. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ფრთხილად იყავით! ადამიანის სხეულში ერთი ხორცის ნაჭერია, ის თუ ჯანმრთელი იქნება, ადამიანის მთელი სხეულიც ჯანმრთელი იქნება, ხოლო ის თუ გაფუჭებული (დაავადმყოფებული) იქნება, მაშინ მთელი სხეულიც დაავადმყოფდება. ფრთხილად იყავით! ზემოთ ნახსენები ხორცის ნაჭერი გულია.“ (Buharî, İman, 52).

ეს ჰადისი შინაგანი და გარეგანი სამყაროს მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს. თუ სხეული არ არის ისეთად მომართული, როგორც ეს ალლაჰს სურს, მაშინ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგანი სამყარო (გული) გაფუჭებული-დაავადებულია. არ არიან გულით მორწმუნენი ისინი, ვინც რწმენაზე საუბრობს, თუმცა მისით არ მოქმედებს. გულის ნადებში არსებული, როგორც არ უნდა იყოს, გარეგნულად აუცილებლად გამოისახება. (er-Reddü alâ şeritati “el-Küfrü Küfran” გვ, 48. Mecmuu’l-Fetâva’დან გადმოც. იხ. 14/120 და სხვა).

დღესდღეობით აშკარად ვხედავთ იმ ხალხის მდგომარეობას, რომლებიც რწმენაზე საუბრობენ, თუმცა ისლამიდან შორს მყოფნი არიან. მათგან უმეტესი (სწორი ისლამის აყიდის არ ქონა, რომ არ ჩავთვალოთ) წესიერად ნამაზსაც კი არ ასრულებს და თუ ამის შესახებ ჰკითხავ, პასუხი ეგრევე მზად აქვთ: „გული ხომ სუფთა მაქვს!...“

მათი გულები მართლაც, რომ სუფთა ყოფილიყო, ეს მათ გარეგნობაზეც აისახებოდა. თუ ადამიანების გარეგნობაში ცუდი რამ აღმოაჩინე, მიხვდე უნდა, რომ ეს მისი ცუდი შინაგანი სამყაროსგან გამომდინარეობს. მათ არ უნდა მივსცეთ იმის უფლება, რომ მათი სიტყვებით: „გული ხომ სუფთა მაქვს!“ ჩვენზე გავლენა მოახდინონ და მოგვატყუონ.

„2/9. ცდილობენ, რომ ალლაჰი და მორწმუნენი მოატყუონ; თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ და არ აცნობიერებენ (შედეგს).“

ადამიანის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ ყოველ წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხისმგებლობა ენიჭება. 

„50/17. ისედაც, ორი ანგელოზი მარჯვნივ და მარცხნივ მის ყველა ქმედებას იწერენ.
50/18. საკმარისია მან სიტყვა წარმოთქვას და უეჭველად, მეთვალყურე მზადყოფნაშია ესწრას მას.“

იბნ-ი ქასირ-ი ამ აიათის განმარტებაში იბნ-ი აბბას-ის მიერ გადმოცემულს გადმოსცემს: „ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები (კარგი თუ ცუდი) იწერება. ასევე იწერება სიტყვები, როგორიცაა: „ვჭამე“, „დავლიე“, „წავედი“, „მოვედი“, „დავინახე“ და ა.შ.“ (Tefsiru’l Kur’ani’l Azim, ტ..4, გვ. 286).

იბნ-ი გაგრძელებაში ასე ამბობს: „სწავლულებმა იკამათეს იმასთან დაკავშირებით ანგელოზი თუ წერდა ყველაფერს. ჰასან-ი ბასრი და ქათადე ეთანხმებოდნენ იმ აზრს, რომ ანგელოზი ყველა სიტყვას წერდა. იბნ-ი აბბას-ის მიმდევრებიდან ერთ-ერთი ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ანგელოზი მხოლოდ მადლიან ან ცოდვიან სიტყვებს წერდა. აიათის გარეგნობა პირველ შეხედულებას ეთანხმება, თუმცა აიათი განზოგადედბულია...“ (Tefsiru’l Kur’ani’l Azim, ტ..4, გვ. 286).

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰი ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ადამიანი დაუფიქრებლად იტყვის ისეთ სიტყვას, რომელიც ალლაჰის კმაყოფილებას დაიმსახურებს და ალლაჰი ამ სიტყვის გამო ამ ადამიანისთვის მის კამყოფილებას დაწერს. ადამიანი დაუფიქრებლად იტყვი ისეთ სიტყვას, რომელიც ალლაჰის განრისხებას გამოიწვევს და ალლაჰი ამ სიტყვის გამო, ამ ადამიანის საწინააღდეგოდ გაბრაზებას დაწერს.“ (Tirmizi, Zühd, 10).

ამ ჰადის გადმომცემი ‘ალქამა’ ამბობს: „ამ ჰადისის მიზეზით, არც თუ ისე ცოტა სიტყვების გამოყენებაზე უარი ვთქვი.“ (Tefsiru’l-Kur’ani’l-Azim, 4/286).

დღესდღეობით, არც თუ ისე ცოტა პიროვნება, დაუფიქრებლად ისეთ სიტყვებს წარმოთქვამს, რომელიც ქუფრს შეიცავს, რაც ისლამიდან გასვლას იწვევს. ისლამის სწავლულებმა კი აღნიშნეს, რომ „იქრაჰი“-ს (ძალდატანება) გარეშე წარმოთქმული ქუფრი სიტყვა, რწმენიდან გამყვანია. 

იმამ ქურთუბი, ქადი აბუ ბაქირ იბნუ’ლ არაბი-ს სიტყებს გადმოგვცემს: „ქუფრი სიტყვების გამოყენებით ხუმრობა, ქუფრია. ამ საკითხში სწავლულებს შორის განსხვავებული აზრი არ არის.“ (el-Camiu Li Ahkami’l-Kur’an, 8/197).

იმამ ქაშმირი, “İkfaru’l Mulhidin” სახელობის ნაწარმოებში ასე ამბობს: „მოკლედ, თუგინდ ხუმრობით, თუგინდ დაცინვით ის, ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის, ურწმუნო გახდება და ამაში სწავლულთა შორის განსხვავებული აზრი არ არის. ასევე, ასეთ დროს მის განრახვაზე ყურადღება არ მიიქცევა...“ (İkfaru’l-Mulhidin, გვ. 59).

აქედან გამომდინარე, პიროვნებამ თუ წარმოსთქვა ქუფრი სიტყვა (არაქვს მნიშვნელობა დაცინვის მიზნით იქნება თუ ხუმრობის მიზნით) ისლამის გარეთ აღმოჩნდება და არავითარი მნიშვნელობა არ მიენიჭება მის სიტყვებს: „მართლა კი არ მითქვამს, ვხუმრობდი...“, „ჩემი განძრახვა ქუფრის თქმა არ იყო..“ და ა.შ. სუნნეთისა და შარიათის მიხედვით, იქრაჰის (ძალდატანება. ამ თემას მოგვიანებით განვიხილავთ) გარეშე ქუფრი სიტყვების წარმოთქმა ქუფრია. რომელ დალილებს ეყრდნობიან ის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ იქრაჰის გარეშე ქუფრი სიტყვების წარმოთქმა ქუფრი არ არის?

ჰანეფი სწავლულებიდან ერთ-ერთი ‘სადრადდინ ალ-ქონავი’ ამბობს: „პიროვნება, რომც არ სწამდეს მის მიერ წარმოთქმული სიტყვების, თუმცა თუ მისივე სურვილით (იქრაჰის გარეშე) ქუფრ სიტყვას იტყვის, ქუფრში ჩავარდება...“ (Şerhu’l-Fıkhı’l-Ekber, გვ. 241).

ჰანეფი იმამებიდან ერთ-ერთი ცნობილი იმამი ‘ალი ალ-ქარი’ ერთ-ერთ ჰანეფი წიგნებიდან ‘Mecmau’l Fetâva” სახელობის წიგნში გადმოსცემს: „პიროვნება თუ ქუფრ სიტყვას იტყვის, ქააფირი გახდება.“ (Şerhu’ş-Şifa, 2/453).

‘El-Hulasa’ სახელობის ნაწარმოებში კი ასეა გადმოცემული: „პიროვნება თუ იტყვის: ‘მე ურწმუნო ვარ‘, ქააფირი გახდება.“ (Şerhu’ş-Şifa, ტ..2, გვ. 429).

იბნ-ი ჰაჯარ ალ-ჰაისამი, ჰანეფი იმამებიდან გადმოსცემს: „ვინც ქუფრ სიტყვას იტყვის, მის მიერ ნათქვამის რომც არ სჯეროდეს, ქააფირი გახდება. ვინმე თუ მის სიტყვებზე გაიცინებს ან მის მიერ წარმოთქმული ქუფრი სიტყვების მიმართ სიმპათიას ან კმაყოფილებას გამოხატავს, ისიც ქააფირი გახდება...“ (el-İ’lam bi Kavatii’l-İslam, გვ. 40).

ჰანეფის ცნობილ ‘Mecmau’l Enhur’ სახელობის წიგნში გადმოცემულია: „ყველა სწავლულის მიხედვით ქააფირია პიროვნება, რომელმაც ქუფრი სიტყვა იქრაჰის გარეშე, თავისი სურვილით წარმოსთქვა.“ (Mecmau’l-Enhur Şerhu Multeka’l-Ebhur, გვ. 696).

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 
„9/65. და თუ მათ შეეკითხები (1) (თებუქის მოგზაურობის დროს, როცა შენს ერთად გზას ადგანან: რატომ დაგცინოდნენ შენ, ყურანს და ალლაჰს?), უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?
66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს (1) (რომელნიც გულწრფელად შესთხოვენ ალლაჰს მიტევებას, როგორც მოიქცა ჯეხშ ბინ ჰემირი), დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.“

ამ აიათის მოვლენის მიზეზი შემდეგია: 
„თაბუქ-ის ლაშქრობაში ყოფნის დროს ერთმა თქვა: ‘ჩვენ ჯერ არ გვინახავს ისეთი მშიშარა, მატყუარა და ხარბი ხალხი, როგორებიც ეს, ყურანის მკითხვენლი არიან.’ იქვე მყოფთაგან ერთ-ერთმა წამოიძახა: ‘ტყუილს ამბობ. შენ მუნაფიყი (ორპირი) ხარ. შუამავალს გადავცემ იმას, რაც აქ თქვი.’ ამ ამბავმა შუამავლის ყურამდე მიაღწია, რის შემდეგაც ეს აიათი მოევლინა.“ (Tefsiru’t-Taberi, 6/172).

აბდუ’ლ მუნ’იმ მუსტაფა ამ აიათისა და ჰადისის გადმოცემის შემდეგ ამბობს: „ეს აიათი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ თუ პიროვნება დაცინვის ან ხუმრობის მიზნით ქუფრ სიტყვებს იტყვის, ქააფირი გახდება. ამ საკითხში, სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრი არ არის...“ (Dinden Çıkaran Ameller (რწმენიდან გამყვანი ქმედებები), გვ. 155).

იმამ ჯასსას-ი „Ahkamu’l Kur’an“ სახელობის ნაწარმოებში, აიათის განმარტების დროს ამბობს: „აიათში გადმოცემულია ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ხუმრობის თუ დაცინვის მიზნით წარმოთქმული ქუფრი სიტყვა ურწმუნოებაა...ასევე ამ აიათის მიხედვით ქუფრი სიტყვის ხუმრობის მიზნით წარმომთქმელი და სერიოზული მიზნით წარმომთქმელი ერთიდაიგივეა.“ (Ahkamu’l-Kur’an, 3/207).

იბნუ’ლ ჯავზი ამბობს: „გადმოცემები მიუთითებს იმაზე, რომ ქუფრი სიტყვის ხუმრობის მიზნით წარმომთქმელი და სერიოზული მიზნით წარმომთქმელი ერთიდაიგივეა.“ (Zadu’l-Mesir, 3/465).

იმან ალუსი ამბობს: „ზოგიერთმა სწავლულმა მოიყვანა აიათი იმის დამამტკიცებლად, რომ ქუფრი სიტყვების ხუმრობით წარმოთქმა, სერიოზულობით წარმოთქმის ტოლფასია. ისედაც ამ საკითხში, სწავლულთა შორის სხვადასხვა აზრი არ არის.“ (Tefsiru Ruhi’l-Meani, 6/190).

იბნ-ი ნუჯაიმ-ი ამბობს: „ყველა სწავლულის მიხედვით ურწმუნოა ის, ვინც ქუფრ სიტყვას ხუმრობით ან სერიოზულობით იტყვის. ამ საკითხში წარმომთქმელის განძრახვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.“ (el-Bahru’r-Raik, 5/134).

ყველა ზემოთ გადმოცემულიდან გამომდინარე, აჰლი სუნნეთ-ის ალიმების მიხედვით, ქუფრი სიტყვისა და ქმედების შესრულება ქუფრის ტოლფასია, არ აქვს მნიშვნელობა პიროვნების განძრახვას და არც იმას ხუმრობით შესრულდა იგი, დაცინვით თუ სერიოზულობით. ვინც ამის წინააღმდეგს აცხადებს, ის მურჯიტების აყიდას მიეკუთვნება, რომელიც აჰლი სუნნეთის ალიმების მიხედვით უარყოფილია.