08 June 2018

27. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ისლამში ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გაიცემა

ისლამში ჰუქმი გარეგნობის მიხედვით გაიცემა

ისლამი ადამიანებზე ჰუქმის გაცემას გარეგნული (საქციელით) გვიბრძანებს. გულისა და განზრახვის მიხედვით ჰუქმის გამცემი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. ურთიერთობა სხვადასხვა ხასიათისა და ეროვნების ადამიანებთან ერთად გვიწევს. მათთან ერთად ვსხდებით, ვსაუბრობთ, ვჭამთ, ვსვამთ და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გარეგნული ნიშნებით მათი პიროვნული ხასიათის დადგენა. როგორ უნდა შევხდეთ პიროვნების გარეგნულ ნიშნებს? როგორი უნდა იყოს ჩვენი მათდამი დამოკიდებულება? ამ და მსგავს სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავიდეთ საკითხის ახსნა-განმარტებაზე.

 ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მე ადამიანების გულების ორად გაყოფა და შიგნით არსებულის დანახვა არ მბრძანებია.!“ (Müslim, 1064).

უსამე ბინ ზეიდ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის მთქმელი როცა მოკლა, ალლაჰის შუამავალმა მას ასე მიმართა: „’ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ი გულწრფელად წარმოსთქვა თუ არა, მისი გულის გაპობით და მასში ჩახედვით მიხვდი?“ (Müslim, 96).

იმამ ნავავი (რაჰიმაჰულლაჰ) ზემოთ მოყვანილი ჰადისის განმარტებაში ამბობს: „ამ ჰადისში არის ნიშანი, რომლის მიხედვითაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰუქმი გარეგნული ნიშნების მიხედვით გაიცემა, ხოლო გულში არსებული განზრახვა ალლაჰს ეკუთვნის...“ (Nevevî, Şerhu Müslim, 1/282. Daru’l-Menar გამოცემა).

ჰადისის მნიშვნელობას კი ასე განმარტავს: „ეი უსამე! შენ ვალდებული ხარ, რომ ჰუქმი გარეგნული ნიშნების (საუბარი, ქმედება) მიხედვით გასცე, ხოლო რაც შეეხება გულს, შენთვის გულში არსებულის ცოდნის გზა არ არსებობს...“ (Nevevî, Şerhu Müslim,  1/280).

იბნ-ი ჰაჯარ-ი, ქუთბის ნათქვამს გადმოსცემს: „ამ ჰადისში არის დალილი, რომლის მიხედვითაც ჰუქმი არა შინაგანი არამედ გარეგნული ნიშნებით უნდა გაიცეს.“ (Fethu’l Barî, 12/275. Daru Mısır გამოცემა).

ბუჰარის გადმოცემით, აბდულლაჰ იბნ-ი უთბა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ომარ ბინ ჰატტაბის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) სიტყვებს გადმოსცემს: „შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) დროს, ადამიანები ვაჰ’-ის მიხედვით ფასდებოდნენ. ახლა კი ვაჰ-ი შეწყდა. ამის შემდეგ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საქციელის მიხედვით შეგაფასებთ. ის, ვინც კარგს გვიჩვენებს, სანდოდ ჩაითვლება და ჩვენ დაგვიახლოვდება. მისი განზრახვის ჭეშმარიტების დამტკიცება ჩვენი საქმე არ არის. განზრახვის მიხედვით განმკითხველი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰია. ხოლო ის, ვინც ცუდს გვაჩვენებს, განზრახვა კარგი რომც ჰქონდეს, ჩვენ მას არ მივენდობით და არ დავუჯერებთ.“ (Buharî, Kitabu’ş-Şehadât, hadis no: 2641). 

დალილებიდან გამომდინარე, ჰუქმის გასაცემად (ამ ქვეყანაზე) გულში არსებული განზრახვა არ გამოიყენება. ჩვენ ადამიანს მისი ნამოქმედარის მიხედვით ჰუქმს ვანიჭებთ.
აბდუ’ლ მუნ’იმ-ი ამბობს: „ყურანიდან და სუნნეთიდან ცნობილია დალილები, რომლის მიხედვითაც (ამ ქვეყანაში) ჰუქმი გარეგნული ქმედებების (სიტყვა, საქმე) მიხედვით გაიცემა. ეს საკითხი, რწმენისა და ქუფრის საკითხებშიც იგივეა. ანუ, პიროვნება ისლამის ნიშნებს თუ გამოავლენს (სიტყვით ან საქმით), მას მუსლიმის ჰუქმი მიენიჭება, ყოველგვარი შინაგანი განზრახვის გამოკვლევის გარეშე. ასევე ის, ვინც ქმედებით ან სიტყვის ქუფრს გამოამჟღავნებს, შინაგანი განზრახვის ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ურწმუნოს ჰუქმს მივანიჭებთ. ის, ვინც (დამაბრკოლებლების აღკვეთის შემდეგ) ქუფრს გვაჩვენებს, ჩვენც მასზე თაქფირს გამოვიტანთ.“ (A’malun Tuhricu Sahibeha Mine’l-Mille, გვ. 15).