08 June 2018

28. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ჰადისის განმარტება: „ქმედებები განძრახვის მიხედვითაა“

ჰადისის განმარტება: „ქმედებები განძრახვის მიხედვითაა“

ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ქმედებები განძრახვის მიხედვითაა. ყველას აქვს რაღაც განძრახული...“ (Buhari, Kitabu’l-Vahy, 1). ყოველთვის არსებობდა ავადმყოფობა, რომლის მიხედვითაც ადამიანები მათი მიზნების მისაღწევად დალილებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ. ამ მეთოდს იყენებს ის, ვინც სჩადის ცუდს და სურს, რომ დალილების საშუალებით მისი ცუდი ქმედება გაამართლოს. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ზემოთ მოხსენებული ჰადისი აიღეს მათთვის, მისცეს ისეთი განმარტება, რაც მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა და დაიწყეს მისით მოქმედება, რამაც ადამიანები ქუფრის კეთებამდე მიიყვანა.
ჰადისის სწორად გაგებისთვის, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს „ამელი“. ისლამის სწავლულების მიხედვით ისლამში „ამელი“ სამად იყოფა:
1)  მუბაჰი ამელი,
2)  ღვთისმსახურების ამელი,
3)  ცოდვის ამელი.
უმმეთის ერთიანი აზრით ცნობილია, რომ „განძრახვა“ პირველ ორ ნაწილისთვისაა, ანუ განძრახვა შეიძლება იყოს მუბაჰი ამელისთვის და შეიძლება იყოს ღვთისმსახურების ამელისთვის. ხოლო, ბოლო ნაწილისთვის ანუ ცოდვის ამელისთვის, განძრახვა მისაღები არ არის. 

ფაჰრადდინ არ-რაზი ამბობს: „ცოდვა, განძრახვის საშუალებით ცოდვილობისგან არ უქმდება. აქედან გამომდინარე, ჯაჰილს არ ეგონოს, რომ შუამავლის სიტყვების „ქმედებები განძრახვის მიხედვითაა“ გამოყენებით, განძრახვის საშუალებით ცოდვას ცოდვილობისგან წაშლის.!“ (Tefsir-i Kebir, 3/348. Huzur გამოცემა). ახლა კი, მაგალითებით ახსნა-განმარტებას შევუდგეთ:

მაგალითად, პიროვნებამ გამოიყენა სუნამო. მან სუნამო ამაყობის ან ქალების ყურადღების მიქცევის გამო თუ გამოიყენა, მაშინ მას ეს განძრახვა ცოდვაში ჩააგდებს, ხოლო სუნამო ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სუნნეთის გამო თუ გამოიყენა, მაშინ ეს განძრახვა მას მადლს მოაპოვებინებს. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის არის ნათქვამი, რომ „ქმედებები განძრახვის მიხედვითაა.“ ანუ ასეთ დროს პიროვნებას მისი განძრახვის მიხედვით ცოდვა ან მადლი დაეწერება.

მოვიყვანოთ სხვა მაგალითი: ნამაზი არის ის, რაც ალლაჰმა ჩვენ გვიბრძანა. როგორც სხვა ღვთისმსახურებებში ასევე ნამაზშიც, განძრახვა (ნიეთი) დიდ როლს ასრულებს. ნამაზის მიღება (ალლაჰის წინაშე) დაკავშირებულია ნიათზე (განძრახვაზე) (დანარჩენი ნამაზის პირობებთან ერთად). პიროვნება ნამაზს თუ შეასრულებს იმ განძრახვით, რომ ის ალლაჰმა უბრძანა და მისი კმაყოფილების მოპოვება სურს, მაშინ ეს ნამაზი ღვთისმსახურებაში ჩაეთვლება, ხოლო ნამაზს თუ შეასრულებს იმ განძრახვით, რომ სხვამ მასზე თქვას „ნახეთ ნამაზს ლოცულობს“, ასეთ შემთხვევაში მისი ღვთისმსახურება მიღებული არ იქნება. ისლამის სხვა ღვთისმსახურებებშიც იგივე მდგომარეობაა.

ახლა კი განვმარტოთ სიტუაცია, რომელიც უმრავლესობას აინტერესებს: „ცოდვებში განძრახვის მიღება-არ მიღება“: როგორც ვიცით პროცენტი ჰარამია. მეჩეთის აშენება კი ისლამში მოწონებულ საქმედ ითვლება...ამის შემდეგ, პიროვნება თუ იტყვის, რომ მას სურს მეჩეთის აშენება, თუმცა ამისთვის ფული არ ყოფნის და მოგებული პროცენტით სურს მისი ხარჯების დაფარვა, რა მოხდება ასეთ დროს? ვფიქრობ პასუხი ყველასთვის გასაგებია. რათქმაუნდა პროცენტით მეჩეთის აშენება დაშვებული არ არის. მოდით, ყველამ ერთად ქვემოთ მოცემულ კითხვებს პასუხი გავსცეთ:

რა მოხდება თუ სხვისი ქონების მიტაცებით ღარიბებს დავეხმარებით?
რა მოხდება თუ ღარიბებზე დახმარების მიზნით ყუმარს (აზარტული თამაშები) ვითამაშებთ?
რა მოხდება თუ წარმოებულ ღვინოს დავლევთ იმის გამო, რომ ტყუილად არ იქნას გადაქცეული?

ეს და სხვა მრავალი მსგავსი შეკითხვა არსებობს. რათქმაუნდა ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იქნება. თუ ეს ასეა, მაშინ რაღა უნდა ითქვას იმის შესახებ, რომელიც ვითომდა ისლამის სასარგებლოდ შარიათის საწინააღმდეგო მეთოდებს მიმართავს, ან პარლამენტში ალლაჰის კანონების საწინააღმდეგო კანონებს გამოსცემს, ან მათზე ვინც, მკვდრებს და სხვადასხვა კერპებს სცემს თაყვანს, რა შეიძლება ითქვას ამ ყველაფერზე? დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ კითხვებზე პასუხი თქვენც კარგად იცით.

ასმ ალ-მაყდისი ამბობს: „სიბინძურე სიბინძურით არ შორდება. შარდი, შარდით არ სუფთავდება. მომწოდებლის მიზანი თუ სუფთა და ძვირფასია, ასევე ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი გზაც სუფთა და ძვირფასი უნდა იყოს.“ (Keşfu Şübühati’l-Mücadilin, გვ. 44).