30 June 2018

3.1 მმართველობა - ამომრჩეველნი


მესამე ეჭვი: შუამავლის პერიოდში ნაჯაში მუსლიმი გახდა, თუმცა ისლამის კანონით არ უხელმძღვანია. მიუხედავად ამისა, შუამავალმა მისი ჯანაზა შეასრულა.
პასუხი: ნაჯაშის ისლამის მიღების დროს მასთან არცერთი ისლამის ჰუქმი არ მიღწეულა. აბდულლაჰ ბინ მასუდმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ეთიოპიიდან დაბრუნების შემდეგ, როგორც ადრე ვასრულებდით იმგვარად შუამავალს ნამაზის დროს სალამი მივეცით. ჩვენი სალამი არ აიღო და ბრძანა: ‘ნამაზის დროს საუბარი არ შეიძლება.’“[1]
ჰადისი გვიჩვენებს, რომ დღეში შესასრულებელი ხუთი დროის ნამაზის ჰუქმები და წეს-ჩვეულებები ცუდი მდგომარეობის გამო არ იყო მიღწეული მათთან. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ადამიანმა იმოქმედოს იმით, რაც მასთან არ მიღწეულა.
ისტორიულ წყაროებში არ არის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაჯაშიმ ქვეყანა ალლაჰის კანონებით მომართა თუ არა. იმის გამოცხადება, რომ ნაჯაშიმ ქვეყანა შარიათით არ მომართა, უცოდინრობით რაიმე საკითხის შესახებ საუბარია, რაც ალლაჰის მიერ აკრძალულია.[2]

მეოთხე ეჭვი: იუსუფ შუამავალმა (‘ალეისალამ) ქააფირი ფარაონის გვერდით მინისტრობა შეასრულა.
პასუხი:
a)            რომელიმე შუამავლის შესახებ ცოდნის გარეშე საუბარი და იმის გამოცხადება, რომ მან ქუფრი ჩაიდინა, იჯმათი ქუფრია.

b)            იუსუფ შუამავალს ცილი ორჯერ დასწამეს: მეფის ცოლთან მრუშობა და ალლაჰის კანონებით უმოქმედობა.

c)            იუსუფ შუამავალი (‘ალეისალამ) შუამავლებიდან ერთ-ერთი შუამავალია. ყოველი შუამავლის მისია კი ერთია: „16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს.“
აქედან გამომდინარე, იუსუფ შუამავლის მისიაც ხალხის ალლაჰის თაყვანისცემისკენ და ტაღუთისგან შორს ყოფნისკენ მოწოდება იყო. როგორც ნისა სურას მე-60 აიათში ვხვდებით, ტაღუთის ერთ-ერთი მნიშვნელობაში შედის ის ადამიანი, რომელიც ალლაჰის მოვლენილი კანონით არ ხელმძღვანელობს. იუსუფ შუამავლის შესახებ თქვეს, რომ ტაღუთისგან შორს ყოფნის მაგივრად, ტაღუთის გვერდით დაიკავა ადგილი. აქედან გამომდინარე, პარტიის წევრებს ორი გზა აქვთ: ერთი ის, რომ ან წინამძღოლის მუსლიმობას გამოაცხადებენ და იუსუფ შუამავალზე ცილის დაწამებას გადაურჩებიან ან შირქს გააგრძელებენ და ყურანის ერთ აიათს მიიღებენ მეორეს კი უარყოფენ.

შენიშვნა: იმამ ნავავის, მუჯაჰიდისა და სხვა ალიმების მიხედვით მმართველი მუსლიმი იყო, რადგან ყურანს თუ შევხედავთ მმართველები ყოველთვის შუამავლების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. იუსუფის ფადიშაჰი კი მას კარგად ექცეოდა, უფრო მეტიც მას სტატუსი მიანიჭა, რის გამოც ამბობენ, რომ ის მუსლიმი იყო. რათქმაუნდა ეს შეხედულებები ერთ-ერთი ალბათობაა. თუმცა პარტიის წევრების გამოცხადებებზე უკეთესი ეს აზრია. დაუშვებელია იუსუფ შუამავალს რომ არ აეხსნა ფადიშაჰისთვის რელიგია, მაშინ როცა ის ციხეში ყოფნის დროს ხალხს უხსნიდა, რომ ალლაჰის გარდა სხვა მბრძანებელი და კანონმდებელი არ იყო.
„12/54. და თქვა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი, მას პირად მრჩევლად დავიდგენ!“ ხოლო, როცა დაელაპარაკა მას, თქვა: „უეჭველად, ამიერიდან ჩვენთან უმაღლესი ჩინის მფლობელი და სანდო ხარ შენ.““
ეს აიათი მანიშნებელია იმისა, რომ იუსუფ შუამავალმა მის ფადიშაჰს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა. აიათში მოცემული სიტყვა „ყალლამა“ დიდხანს საუბარს ნიშნავს.
„12/56. აი, ამგვარად დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა მას ეცხოვრა ისე, როგორც უნდოდა. მოვუვლენთ ჩვენს წყალობას, ვინებებთ ვისაც და არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელთ!“
იუსუფ შუამავალი მისი ფადიშაჰის სურვილის მიხედვით კი არა, ისე მოქმედებდა როგორც მას სურდა. ამის სხვა დალილი 76-ე აიათია:
„12/76... ვერ შეძლებდა, რომ შეაკავებინა თავის ძმა მეფის კანონიდან გამომდინარე თუ არ ინებებდა ამას ალლაჰი.“
იუსუფ შუამავალმა აქ მამამისის, იაყუბ შუამავლის შარიათით იმოქმედა.

d)            იუსუფის ამბავი ისე, რომც ყოფილიყო, როგორც პარტიის წევრები ამბობენ, საკამათია ის, რომ ჩვენამდე არსებული შარიათი ჩვენ გვიკავშირდება თუ არა. ის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ გვიკავშირდებაო, შემდეგი პირობა მოაქვთ: „მანამ, სანამ შარიათის საწინააღმდეგო არ იქნება...“


[1] ბუჰარი
[2] 17/ისრა, 36