08 June 2018

29. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ სიტყვის საწინააღმდეგო მდგომარეობები

 ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ სიტყვის საწინააღმდეგო მდგომარეობები

აქამდე რაც ავხსენით ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის მნიშვნელობას და პირობებს ეხებოდა. ახლა კი ერთ-ერთი აყიდიდან გამომდინარე „ყველაფერი მისი საწინააღმდეგოთი შეიცნობა“, ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის საწინააღმდეგო მდგომარეობების და ურწმუნოებისკენ მიმავალ ქმედებების შესახებ ვისაუბრებთ. 
ისლამმა ჯანმრთელი რწმენის, ზნეობის და სხეულის შესანარჩუნებლად აკრძალა ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოთვლილს ზიანს აყენებს. არსებობს ხუთი საფუძველი, რომლებიც გაფრთხილებას საჭიროებს: 
1)  რელიგიის უსაფრთხოება,
2)  სულის უსაფრთხოება,
3)  თაობის უსაფრთხოება,
4)  გონების (ჭკუის) უსაფრთხოება,
5)  ქონების უსაფრთხოება.

ისლამში აკრძალულია ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოთვლილ ხუთ საფუძველს ზიანს აყენებს. მაგალითად: ადამიანის მოკვლა ჰარამია, ამის მიზეზი კი მისი სულის უსაფრთხოების დარღვევაა...ზინა ჰარამია, ამის მიზეზი კი თაობის უსაფრთხოების დარღვევაა...ალკოჰოლური სასმელი ჰარამია, ამის მიზეზი კი გონება-ჭკუის უსაფრთხოების დარღვევაა...ქურდობა ჰარამია, ამის მიზეზი კი ქონების უსაფრთხოების დარღვევაა...

აგრეთვე, ისლამში აკრძალულია ისეთი ქმედებები, რომლის საშუალებით მუსლიმი ქუფრში ვარდება და ისლამის საზღვრებს გარეთ გადის. ამის მიზეზი კი რელიგიის უსაფრთხოების დარღვევაა. ზემოთ მოხსენებული ხუთი საფუძვლიდან, მხოლოდ პირველი საფუძვლის ‘რელიგიის უსაფრთხოება’-ის შესახებ ვისაუბრებთ.
არსებობს ხუთი ფაქტორი, რომლის საშუალებითაც პიროვნება რელიგიის უსაფრთხოებას არღვევს (ანუ ურწმუნო ხდება):
1)  ქუფრი,
2)  შირქი,
3)  ნიფაყი (ორპირობა),
4)  ათეისტობა (არ სწამს ალლაჰისა და აჰირეთის),
5)  მურთადობა (რწმენიდან დაბრუნება - ანუ მუსლიმობიდან ურწმუნოებაში დაბრუნება).

ახლა კი თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვმარტოდ:

ქუფრი

მნიშვნელობა: ქუფრის ლექსიკური მნიშვნელობა დამალვაა.  მიწით მარცვლის დამალვისთვის არაბულ ენაში მიწაზე მომუშავეს „Kâfir”-ი ეწოდება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
„57/20...ის წვიმას ჰგავს, გაახარა მთესველნი თავისმა მცენარემ...“
აიათის ორიგინალში მოცემულ სიტყვა “el-Küffar” (ქააფირები)-ში ‘მთესველნი’ იგულისხმება ანუ ამ შემთხვევაში სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობაა ნაგულისხმევი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა ‘დამალვა’-ა.
ისლამის ტერმინოლოგიაში მისი მნიშვნელობა კი რელიგიის საწინააღმდეგო, ალლაჰის აიათებისა და წყალობის გავრცელებაზე ხელის შეშლაა.

ქუფრის ნაწილები

 ქუფრი იყოფა ორ ნაწილად: დიდი და პატარა ქუფრი. სხვანაირად, რომ ვთქვათ ქუფრი, რომელსაც პიროვნება ისლამიდან გაჰყავს და ქუფრი, რომელსაც პიროვნება ისლამიდან არ გაჰყავს.

დიდი ქუფრი

 ქუფრის ამ სახეობას პიროვნება ისლამიდან გაჰყავს, ამავე დროს იგი სამუდამოდ ჯოჯოხეთში დარჩენის მიზეზია. ყურანსა და სუნნეთში გადმოცემული სიტყვა „ქუფრი“, ძირითადად „დიდ ქუფრს“ გულისხმობს. ისლამის სწავლულებმა დიდი ქუფრი ხუთ ნაწილად ჩამოაყალიბეს. გავნმარტოდ თითოეული მათგანი:

1)  სიცრუედ გამოცხადების ქუფრი: ქუფრის ეს სახეობა სრულდება მაშინ, როცა პიროვნება ალლაჰის სიტყვის საწინააღმდეგოს აცხადებს და ამტკიცებს. მაგალითად, უზენაესმა ალლაჰმა ყურანის საშუალებით აჰირეთის არსებობა გვაცნობა. ის, ვინც ამის საწინააღმდეგოს აცხადებს, ქუფრის ამ სახეობაში ვარდება და ისლამიდან გადის. „29/68. და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტად უსამართლო, ვინც სიცრუე შეთხზა ალლაჰზე ან ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება, როცა მოევლინა? განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სადგომი?“

2)  უარყოფისა და სიამაყის ქუფრი: ქუფრის ეს სახეობა სრულდება მაშინ, როცა პიროვნებამ იცის ჭეშმარიტების შესახებ, თუმცა სიამაყის გამო მისი აღიარება არ სურს. „2/34. და (გაიხსენე) აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე (1) (ძირს უნდა ეხებოდეს მუხლებით, შუბლით, ცხვირით, ორივე ხელითა და ფეხის ტერფებით) აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, (2) (ეშმაკის, ჯინების წინაპარი, რომელიც მაშინ ანგელოზებთან ერთად იყო) რომელმაც უარი თქვა, გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.“

3)  ეჭვის ქუფრი: ქუფრის ეს სახეობა სრულდება მაშინ, როცა პიროვნებას ალლაჰისა და მისი შუამავლის მოტანილში ეჭვი ეპარება. „18/35. შევიდა იგი თავის ბაღში, უსამართლოდ მოქცეული თავისი სულის მიმართ (1) (თავისივე ურწმუნოებით) და თქვა: „არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოისპოსო. 
36. არ მგონია დადგეს ჟამი. და თუ მიბრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უსათუოდ ვპოვებ ამაზე უკეთესს დაბრუნებისთვისო!“
37. უთხრა მას თავისმა მეგობარმა საუბრის დროს: „ნუთუ უარყე, რომელმაც გაგაჩინა შენ მიწისგან, შემდეგ წყლისგან და მერე ჩამოგაყალიბა შენ კაცად?
38. მაგრამ იგი ალლაჰი ჩემი ღმერთია. და მე არ დავუდგენ თანაზიარს ჩემს ღმერთს არავის.

4)  უგულისყურობის (არაფრად ჩაგდების) ქუფრი: ქუფრის ეს სახეობა სრულდება მაშინ, როცა პიროვნება ჭეშმარიტებას არაფრად თვლის და არ სწავლობს, ამელს საჭიროებისამებრ არ ასრულებს და არ ჰმორჩილებს მას (ჭეშმარიტებას). ქუფრის ეს სახეობა სამად იყოფა:
A)  გულით უგულებელჰყოფა,
B)  სიტყვით უგულებელჰყოფა,
C)  ქმედებებით უგულებელჰყოფა.
„46/3...ხოლო რომელთაც უარყვეს, ზურგს აქცევენ იმას, რითიც შეაგონეს.“

5)  ნიფაყის ქუფრი: ქუფრის ეს სახეობა გამოიხატება მაშინ, როცა პიროვნებას გულით არ სწამს ჭეშმარიტების, თუმცა გარეგნულად საპირისპიროს გამოხატავს (ანუ არ სწამს, თუმცა მოქმედებს ისე, რომ თითქოს სწამს). მომდევნო თავში ქუფრის ამ სახეობაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ქუფრის სახეობები მიეკუთვნება ისეთ ქუფრს, რომლის საშუალებითაც პიროვნება რწმენიდან გადის. ახლა კი გადავიდეთ ‘პატარა ქუფრი’-ს ახსნა-განმარტებაზე...

პატარა ქუფრი

ქუფრის ამ სახეობას პიროვნება ისლამიდან არ გაჰყავს. მუსლიმის სტატუსს არ აუქმებს. აჰირეთში ალლაჰის ნებით, ცოდვა ეპატიება ან დაისჯება. ალლაჰი ამ ცოდვის გამო თუ დასჯის, სამუდამოდ ჯოჯეთში არ დარჩება. ქუფრის ამ სახეობას სხვანაირად küfran-ı nimet ან küfrün dune küfür ეწოდება. ისლამისადმი ქუფრს კი küfre İslâm ეწოდება. საჭიროა მათი ერთმანეთისგან განსხვავება, რადგან არ მოხდეს სიტყვის არასწორი ინტერპრეტაცია. 

ახლა კი, შევუდგეთ პატარა ქუფრის ახსნა-განმარტებას. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ადამიანებს ორი ისეთი თვისება გააჩნია, რომლებიც მათთვის ქუფრად ითვლება. ესენია გვარეულობის მიმართ ცუდის თქმა და მკვდრის ხმამაღლა დატირება.“ (Müslim, 67).

ალლაჰის შუამავალმა მკვდრის ხმამაღლა დატირება შეაფასა ქუფრად, როგორც უკმაყოფილების გამოხატულება. ყველამ კარგად ვიცით, რომ მკვდრის ხმამაღლა დატირება ჰარამია. შესაძლებელია თუ არა გახდეს ქააფირი (ურწმუნო) ის, ვინც მკვდარს ხმამაღლა დაიტირებს? - რათქმაუნდა არა, რადგან ჰადისში მოცემული სიტყვა ‘ქუფრი’ მისი ლექსიკური მნიშვნელობით არის გადმოცემული, რაც უკმაყოფილებას გამოხატავს. მკვდრის ხმამაღლა დატირება მართლაც რომ უკმაყოფილების გამოხატვაა, რადგან გარდაცვლილის ბატონ-პატრონი ალლაჰია. ალლაჰს რამდენ ხანსაც სურს, იმდენ ხანხს აცხოვრებს და როცა სურს მაშინ აართმევს სულს. მკვდრის ხმამაღლა დატირება კი ალლაჰის წინაშე ამხედრებას, მის ნებაზე უკმაყოფილების გამოხატვას ნიშნავს.

ახლა კი, მოვიყვანოთ აიათი და ჰადისი, რომელთა შედარების საფუძველზე უკეთესად გავიგებთ თუ როდის ხდებე დიდი და პატარა ქუფრი. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 

„27/40. უთხრა, როელიც განსწავლული იყო წიგნიდან: „ თვალის დახამხამებაში აქ გაგიჩენ!“ როცა დაინახა მის წინ მდგარი ტახტრევანი, თქვა: ჩემმა ღმერთმა მოიღო ჩემზე წყალობა, მცდის მადლიერი ვიქნები თუ უმადური...“

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: 
„მუსლიმის გალანძღვა ფასიყობა, მის საწინააღმდეგოდ გალაშქვრა კი ქუფრია.“ (Müslim, 64).

„ის, ვინც ალლაჰის სახელის გარდა სხვაზე დაიფიცებს, ქააფირი გახდება.“ (Ebu Davut, 3251. Tirmizi, 1535).

„ის, ვინც მის ძმას ურწმუნოს უწოდებს, ეს სიტყვა ორიდან ერთ-ერთს დაუბრუნდება. ობიექტი თუ მართლა ურწმუნოა, მაშინ პრობლემა არ არის. ხოლო თუ არ არის, მაშინ ეს სიტყვა მის პატრონს დაუბრუნდება.“ (Müslim, Muhtasar, 60. A.Feyzi Kocaer).

ჰადისებში მოცემულ სიტყვა „ქუფრ“-ში, პატარა ქუფრი იგულისხმება.
რადგან ეს ჰადისი ვახსენე, მინდა რამოდენიმე სიტყვით განვმარტო იგი. ბოლოს მოცემული ჰადისის გამოყენებით ზოგიერთი იმის შიშით, რომ ურწმუნო არ გავხდეო, ქუფრში მყოფებს თაქფრის არ უკეთებს. ზოგიერთს კი, იმის გამო, რომ აქ მაინც პატარა ქუფრია ნახსენები, მერე რა თუ ვეტყვიო, მუვაჰიდების მიმართ თაქფირი გამოაქვს. რაში მდგომარეობს ჰადისის მნიშვნელობა? მართლაც გახდება ქააფირი ის, ვინც თავის ძმას ქააფირს უწოდებს? თუ ასეა, მაშინ სად წავიღოთ ის გადმოცემები, რომლის მიხედვითაც საჰაბეებმა შუამავლის თანდასწრებით ერთმანეთს ქააფირები უწოდეს, თუმცა შუამავალს მათთვის ხმა არ ამოუღია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა საკითხის უკეთ გამოძიება და გაგება. ‘უსთათ აბი ბასირ’-მა ეს საკითხი თავის Kavaid fi’t-Tekfir ნაწარმოებში დეტალურად განმარტა, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. აბუ ბასირი ამბობს: 
„დაიმახსოვრე, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი ჯგუფის გარდა სხვა, მუსლიმს თაქფირს არ გამოუტანს:
1)  ჯგუფი, რომელიც ალლაჰის ჰუქმებს არაფრად აგდებს,
2)  ჯგუფი, რომელიც ხუმარას და დამცინავის სტატუსს ატარებს,
3)  ჯგუფი, რომელიც „თა’ვილ“-ში სცდება (ანუ საკითხს სხვა მნიშვნელობას აძლევს),
4)  ჯგუფი, რომელიც „იჩთიჰად“-ში სცდება. (ანუ დალილებზე დაყრდნობით გამოტანილი გადაწყვეტილება მცდარია.)

განვმარტოდ თითოეული მათგანი:
1)  ჯგუფი, რომელიც ალლაჰის ჰუქმებს არაფრად აგდებს: ასეთი ადამიანის მდგომარეობა ისეც ცნობილია. მისი ქაფირობის მიზეზი კი შემდეგია: მან ალლაჰის მიერ გაცემული ჰუქმი არაფრად ჩათვალა და მისი ჭკუის მიხედვით შეცვალა. მაგალითად, ალლაჰმა თუ თქვა რაღაცაზე „ჰალალი“, მან მისი ჭკუით (ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე) განაცხადა, რომ ის რაღაც არის „ჰარამი“. მაგალითად ალლაჰმა თქვა, რომ „ამას ვინც გააკეთებს ის მორწმუნეა.“, ხოლო ამ ჯგუფის წევრი ალლაჰის სიტყვების საწინააღმდეგოდ ამბობს, რომ „არაა, ამას ვინც გააკეთებს ურწმუნოა.“. აქედან გამომდინარე, არ არის ეჭვი იმაში, რომ ამ ჯგუფის მონაწილეები ისლამის გარეთ არიან (ანუ ურწმუნოები არიან).

2)  ჯგუფი, რომელიც ხუმარას და დამცინავის სტატუსს ატარებს: ასეთი პიროვნებები, იმისათვის, რომ ხუმრობა იყოსო, მუსლიმს თაქფის უკეთებს, რის გამოც, როგორც პირველი ჯგუფი, ეს ჯგუფიც ისლამის გარეთ არის. ამის დალილი შემდეგია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს:
 „9/65. და თუ მათ შეეკითხები (1) (თებუქის მოგზაურობის დროს, როცა შენს ერთად გზას ადგანან: რატომ დაგცინოდნენ შენ, ყურანს და ალლაჰს?), უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს? 
66. ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს (1) (რომელნიც გულწრფელად შესთხოვენ ალლაჰს მიტევებას, როგორც მოიქცა ჯეხშ ბინ ჰემირი), დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.“
ეს აიათი მოევლინა მათთვის, ვინც მუსლიმების წინააღმდეგ მსგავს სიტყვებს გაიძახოდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ხუმრობა ყოფილიყო. მათ მორწმუნეების შესახებ თქვეს: „ჩვენ არ გვინახავს ისეთი მშიშარა, ხარბი და მატყუარა ხალხი, როგორებიც მუსლიმები არიან.“

მათ მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები მიზეზი გახდა მათი ურწმუნოებისა.
3)  ჯგუფი, რომელიც თა’ვილ-ში სცდება: მიეკუთვნებიან ის პიროვნებები, რომლებიც მუსლიმს რომელიმე ეჭვის ან არასწორი თა’ვილ-ის გამო თაქფირს უკეთებს. ასეთი ადამიანი რაცარუნდა დიდ ცოდვაში იყოს (იმის გამო, რომ უცოდინარი და არასაკმარისი ცოდნის გამო ჰუქმი გამოაქვს) ქააფირი არ არის. ამის მაგალითი ხარიჯიტების მაგალითია. მათ თაქფირი გამოუტანეს ზოგიერთ საჰაბეს და მათ მიმდევრებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დალილებს არასწორი განმარტებები მისცეს, არცერთ საჰაბეს მათთვის თაქფირი არ გამოუტანია...იბნ-ი თაიმიია ამბობს: „ხარიჯიტები მიეკუთვნებიან ჯგუფს, რომლებმაც მკვეთრად დაიწყეს მუსლიმების დახოცვა, ბიდ’ათების კეთება და მათზე თაქფირის გამოტანა. არც ალის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) და არც სხვა საჰაბეს მათთვის თაქფირი არ გამოუტანია, თუმცა დასაჯეს იმ სასჯელით, რა სასჯელიც ზღვარ გადასულს და უსამართლოს ეკუთვნოდა.“ (Mecmuu’l-Fetâva, 7/217).

4)  ჯგუფი, რომელიც იჩთიჰად’ში სცდება: ამ ჯგუს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებმაც გამოიყენა შარიათის ყველა დალილი და წესი, რის შემდგომაც (დალილებზე დაყრდნობით) თაქფირი გამოუტანა მუსლიმს. ასეთ ადამიანს ეს საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში შეცდა, საპატიოდ ეთვლება. უფრო მეტიც, კარგი ნიეთის გამო მადლსაც კი მოიგებს. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ამ საკითხის შესახებ შემდეგნაირად ბრძანა: „მოსამართლე იჩდიჰად-ის გამოყენებით შეცდომას თუ დაუშვებს, ერთ მადლს მიიღებს.“ (Müslim, 1716). ამის ერთ-ერთი მაგალითი, ომერ ბინ ჰატტაბის მიერ, ჰატიბ ბინ აბუ ბალთა-ს მიმართ წარმოთქმული სიტყვებია. ომერმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) მას მუნაფიყი უწოდა და შუამავლისგან ნება ითხოვა, რომ თავი მოეჭრა მისთვის. შუამავალმა კი უთხრა, რომ ის ჯერ კიდევ მუსლიმი იყო. თუმცა შუამავალს ომერისთვის არ უთქვამს, რომ „შენ მუსლიმ ძმას მუნაფიყი უწოდე, ის კი მუნაფიყი არ არის. რადგან შენ მას მუნაფიყი უწოდე, ეს სიტყვები შენ დაგიბრუნდა და შენ მუნაფიყი ან ქააფირი გახდი.“. არ უთქვამს, რადგან ომარმა ის სიტყვები იჩთიჰად-ის საფუძველზე წარმოსთქვა. (Kavaid fi’t-Tekfir, sf. 250–253).

როგორც ზემოთ მოყვანილი დალილებიდან გამომდინარე ის, ვინც მუსლიმს თაქფირს გამოუტანს იმის, გამო რომ ხუმრობა ან გასაცინი იყოს, ქააფირი გახდება. ხოლო ის, ვინც იჩდიჰად-ზე და თა’ვილ-ზე დაყრდნობით მუსლიმს თაქფირს გამოუტანს, ქააფირი არ ხდება (თუმცა ცოდვილია). მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება თუ დალილებს ეყრდნობა მაშინ, ის მადლსაც კი მიიღებს. ზემოთ მოყვანილ ჰადისში მოხსენებული ქუფრის სახეობა, პატარა ქუფრს მიეკუთვნება.
აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო დალილის მნიშვნელობაზე: დალილს, როცა ვამბობთ, ჩვენ ვგულისხმობთ სრულ და ეჭვგარეშე დალილს. ანუ საკითხის მიმართ უნდა იყოს მოყვანილი სხვადასხვა დალილები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საკითხის კარგად გაგება და შესაბამისად ჰუქმის გაცემა. საკითხის მიმართ რამოდენიმე დალილის გადმოცემა და დანარჩენი დალილის არაფრად ჩათვლა დანაშაულია. ამ უკანასკნელის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეცდომაა, რაც მუსლიმების დაპირისპირებას, გაყოფას და არეულობას გამოიწვევს.

ბოლოს, მოვიყვანოთ იბნ-ი ქაიიმ-ის სიტყვები, რომელიც ომარ ბინ ჰატტაბის მიერ, ჰატიბ ბინ აბუ ბალთა-ს მიმართ გამოტანილ თაქფირს ეხება. ის ასე ამბობს: „პიროვნება თავისი სურვილის ან ვნებების მიხედვით არა და ალლაჰისთვის, მისი შუამავლისთვის და რელიგიისთვის თუ გაბრაზდება და კომენტარის სახით რომელიმე მუსლიმს მუნაფიყს ან ურწმუნოს უწოდებს, ის ფასიყი ან ქააფირი არ გახდება. ამის გამო ცოდვაც კი არ დაეწერება და უფრო მეტიც, მისი ნიათის მიხედვით შესაძლებელია მადლიც კი მიიღოს.“ (Zadu’l-Meâd, 3/476).