30 June 2018

3.2 მმართველობა - ამომრჩეველნი


მეხუთე ეჭვი: ამ საქმის შემსრულებელნი უცოდინრები არიან, რის გამოც მათზე თაქფირის გამოტანა არ შეიძლება.
პასუხი:
a)            ამ თემის ძირითადი საკითხები წინა ნაწილში განვმარტეთ.
b)            მმართველობა არის ის, რაც თავჰიდს ეხება. აქედან გამომდინარე, მისი შესწავლა ფარძი ‘აინია. პიროვნებასთან ყურანმა და სუნნეთმა თუ მიაღწია და ფარძი ‘აინი საკითხები არ იცის, მაშინ მისი მდგომარეობა გამართლებული ვერ იქნება. მათ უცოდინრები კი არა ზურგის შემქცევნი ეწოდებათ, რაც თვითონ ქუფრია:
„74/49. ამის მიუხედავად, რა ემართებათ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ?
50. თითქოს ეგენი დამფრთხალნი კანჯარნი (1) (გარეული ვირი),
51. გარბიან ლომისგან.“
„18/57. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს თავისი ღმერთის აიათები, მაშინ ზურგი აქცია და დაივიწყა ის, რაც მისმა ხელებმა წაიმძღვარეს?“

მეექვსე ეჭვი: მსგავს მოქმედებას ტავილის გამო სჩადიან, რის გამოც თაქფირი არ სრულდება.
პასუხი: რა არის ტავილი?
a)            ტავილი რომელიმე არგუმენტზე დაყრდნობით, მტკიცებულებაზე სხვა მნიშვნელობის მინიჭებაა.
როგორც განმარტებიდან ვხვდებით, ტავილი მტკიცებულებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ტავილი თუ მტკიცებულებებს ეყრდნობა მაშინ ის საჰიჰია. თუ არა ის ბათილია. როგორც წინა თემებში ვთქვით პარტიის წევრებს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, რაზეც დაყრდნობა შესაძლებელი იქნება. ასევე, იმის თქმა, რომ ტავილის შემსრულებელი მართალია არ არის სწორი, რადგან ყოველი ადამიანის არასწორი ქმედება არასწორ ტავილს ეყრდნობა.

b)            რელიგიის საფუძველში ტავილი გაუმართლებელია.
მაგალითად, ზექათის გაცემაზე უარის მთქმელმა საზოგადოებამ თავბა სურას აიათს „9/103. აიღე მათი ქონებიდან მოწყალება,“ ტავილი გაუკეთეს და თქვეს: „ზექათი მხოლოდ და მხოლოდ შუამავალზე გაიცემა (და არა სხვაზე).“ რადგან აიათის ბოლო ნაწილში უზენაესი ბრძანებს: „რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი. და შეევედრე მათთვის, უეჭველად, შენი ვედრება სიმშვიდეა (1) (წყალობაა) მათთვის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ბრძენია!“ რის გამოც მათ თქვეს: „ამ თვისებების მქონე მხოლოდ შუამავალია.“ მიუხედავად ამისა, აბუ ბაქრმა და საჰაბეებმა მათი ეს ტავილი არ მიიღეს და მურთადის ჰუქმი მიანიჭეს. როგორი იქნება მათი მდგომარეობა, რომელთა ტავილს დასაყრდენიც კი არ აქვს?

c)            ტავილი მისაღები, რომ იყოს, შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1.            რელიგიის აშკარა მტკიცებულებების საწინააღმდეგო არ უნდა იყოს,
2.            ტავილის შემსრულებელი ალიმი უნდა იყოს,
3.            საბოლოო შედეგი არცერთ მტკიცებულების საწინააღმდეგო არ უნდა იყოს.