08 June 2018

31. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - შირქი

შირქი

მნიშვნელობა: შირქის ლექსიკური მნიშვნელობა გატოლება, გათანაბრება, გაერთიანებაა. ისლამის ტერმინოლოგიაში კი მისი მნიშვნელობა - ალლაჰის კუთვნილი რომელიმე თვისების სხვაზე მინიჭება ან ღვთისმსახურების ალლაჰის გარდა სხვაზე გაკეთებაა. 
დაფარულის ცოდნა ალლაჰის კუთვნილი თვისებებიდან ერთ-ერთია. მხოლოდ ალლაჰმა იცის თუ როდის დადგება წარღვნა, სად და როგორ მდგომარეობაში მოკვდება ადამიანი და ა.შ. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 
„72/26. იგი უწყის უხილავს, ამიტომაც არავის აცნობებს უხილავის შესახებ..“
„3/179. და არ იქნება, თქვენ გამცნოთ ალლაჰმა დაფარული..“
აიათებიდან გამომდინარე დაფარულის ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ის, ვინც განაცხადებს, რომ ფლობს დაფარულის ცოდნას, შირქში ჩავარდება, რის გამოც ისლამიდან გავა, რადგან მისი ასეთი საქციელით ალლაჰს თავი გაუტოლა და ალლაჰის კუთვნილი თვისება მიიწერა. 
ამავე ფორმით, აბსოლუტური მნიშვნელობით დაკანონება და მმართველობა ალლაჰის კუთვნილი თვისებებიდან ერთ-ერთია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 
„12/40. უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.“
„7/54. განა, მხოლოდ მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!“
„18/26. თქვი: „ალლაჰი უკეთ უწყის რამდენ ხანს დაჰყვეს. ცათა და ქვეყნის დაფარული მას ეკუთვნის. რა კარგად ხედავს და ესმის მას! არა ჰყავთ მათ მფარველი, გარდა მისი და მსჯავრში ვერავინ შეეზიარება მას!““
ეს და სხვა ათობით აიათი გვიჩნვენებს, რომ მსჯავრის დადება ალლაჰის აბსოლუტური თვისებაა. ალლაჰს რაც სურს იმას აკრძალავს და რაც სურს იმაზე ნებას დართავს. არავის აქვს უფლება ალლაჰის გადაწყვეტილებას გამოეპასუხოს, რადგან აბსოლუტური მართველი, ბატონ-პატრონი ის არის. 
აქედან გამომდინარე ის, ვინც ალლაჰის კანონების საწინააღმდეგო კანონებს გამოსცემს შირქში ჩავარდება და ისლამის გარეთ აღმოჩნდება, რადგან ალლაჰის კუთვნილი აბსოლუტური თვისება საკუთარ თავს მიაწერა.
ასევე ის, ვინც ალლაჰის კანონების შემცვლელს დაეხმარება, ხელს შეუწყობს სხვა კანონების დაკანონებაში, ნიშნავს იმას, რომ ამ უკანასკნელმა ალლაჰის კუთვნილი თვისება სხვას მიანიჭა, რის გამოც შირქში ჩავარდება და ისლამიდან გავა.

შირქი ყველა ამელს ანულებს/აბათილებს

შირქი არის ის, რაც ადამიანის ყველა კარგ საქმეს ანულებს/შლის. რწმენა და შირქი ერთად ვერ მოთავსდება. თუ არის რწმენა, არ არის შირქი, ხოლო თუ არის შირქი, არ არის რწმენა. ადამიანმა ნამაზთან, მარხვასთან სადაყასთან და სხვა ღვთისმსახურებებთან ერთად შირქიც რომ შეასრულოს, მისი ყველა საქმე გაუქმებული იქნება და მისი ეს ქმედება (შირქი) მიზეზი გახდება სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნისა. ქვემოთ მოცემული ყურანის აიათები ამის დალილია.
„6/88. ასეთია ალლაჰის ჭეშმარიტი გზა, თავის მსახურთაგან იმას დაადგენს მასზე, ინებებს ვისაც. და თუ თანაზიარს შეუქმნიან, ამაო იქნება ის, რასაც აკეთებდნენ.“
„39/65. და ვფიცავ, ზეშთაგეგონა შენ და იმათ, რომელნიც იყვნენ შენს უწინ: „თუკი დაუდგენ (ალლაჰს) თანაზიარს, უთუოდ, ამაო გახდება შენი საქმენი და უსათუოდ, აღმოჩნდები წაგებულთა შორის“.
მსგავსი ქმედებებისგან ალლაჰს მივეკედლებით!

შირქი მიეკუთვნება ისეთ ცოდვას, რომელიც უპატიებელია

შირქი არის ისეთი ცოდვა, რომლის პატიება გულწრფელი მონანიების გარეშე შეუძლებელია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 
„4/48. უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს, რომ თანაზიარნი გაუჩინონ მას, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!“
შუამავალი ალლაჰს ყოველთვის ევედრებოდა, რომ დაეცვა იგი შირქისგან. როგორც ვიცით ალლაჰის შუამავლისგან მსგავსი ქმედება მიუღებელია, რადგან თვითონ იგი შირქის გასანადგურებლად მოევლინა და ნუთუ შესაძლებელია გაეკეთებინა შუამავალს ის, რის გასანადგურებლადაც მოვიდა?! მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის სთხოვდა ალლაჰს, რომ შირქისგან დაეცვა. შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ალლაჰს შემდეგნაირად ევედრებოდა: „ჩემო ალლაჰო! ნებაყოფლობით, შირქის ჩადენისგან შენ შემოგეკედლები. გთხოვ მომიტევო ის რაც არ ვიცი.“ (Tirmizi, Daveat, 4).
„ჩემო ალლაჰო! ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი შენს გარდა. ცუდი ნაფს-ისგან, ეშმაკისგან და შირქისგან დასაცავად შენ შემოგეკედლები.“ (Tirmizi, 3392).
„ჩემო ალლაჰო! ქუფრისგან, სიღარიბისგან და საფლავის სასჯელისგან შენ შემოგეკედლები.“ (Ebu Davut, edep 324).

დღესდღეობით გავრცელებული შირქის სახეობები

1)  მბრძანებლობაში შირქი: ამის მაგალითი არის ის, როცა ალლაჰის მიერ მოვლენილი კანონით არ მოქმედებენ და მის ნაცვლად სხვა ახალ-ახალ კანონებს ადგენენ, რომლის მიხედვითაც ალლაჰის მიერ აკრძალული ნებადართულია, ხოლო ალლაჰის მიერ ნებადართული აკრძალულია. ‘იუსუფ’ სურას მე-40 აიათში და ‘ქაჰფ’ სურას 26-ე აიათში ალლაჰი ბრძანებს, რომ მბრძანებლობა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის და ამ საქმეში თანამოზიარედ არავის დაიდგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აბსოლუტური ბრძანებლობა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ყოველივე ამის შემდეგ პიროვნება თუ იტყვის, რომ „არა! მმართველობა და მბრძანებლობა ჩვენი და ხალხის არის..“, ჩავარდება ქუფრში, იმის გამო, რომ ალლაჰის კუთვნილი აბსოლუტური თვისება თავის თავს ან ხალხს მიაკუთვნა. ხოლო ის, ვინც ამის მთქმელს დაეთანხმება და მას ამ საქმის აღსრულებაში დაეხმარება, მუშრიქი გახდება, იმის გამო რომ ალლაჰის კუთვნილი თვისება სხვას მიანიჭა.

2)  თავდებობა-მეურვეობაში შირქი: ამის მაგალითია როცა, პიროვნება მუსლიმს მიატოვებს და არამუსლიმს მუსლიმის საწინააღმდეგოდ ფიზიკურად ან სულიერად დაეხმარება. პიროვნების მიერ მუსლიმის საიდუმლოებების არამუსლიმებზე შეტყობინებაც ამის ერთ-ერთი მაგალითია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 
„4/144. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნონი, მორწმუნენის მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!“
„3/28. არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება...“
ზოგიერთმა პიროვნებამ სიტყვა თავდებობა გადათარგმნა, როგორც ‘მეგობრად აყვანა’, რაც არ არის მისი სრული განმარტება. სიტყვა „თავდებობა“ არაბულ ენაში ნიშნავს, როგორც ‘მეგობრად აყვანას’, ასევე ‘გულით შეყვარებას, ფიზიკურად დახმარებას და მხარდაჭერას’.

3)  დახმარების თხოვნასა და მოიმედებაში შირქი: ამის მაგალითია როცა, პიროვნება დახმარებას სთხოვს გაჩენილს ისეთ საქმეებში, რომლის შესრულება მხოლოდ და მხოლო ალლაჰს შეუძლია. მსგავსი საკითხისთვის ვედრების ქმნილებაზე გაკეთება და მასზე იმედის დამყარება შირქის ერთ-ერთი სახეობაა. როგორც ვიცით დუა (ვედრება) ღვთისმსახურებაა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „დუა ღვთისმსახურებაა.“ (Kenzu’l Ummal, 3113).

შირქის ამ სახეობის საფუძველზე, პიროვნებები ალლაჰსა და მათ შორის აყენებენ შუამავალს, რომელსაც სთხოვენ მას დახმარებას, იმ იმედით, რომ მათზე (ქმნილებებზე) ვედრების გაკეთებით, ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებას შეძლებენ. მიდიან სასაფლაოზე და იქვე მწოლიარეებს ევედრებიან, რომ მისცეს შვილი, გამოაჯანმრთელოს, გაამდიდროს და ასე შემდეგ. ყველა ეს ვედრება მიეკუთვნება ისეთ ვედრებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის მიმართ სრულდება. არიან ისეთებიც, რომლებიც გასაჭირის დროს არა ალლაჰს, არამედ სხვას მოიხმობენ. ჩვენ დღეში 40 ჯერ ვამბობთ, „იია ქანა’ბუდუ ვა იაა ქანასთა’ინ“ – ანუ „მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს და მხოლოდ შენგან ვითხოვთ შეწევნას.“ ნუთუ არ არის მატყუარა ის, ვინც დღეში 40 ჯერ ნამაზის დროს ამ სიტყვებს იმეორებს, თუმცა ამავდროულად დახმარებას სხვას სთხოვს ალლაჰის გარდა?! ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მიერ ნამოქმედარსა თუ წარმოთქმულ სიტყვას. იბნ-ი ქაიიმ (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „გარდაცვლილზე რაიმეს თხოვნა, საკუთარი თავის მისკენ მიმართვა და მასზე იმედის დამყარება შირქის ერთ-ერთი სახეობებიდანაა. გარდაცვლილის ამელი შეწყვეტილია. მას აღარ შეუძლია სარგებლის ან ზარარის მოტანა საკუთარი თავისთვის, ისევე როგორც არ შეუძლია მოუტანოს სარგებელი ან ზარარი იმას, ვინც შუამდგომლობას სთხოვს ალლაჰის წინაშე.“ (A’malun Tuhricu Sahibeha Mine’l-Mille, გვ, 200).

4)  მორჩილებაში შირქი: ამის მაგალითია როცა, პიროვნება ემორჩლება და მხარს უჭერს მათ, რომელთაც აკრძალეს ის, რაზეც ალლაჰმა ნება დართო და დართეს ნება იმაზე, რაც ალლაჰმა აკრძალა. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 
„6/121. და თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!“
მაშინ, როცა ალლაჰმა ლეში აკრძალა, მექქელმა მუშრიქებმა მუსლიმებს მიმართეს: „თქვენს მიერ დაკლული საქონელი თუ მიირთმევა, მაშინ ალლაჰის ნებით მოკლული (ბუნებით სიკვდილით)  საქონლის ხორცი რატომ არ უნდა მივირთვათ!“ ამ სიტყვების შემდეგ ზოგიერთ მუსლიმს ეჭვი გაუჩნდა, რის გამოც ალლაჰმა ეს აიათი მოავლინა. (İbn-i Kesir, ტ.2 გვ. 231).

ალლაჰმა ურწმუნო უწოდა მათ, ვინც არ დაემორჩილებოდა მის ბრძანებას. იბნ-ი ქასირ-ი ამ აიათის განმარტებაში ამბობს: „ალლაჰის შარიათიდან თუ დაბრუნდებით და მათ სიტყვას ალლაჰის სიტყვაზე წინ დააყენებთ მაშინ თქვენც მუშრიქებად იქცევით.“

აიათი ყოვლად ნათელი და გადამწყვეტია. აქამდე ჩამოთვლილი შირქის სახეობები ყველაზე მეტად გავრცელებული შირქის სახეობებიდანაა. ამის გარდა კიდევ არსებობს სხვა შირქის სახეობებიც. ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი: 
1-  რწმენა იმისა, რომ დაფარული ალლაჰის გარდა სხვამაც იცის,
2-  რწმენა იმისა, რომ შეიხმა იცის ადამიანის გულში არსებული, 
3-  ჯადოს გამოყენებით ადამიანების დაშორება, 
4-  მუსლიმებთან ომი,
5-  ისლამის ან მისი რომელიმე კანონის დაცინვა, 
6-  კერპების თაყვანისცემა და მათ მიმართ პატივისცემა, 
7-  რწმენა იმისა, რომ ალლაჰის გარდა სხვასაც შეუძლია ჯანმრთელობის მოცემა და ა.შ.

შირქის ნაწილები: როგორც ქუფრი, ასევე შირქიც იყოფა ორ ნაწილად: დიდი შირქი და პატარა შირქი.
დიდი შირქი: შირქის ეს სახეობა დიდი ქუფრის მსგავსია. რა ჰუქმებიც დიდ ქუფრს აქვს, იგივე ჰუქმები შირქის ამ სახეობასაც გააჩნია. ალლაჰი ასეთ შირქს არ პატიობს. ზემოთ მოყვანილი შირქის სახეობები დიდ შირქში შედის.
პატარა შირქი: ეწოდება ისეთ სიტყვებსა და ქმედებებს, რომლებსაც პიროვნება ისლამიდან არ გაჰყავს, თუმცა დიდი ქუფრისკენ მიმავალი გზაა. პატარა შირქი ორ ნაწილად იყოდა: ‘ხილული შირქი’ და ‘დაფარული შირქი’:
1)  ხილული შირქი: ორ ნაწილად იყოდა: სიტყვისა და ქმედების შირქი:

A)  სიტყვის შირქი: ამის მაგალითი ალლაჰის სახელის გარდა სხვაზე დაფიცებაა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ასრულებს შირქს ის, ვინც ალლაჰის გარდა სხვაზე იფიცება.“ (Ebu Davut, 3251).

B)  ქმედების შირქი: ამის მაგალითი უბედურების თავიდან აცილების მიზნით ხეზე ან რაიმე საგანზე თოკის გაკოჭვაა. ასევე თვალის ცემის წინააღმდეგ გამოყენებული ჰამაილიც ამის მაგალითია (თუ პიროვნებას სწამს, რომ ჰამაილი მხოლოდ მიზეზია (სებებია), იმის რომ ალლაჰმა უბედურება ააცილოს, ასეთ დროს ეს პატარა შირქია), თუმცა პიროვნება პირდაპირ ჰამაილიდან თუ მოელის უბედურების აცილებას, მაშინ ეს დიდი შირქია, რადგან ეს ალლაჰის გარდა სხვაზე დაკავშირებას ნიშნავს.

2)  დაფარული შირქი:  ეს კი შირქის ის სახეობაა, რომელიც ნიათში (განძრახვაში) გვხვდება. ამის მაგალითია პიროვნების მიერ გაკეთებული ღვთისმსახურება, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვისი შექება დაიმსახუროს და მასზე კარგი თქვას. საქმე, რომელშიც ფარისევლობაა შერეული, მიუღებელი და უარყოფილია. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: 

„18/110. მაშ, ვინც სასოებს თავის უფალთან შეხვედრას (1) (ვისაც სწამს აღდგომისა და საზღაურის მიღების), მაშინ მართალი საქმე აკეთოს და ნუ დაუდგენს ზიარად თაყვანისცემაში თავის ღმერთს ნურავის!“

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანებს: „ის, რაზეც თქვენს გამო ვშიშობ პატარა შირქია. საჰაბემ ჰკითხა თუ რა იყო პატარა შირქი. შუამავალმა უპასუხა: ‘ის ფარისევლობაა.’“ (Şuabu’l İman, Beyhaki, 6831).

ამ ქვეყნიური სარგებლის მოპოვების მიზნით გაკეთებული ამელიც ამის მსგავსია. მაგალითად ქონების მოპოვების მიზნის ჰაჯობის შესრულება, ეზნის კითხვა, იმამობა, ჯიჰადი და ა.შ. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „დაწყევლილი იყოს დინარის, დირჰემის და მშვენიერი (ძვირადღირებული) ტანისამოსის მონა! მას რაიმეს თუ მისცემ გაიხარებს, თუარადა გაბრაზდება, კმაყოფილი არ იქნება.“ (Buhari 2887).

განსხვავებები დიდ და პატარა შირქს შორის

1)  დიდ შირქს ადამიანი ისლამიდან გაჰყავს, პატარა შირქს კი არა,
2)  დიდი შირქი მიზეზია სამუდამოდ ჯოჯოხეთში დარჩენისა, ხოლო პატარა შირქის გამო პიროვნება ჯოჯოხეთში რომც მოხვდეს, იქ სამუდამოდ არ დარჩება,
3)  დიდი შირქი ყველა კარგს ამელს წაშლის, პატარა შირქი კი ყველას არ წაშლის.
4)  დიდი შირქის გამო პიროვნების სისხლი და ქონება მუბაჰია, ხოლო პატარა შირქის გამო არ არის მუბაჰი,
5)  დიდი შირქის პატრონი გულით არ უნდა გვიყვარდეს და არ უნდა ვიყოთ მათი თავმდები, თუნდაც ის ჩვენი ახლობელი იყოს. პატარა შირქის პატრონი კი მისი რწმენის მიხედვით შეიყვარება და მისი შირქის მიხედვით შეიძულება.
‘უსთათ საიდ ჰავვა’-მ თავის ნაწარმოებში ‘İslam’, ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’-ის დამრღვევი 20 შირქის სახეობა დალილებით ჩამოაყალიბა. მოვიყვანოთ ზოგიერთი მათგანი: 
1)  ალლაჰის გარდა სხვაზე მინდობა,
2)  ალლაჰის გარდა სხვაზე ღვთისმსახურება,
3)  ალლაჰის გარდა სხვაზე დაკანონების, მსჯავრის დადების, კანონების გამოცემის, მმართველობის, ჰალალისა და ჰარამის დაწესების უფლების მიცემა.
ის ასე ამბობს: „დემოკრატიაც დიდი შირქის კატეგორიაში შედის, რადგან დემოკრატია იმართება პარლამენტის ან სხვა მეჯლისის საშუალებით, სადაც უმრავლესობის ხმა გადამწყვეტია. ამ გზით ნებისმიერი სახის კანონს გამოსცემენ. რათქმაუნდა ეს ყველაფერი მათ მიერ შედგენილ კონსტიტუციაზეა დამოკიდებული, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კონსტიტუციაც უმრავლესობამ აირჩია. ეს ყველაფერი კი ალლაჰის გარდა, დაკანონების, მსჯავრის დადების, ჰარამისა და ჰალალის დაწესების უფლების სხვაზე მინიჭებაა, რაც შირქია...“ (el-İslam, გვ. 104).
4)  ალლაჰის კანონებით არ დაკანონება და სხვა კანონების მიღება,
5)  ისლამზე ან მის რომელიმე ნაწილზე უკმაყოფილების გამოხატვა, 
6)  ყურანისა და სუნნეთის ჰუქმებისა და მუსლიმების დაცინვა,
7)  ქააფირებთან და მუნაფიყებთან მეგობრობა და მუსლიმების სიძულვილი,
8)  ალლაჰის თვისებებიდან ან სახელებიდან რომელიმეს უარყოფა.

საჭიროა შირქის ყველა სახეობის ცოდნა, რადგან შორს ვიდგეთ მისგან. იმარ ბინ ჰატტაბ-მა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა: „ისლამის საყრდენი სათითაოდ განადგურდება მაშინ, როცა ადამიანებს არ ეცოდინებათ შირქი, ქუფრი და ა.შ.“ (აყიდის გაკვეთილები, გვ 142).