08 June 2018

30. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ქუფრი სიტყვების მაგალითები

ქუფრი სიტყვების მაგალითები

1-  ალლაჰის, ისლამის, ანგელოზების ან შუამავლების ლანძღვა-გინება.
2-  ალლაჰის, ანგელოზების, შუამავლების ან ისლამის დაცინვა.
3-  სიტყვები: „მე ალლაჰის არ მეშინია.“ ან „მე ალლაჰი არ მიყვარს.“
4-  სიტყვები: „ქრისტიანობა ან სხვა რელიგია ისლამზე კარგია ან ისლამის ტოლია.’, ან „მუჰამმადის შემდეგ მათზე მიყოლა დასაშვებია.“.
5-  ალლაჰის გარდა, სხვაზე ვედრების გაკეთება და მოთხოვნა იმის, რასაც ალლაჰის გარდა ვერავინ შეძლებს.
6-  სიტყვები: „ზინა ჰალალია.“ ეს და მსგავსი სხვა სიტყვები, რომელიც იჯმათი ჰალალ ამელს ჰარამად გამოაცხადებს ან ჰარამს ჰალალად.
7-  პიროვნების სურვილით წარმოთქმული სიტყვები, როგორიცაა: „ნეტა მუსლიმი არ ვყოფილიყავი.“ ან „მე ქრისტიანი ვარ.“
8-  სიტყვები: „ისლამის წესჩვეულებები დღევანდელ დღეს არ შეესაბამება.“ და მსგავსი.
ეს რაც შეეხებოდა ქუფრი სიტყვების მაგალითს. რათქმაუნდა ყველა სიტყვა არ არის ჩამოთვლილი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ზემოთ მოცემული სიტყვებიდან ყოველი სიტყვა ქუფრის ტოლფასია.

ქუფრი ქმედების მაგალითები

1)  ალლაჰის გარდა სხვის წინაშე ქედის მოხრა.
2)  ალლაჰის გარდა სხვაზე შესაწირის შეწირვა.
3)  ნებაყოფლობით ყურანის ან ალლაჰის სიtყვების სიბინძურეში გაქნევა ან მოთავსება.
4)  ალლაჰის კანონების გარდა სხვა კანონებით დაკანონება ან იმის რწმენა, რომ ალლაჰის კანონების არ დაკანონება უფრო უკეთესია.
5)  ჯადოს გაკეთება, სწავლა და სწავლება.
6)  სასაფლაოს ან მორწმუნე პიროვნების სასაფლაოს პატივისცემის მიზნით მის ირგვლივ ტავაფ-ის გაკეთება.
7)  ნებაყოფლობითა და სურვილით პატივისცემის მიზნით, არამუსლიმი ხალხის დამახასიათებელი ნივთების ტარება, როგორიცაა ჯვარი და ა.შ.
8)  ნებაყოფლობითა და სურვილით, სხვა რელიგიის კუთვნილ ღვთისმსახურებებზე დასწრება.
9)  არეულობის გამოწვევის მიზნით ისლამის სამლოცველოების დანგრევა.
10)  სიამოვნების განცდით მუშრიქების კუთვნილი სამლოცველოების აშენება.
განსხვავებები დიდ და პატარა ქუფრს შორის

დიდი ქუფრი

1-  დიდ ქუფრს პიროვნება რელიგიდან გაჰყავს,
2-  ყველა კარგ ქმედებას შლის, 
3-  პიროვნების ჯოჯოხეთში სამუდამოდ დარჩენის მიზეზი ხდება,
4-  ასეთი ქუფრის პატრონის სისხლი და ქონება ნებადართულია,
5-  ასეთი ქუფრი, ქუფრის პატრონსა და მუსლიმს შორის მტრობას საჭიროებს.
პატარა ქუფრი
1-  პიროვნება რელიგიიდან არ გაჰყავს,
2-  ყველა კარგ საქმეს არ შლის, თუმცა ამცირებს მათ,
3-  პატარა ქუფრის ჩამდენი ჯოჯოხეთში რომც შევიდეს სამუდამოდ არ დარჩება. შესაძლებელია ისიც, რომ ალლაჰმა მას აპატიოს და საერთოდ არ შევიდეს ჯოჯოხეთში.
4-  პატარა ქუფრის ჩამდენის სისხლი და ქონება აკრძალულია,
5-  ასეთი პიროვნება მისი რწმენის შესაბამისად შეიყვარება და მისი ქუფრის შესაბამისად შეიძულება.

ქუფრისგან დასაცავად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

1-  უნდა გაგვაჩნდეს ჭეშმარიტი ცოდნა და გულწრფელობა,
2-  ყურადღება უნდა მივაქციოთ ყურანში და სუნნეთში მოცემულ ბრძანებებს. მათი სწორად შესრულებისთვის ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ.
3-  ყურადღება უნდა მივაქციოთ ალლაჰისა და მისი შუამავლის აკრძალვებს და მათგან (აკრძალვებისგან) თავი შორს დავიჭიროთ.
4-  უნდა ვიბრძოლოთ სწორი აყიდის დასაცავად და გასავრცელებლად. მსგავსი მიზნის მქონე პიროვნებების გვერდით უნდა ვიყოთ.
5-  ალლაჰი და მისი შუამავალი უკეთესად უნდა შევისწავლოთ. მათი ბრძანებები სხვა დანარჩენის ბრძანებების წინ არ უნდა დავაყენოთ.
6-  ცნობა და მხარდაჭერა მათი, ვინც ალლაჰის შუამავლის და მისი საჰაბეების გზას ადგას.
7-  შარიათის მიხედვით ცხოვრებას,
8-  ალლაჰზე ვედრების გაკეთებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ალლაჰმა სწორ და ჭეშმარიტ გზაზე გვამყოფოს.
9-  უნდა ვიცოდეთ ქუფრისგან დასაცავი ვედრებები, რომლებიც შუამავალმა გვასწავლა.
10-  უნდა შევისწავლოთ ისლამის საწინააღმდეგო ქმედებე, რადგან მათგან თავი შორს დავიჭიროთ.
11-  უნდა ვიკითხოთ აჰლი სუნნეთის მიერ გამოცემული წიგნები.
12-  შორს უნდა ვიდგეთ ყალბი ალიმებისგან. ამასთანავე უნდა დავუახლოვდეთ მუვაჰიდ ალიმებს.
13-  ყურადღება უნდა მივაქციოთ მსგავსი აყიდის მუსლიმებთან ხშირ ვიზიტს, რადგან ასეთ დროს მუსლიმი მარტო არ დარჩება, რის საფუძველზეც შედარებით უფრო დაცული იქნება.