22 June 2018

რას ნიშნავს ტაღუთი?

ტაღუთის ზოგადი მნიშვნელობა შემდეგია: ზღვარს გადაცილება, გარკვეული საზღვრის გადაკვეთა. ხოლო ისლამში მისი მნიშვნელობა შემდეგია: ტაღუთი არის ყველა (სულიერი) და ყველაფერი (უსულო), რაც ადამიანს ალლაჰისგან და მისი კანონებისგან აშორებს. ახლა კი ვნახოთ თუ როგორ განმარტეს სწავლულებმა სიტყვა ტაღუთი.

იბნ-ი ყაიიმ-ი ამბობს: „ტაღუთი არის ყველა და ყველაფერი, რასაც ეთაყვანებიან, ემორჩილებიან და რაც მიზეზია იმის, რომ ადამიანმა გადალახოს ალლაჰის მიერ დაწესებული საზღვარი. ყოველი თემის ტაღუთი არის ის, რასაც ალლაჰის კანონების გარდა მის (ტაღუთის) კანონებს მიმართავენ, ალლაჰი მიატოვეს და მას სცეს თაყვანი. ვინც არ განსჯის იმით, რაც მოავლინა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, ეს ნიშნავს, რომ მან (პიროვნებამ) მსაჯულად ტაღუთი აიყვანა.“44(İ’lamu’l-Muvakkıîn, 1/50.).

შიჰულ-ისლამ იბნ-ი თაიმიია ამბობს: ყველა და ყველაფერი ის, რასაც ალლაჰისა და მისი კანონების გარდა ემორჩილებიან ტაღუთია. აქედან გამომდინარე, ვინც ალლაჰის გარდა სხვა კანონით განსჯის ის ტაღუთია, ხოლო ვინც მათ სასამართლოს მიმართავს, ტაღუთის მორჩილებაში ჩაეთვლება.(რაც ქუფრია).“45(Mecmuu’l-Fetâva, 28/200.).

იმამ თაბერი ამბობს: „ჩემი აზრით ტაღუთის მნიშვნელობა შემდეგია: ყველა და ყველაფერი ის, რასაც ალლაჰის გარდა ემორჩილებიან ტაღუთია. ტაღუთი შეიძლება იყოს ეშმაკი, კერპი, უსულო საგანი ან პიროვნება.“46(Tefsiru’t-Taberi, 3/13.).

აბდურრაჰმან ალ-ბათნ-ი ამბობს: „ყველა და ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან და რომლებიც მათზე მსახურებისთვის (ალლაჰის გარდა) მოუწოდებს, ტაღუთია. აგრეთვე ტაღუთია ის, ვინც განსჯის კანონით, რომელიც განსხვავებულია ალლაჰის კანონებისა. ტაღუთია ჯადოს მკეთებელი და ის ხალხი, რომლებიც გარდაცვლილებზე მსახურებისთვის მოუწოდებს ხალხს. მათი მოსამსახურე და დამცველიც ტაღუთია. ხოლო ყველაზე დიდი ტაღუთი ეშმაკია.“47(ed-Dürerü’s-Seniyye, 2/103.).

შეიჰ მუჰამმად ალ-ფქი ამბობს: „ტაღუთი არის ყველა ის კანონი, რომელიც ალლაჰის კანონის საწინააღმდეგო და პროცენტის, ალკჰ. სასმელის და მრუშობის ჰალალად გამომცხადებელია...“48(Fethu’l-Mecid, sf. 282.).

ისლამის სწავლულებმა ტაღუთი ხუთ საფეხურად ჩამოაყალიბეს:

1) ეშმაკი: უეჭველად, ყველაზე დიდი ტაღუთი ეშმაკია. ის არის ყველაფერი ცუდის თავი. მან დაიფიცა, რომ წარღვნის დღემდე ადამიანებს ჭეშმარიტი გზიდან ააცდენდა.

„7/16. მიუგო (1) (ეშმაკმა): რაკი ჩემი გზიდან გადაცდენა ინებე, უთუოდ, ჩავუსაფრდები მე მათ (2) (ადამის მოდგმას) შენს სწორ გზაზედ (3) (გზა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ალლაჰთან ზიარება);
17. მერე, უთუოდ, გამოვეცხადები წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან (1) (ყველა მხრიდან, რათა ავაცდინო ჭეშმარიტ გზას. იბნი აბბასის გადმოცემის თანახმად, ეშმაკს არ ძალუძს ადამიანთან მიახლოვება ზემოდან, ვინაიდან, ზემოდან უზენაესი ალლაჰის წყალობით არის დაცული ადამიანი). და ვერ ჰპოვებ მათგან უმეტესს მადლიერს.“

აქვე მინდა ავღნიშნო ის, რომ სიტყვა ტაღუთი და სიტყვა ეშმაკი სხვადასხვაა. ეშმაკი ტაღუთია, ხოლო ტაღუთი მხოლოდ ეშმაკი არ არის. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „4/76. რომელთაც იწამეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე; ხოლო რომელთაც უარყვეს, იბრძვიან ტაღუთის (1) (ეშმაკის გზაზე) გზაზე. მაშ, შეებრძოლეთ ეშმაკის მეგობრებს (2) (ვინც ეხმარებათ უზნეობისა და ურწმუნოების გავრცელებაში ეშმაკს, თქვენ დაამარცხებთ მათ ალლაჰის შეწევნით), უეჭველად, უძლურია მზაკვრობა (3) (მორწმუნეთა წინააღმდეგ) ეშმაკისა!“

ალლაჰმა აიათში სიტყვა ტაღუთი და ეშმაკი ერთად გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ორი ტერმინი ერთიდაიგივე არ არის. ყოველი ეშმაკი ტაღუთია, ხოლო ყოველი ტაღუთი ეშმაკი არ არის.

2) ჯადოქარი: საჰაბეებიდან ზოგიერთმა სიტყვა ტაღუთს ჯადოქრის მნიშვნელობა მიანიჭა. ჯადოქრები ხალხს სიმართლეს უმალავს და სიცრუეს ულამაზებს. ისლამის სწავლულების მიხედვით ჯადოს მკეთებელი შირქში ვარდება, რის გამოც მათი სასჯელი სიკვდილია.

3) წინასწარმეტყველი: წინასწარმეტყველი ეწოდება პიროვნებას, რომელიც აცხადებს მომავლისა და დაფარულის ცოდნას. ზოგიერთი მათგანი მომავალს წინასწარმეტყველებს, ზოგიერთი კი დაკარგულ ნივთებს პოულობს. ამ ცოდნას კი „ამბების ქურდი“ ეშმაკი აწვდის. უეჭველად, წინასწარმეტყველება ქუფრია, რადგან დაფარულისა და მომავლის ცოდნას, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰი ფლობს. ამის გამო რამოდენიმე სწავლულმა ტაღუთს წინასწარმეტყველის მნიშვნელობა მიანიჭა.

4) კერპი: კერპი არის ის, რასაც ალლაჰის გარდა თაყვანს სცემენ. რის გამოც ტაღუთის მნიშვნელობას ატარებს.

5) ალლაჰის კანონების გარდა სხვა კანონების დამწესებელი: ესენი არიან მმართველები, რომლებმაც ალლაჰის შარიათი ერთ მხარეს გადადეს და მის მაგივრად ადამიანის მიერ შექმნილი კანონი დააკანონეს. ადამიანი კანონების გამოცემისთვის არ შექმნილა, მისი შექმნის მიზეზი ცნობილია და ეს ალლაჰის შარიათზე მიყოლით ალლაჰზე მსახურებაა. უმეტესმა მათგანმა ალლაჰის საქმე თავის თავზე იკისრა და კანონების გამოცემა დაიწყო, რის გამოც ტაღუთის მნიშვნელობა მიენიჭა.

საიიდ ქუთუბ-ი (რაჰიმაჰულლაჰ) ამბობს: „დღესდღეობით, ამ რელიგიის პრობლემა ტაღუთია, რომელმაც ალლაჰის ღვთაებრიობის თვისება არაფრად ჩააგდო, ადამიანებს და მათ ქონებას მის მიერ შედგენილი კანონებით ასამართლებს... ჩვენ რომ ალლაჰის შუამავლის გზა აგვერჩია და მოპატიჟება „ალლაჰს ემსახურეთ და ტაღუთს განშორდით“ ამით დაგვეწყო, გზას არ ავსცდებოდით.49(საფუძვლები, რომლებიც მუსლიმებს აერთიანებს , Abdu’l Mun’im Mus-tafa, გვ. 35,36.).