08 June 2018

32. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - ნიფაყი / მუნაფიყობა

ნიფაყი / მუნაფიყობა

მნიშვნელობა: ნიფაყის ლექსიკური მნიშვნელობა, მინდვრის თაგვის ტუნელში შესვლა გამოსვლას და მიწის ქვეშ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებას ნიშნავს. მუნაფიყი პიროვნებას იმის გამო, რომ ისლამში ერთი მხრიდან შედის და მეორე მხრიდან გადის, თხუნელაზე მიმსგავსებით ეს სახელი დაერქვა. ისლამურ ტერმინოლოგიაში მისი მნიშვნელობა შემდეგია: „გულით ურწმუნო, თუმცა შეხედულებით მორწმუნე“. ანუ გულით ურწმუნოა, თუმცა მოქმედებს ისე თითქოს მორწმუნე იყოს. ასეთ პიროვნებას მუნაფიყი ეწოდება.

რწმენის ნიფაყი

გულით ურწმუნო, თუმცა შეხედულებით მორწმუნე. მსგავსი პიროვნება ისლამის გარეთ არის, რომელიც ჯოჯოხეთში ყველაზე ღრმა ადგილას იქნება. მუნაფიყობის ეს სახეობა ექვსად იყოფა: 
1-  ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მატყუარად გამოცხადება,
2-  ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ მოტანილი შარიათის ზოგიერთი ნაწილის ტყუილად გამოცხადება,
3-  ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) სიძულვილი,
4-  ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ მოტანილი შარიათის ზოგიერთი ნაწილის სიძულვილი,
5-  ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ მოტანილი რელიგიის უკან დახევის სიხარული, 
6-  ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მიერ მოტანილი რელიგიის გამარჯვების შედეგად უკმაყოფილების გამოხატვა.

რწმენის ნიფაყის მაგალითები

1-  სიტყვები: „მე შუამავლის ამა და ამ სიტყვებს არ ვეთანხმები“,
2-  უკმაყოფილების გამოხატვა შუამავლის მიერ მოტანილი ნამაზის, მარხვის, ჰაჯობისა და ზექათის მიმართ,
3-  ბრძოლის დროს მუსლიმების წაგების სიხარული,
4-  ბრძოლაში მუსლიმების გამარჯვების გამო წუხილი.

ამელის ნიფაყი

გულით მორწმუნეა თუმცა მუნაფიყის დამახასიათებელ ამელს სჩადის. მსგავსი ნიფაყი პიროვნებას ისლამიდან არ გაიყვანს, თუმცა დიდ საფრთხეს უქმნის მას.


ამელის ნიფაყის მაგალითები

1-  საუბრის დროს ტყულის თქმა,
2-  ამანათის მიმართ დაუდევრობა. ამის დალილია: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მუნაფიყი თვისება სამია: საუბრის დროს იტყუება, სიტყვას იტყვის თუმცა არ შეასრულებს, ამანათის მიმართ დაუდევრობას იჩენს.“ (Müslim, 140).

ამელის ნიფაყსა და რწმენის ნიფაყს შორის განსხვავებები

1-  დიდ ნიფაყს ადამიანი რწმენიდან გაჰყავს და მის ყველა კარგ ქმედებას შლის, პატარა ნიფაყს კი პიროვნება რწმენიდან არ გაჰყავს,
2-  დიდი ნიფაყი რწმენის მხრიდან შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირებაა. პატარა ნიყაფი კი რწმენის არა და მხოლოდ ქმედებების შინაგანი და გარეგანი დაპირისპირებაა.
3-  დიდი ნიფაყი მორწმუნეებში არ მოიძებნება, თუმცა პატარა ნიფაყი შესაძლებელია, რომ მორწმუნეს გააჩნდეს.
4-  დიდი ნიფაყის გამო უმრავლესობა თაუბას არ აკეთებს, რომც მოინანიოს მოსამართლის მიერ მისი მონანიების მიღება არ მიღების შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს. პატარა ნიფაყის შემთხვევაში კი ასე არ არის. პატარა ნიყაფის მომნანიებლის თაუბა ალლაჰის ნებით მიღებული და ნაპატიები იქნება.

როდის იჩენს თავს ნიფაყი?

ნიფაყი თავს იჩენს მაშინ, როცა რომელიმე ფიქრი, დავა, იდეოლოგია ან პოლიტიკური მოძრაობა წარმატებას აღწევს. შუამავლის დროს ნიფაყმა თავი მაშინ იჩინა, როცა მედინაში მუსლიმებმა წარმატებას მიაღწიეს.
მართალია ის, რომ სუსტი და მშიშარა ხალხი მაშინ ამჟღავნებს ნიფაყს, როცა დავა (ისლამის დავა) წარმატებას აღწევს.
ზოგს არ ძალუძს, რომ დავას აშკარად დაუპირისპირდეს, რის გამოც სიძულვილს გულში მალავს და ციხის დანგრევას შიგნიდან იწყებს.
ასევე ნიფაყი თავს იჩენს მაშინ, როცა დავაში მონაწილე პიროვნებები ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ამ დროს ნიფაყს ააშკარავებენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ გულწრფელი კავშირი დავას მიმართ ან ჰქონდათ თუმცა სუსტები იყვნენ, რისი ბოლოც, ხშირ შემთხვევაში რწმენის შეცვლას (მურთადობას) იწვევს.

მუნაფიყების საბოლოო ადგილი

მუნაფიყების ბოლო მდგომარეობა ქააფირების ბოლო მდგომარეობის მსგავსია. უფრო მეტიც, იმისთვის, რომ მუსლიმებს ატყუებდნენ და თვალთმაქცობდნენ, უფრო დიდი სასჯელი მოელით. მათ შესახებ უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „9/68. აღუთქვა ალლაჰმა თვალთმაქც კაცებს და თვალთმაქც ქალებს და ურწმუნოებს ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. იგი ეყოფათ მათ (1) (ესეც მოუხდებათ სასჯელად.). და ალლაჰმა დაწყევლა ეგენი, და მათთვისაა გამზადებული მუდმივი სასჯელი!“
„4/145. უეჭველად, თვალთმაქცები ცეცხლის უფსკრულში (1) (ჯოჯოხეთის ყველაზე ქვედა ფენაში) იქნებიან და ვერ მოუნახო შენ მათ შემწე,“

ათეისტობა

მუნაფიყსა და ათეისტს შორის განსხვავება ესაა: მუნაფიყი თავის ქუფრს გულში მალავს, გარეგნულად კი მორწმუნეს წააგავს და შიშის გამო მის გულში არსებულს ვერ ამჟღავნებს. ათეისტიც მუნაფიყის მსგავსად, თავის ქუფრს გულში მალავს, თუმცა როგორც კი მომენტს ნახავს ეგრევე ამჟღავნებს და მისკენ (ქუფრისკენ) მოპატიჟებას იწყებს. 
ყველაზე გავრცელებული შეხედულების მიხედვით მსგავსი პიროვნება მონანიებისკენ დაპატიჟების გარეშე სიკვდილით უნდა დაისაჯოს. (Kavaid Fi’t-Tekfir, გვ. 30).
თუ მუსლიმების ხელში ჩავარდნამდე მოინანიებს და მის მიერ გაკეთებულ ქუფს აღიარებს, მისი მონანიება მიღებული იქნება, რის გამოც სიკვილით არ დაისჯება. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „5/34. გარდა მათი, რომელნიც იქამდე მოინანიებენ, სანამ თქვენ სძლევთ მათ (1) (ვინც მოინანიებს უკეთურობას და გახდება მორწმუნე, ის უკვე თავისუფალია ზემოთ მოხსენებული ჯარიმისაგან.). იცოდეთ, რომ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.“

მურთადობა

მნიშვნელობა: მისი ლექსიკური მნიშვნელობა რაიმეს მიტოვებით, მიმართულების შეცვლაა. ისლამურ ტერმინოლოგიაში მისი მნიშვნელობა ისლამიდან გასვლით (თუნდაც დაცინვით, ან ჯიუტობით, ან სურვილით აზრი არ აქვს, ყველა ფორმით) ქუფრში შესვლაა. იგი ოთხი ნაწილისგან შესდგება: 

1-  სიტყვით მურთადობა: ისეთი სიტყვების წარმოთქმა, რომელიც გვიჩვენებს ალლაჰისა და მისი რომელიმე შუამავლის ლანძღვა-გინებას. ასევე სიტყვები, რომელიც ალლაჰის გარდა სხვაზეა მიმართული (მაგალითად დუის სხვაზე გაკეთება) და ა.შ.
2-  ქმედებით მურთადობა: ალლაჰის გარდა სხვაზე ქედის მოხრა, ალლაჰის გარდა სხვაზე შესაწირის შეწირვა, ნებაყოფლობით ყურანის სიბინძურეში გაქნევა, ჯადოს გაკეთება, მისი სწავლება და სწავლა. ალლაჰის კანონების გარდა სხვა კანონების დაკანონება და სხვა.
3-  რწმენით მურთადობა: რწმენა იმისა, რომ ალლაჰს თანაზიარი ჰყავს, ან რწმენა იმისა, რომ ჰარამი დაშვებულია, ან რწმენა იმისა, რომ დაშვებული ჰარამია და ა.შ.
4-  ეჭვით მურთადობა: ეჭვის შეტანა იმ საკითხის მიმართ რაზეც ალლაჰმა ჰარამი გამოაცხადა.

შუამავლების ლანძღვა გინების, მუსლიმებზე გალაშქრების გარეშე პიროვნება თუ ისლამიდან გავა, მაშინ მისი მონანიებისკენ მოპატიჟება სუნნეთია. თუ მოინანიებს თავისუფალი იქნება თუ არადა სიკვდილით დაისჯება, რადგან ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „მოკალით ის, ვინც რწმენას შეიცვლის.“ (Buhari, 3017).

თუ შუამავლების ლანძღვა-გინებასთან და მუსლიმების წინააღმდეგ გალაშქრებასთან ერთად პიროვნება რწმენას შეიცვლის, მაშინ ყოველგვარი მონანიებისკენ მოპატიჟების გარეშე სიკვდილით დაისჯება. სუნნეთისა და სალაფების მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია.
ანას ბინ მალიქის გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა მექქაში შესვლის დროს იბნ-უ ჰათალ-ი როგორც კი ხელში ჩაიგდო მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა, რადგან იბნ-ი ჰათალი იყო პიროვნება, რომელიც ლანძღავდა შუამავალს და ისლამს და იბრძოდა მუსლიმების წინააღმდეგ. (Buhari, 3044). იბნ-ი ჰათალს რწმენიდან გასვლის შემდეგ შუამავალი და რელიგია რომ არ გაელანძღა, ასევე მუსლიმების წინააღმდეგაც, რომ არ გალაშქრებულიყო, როგორც სხვა ჰადისები გვიჩვენებს, ალლაჰის შუამავალი მას მონანიებისკენ მოიპატიჟებდა და ეგრევე სიკვდილით არ დასჯიდა. იბნ-ი თაიმიია ამბობს: „ის, ვინხ მხოლოდ რელიგიას შეიცვლის და მუსლიმების წინააღმდეგ არ გაილაშქრებს, არც ისლამს და შუამავალს გალანძღავს, მონანიებისკენ მოიპატიჟება და თუ არ მოინანიებს, სიკდვილით დაისჯება. ხოლო ის, ვინც რელიგიას შეიცვლის და თან რელიგიას და შუამავალს გალანძღავს, ასევე მუსლიმების წინააღდეგ თუ გაილაშქრებს, ყოველგვარი მონანიებისკენ მოპატიჟების გარეშე სიკვდილით დაისჯება.“ (Mecmuu’l-Fetâva, 20/103).

„2/217...და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთებს ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.“