03 June 2018

ზექათი, სადაყა ფითრა, სადაყა ფითრას გაცემის დრო, სადაყა ფითრა ვისზე უნდა გაიცეს, სადაყა ფითრას რაოდენობა,


ზექათის აუცილებლობა

უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „56. ილოცეთ, გაეცით ზექათი და ჰმორჩილებდეთ შუამავალს, ეგებ შეიქმნათ შეწყალებულნი!“ (სურა ნუურ).
13აღავლინეთ ლოცვა და გაიღეთ სავალდებულო მოწყალება…” (სურა ალ-მუჯაადილა).
იბნი აბბასი, აბუ სუფიანისგან გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) ჩვენ ნამაზის შესრულება, ზექათის გაცემა, ნათესავებთან ურთიერთობა და მოკრძალებულად ყოფნა გვიბრძანა.“ (ბუჰარი, ზექათ).
იბნი აბბასი (რადიალლაჰუანჰ) გადმოგვცემს: „შუამავალმა (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) იბნ ჯაბალს ეგვიპტეში წასვლამდე უბრძანა: ეგვიპტელებს უპირველესყოვლისა უთხარი, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ის, რომ მე მისი შუამავალი ვარ. თუ ამ ორ პირობას დაამოწმებენ, შემდეგ უთხარი, რომ დღეში ხუთჯერ ნამაზი შეასრულონ. თუ ამაზეც დაგთანხმდებათ, შემდეგ აცნობეთ, რომ ალლაჰმა მათი ქონებიდან წილის გაცემა (ზექათი) ფარძად დააწესა. ზექათი მდიდრიდან ღარიბზე ქონების გადანაწილებას ნიშნავს.“ (ბუჰარი, ზექათ, 1).
უზენაესი ალლაჰი მხოლოდ და მხოლოდ ჰალალი გზით მოპოვებული ქონებიდან გაცემულ ზექათს მიიღებს: „263. კეთილი სიტყვა და მიტევება უკეთესია ისეთ მოწყალებაზე, რომელსაც თან ახლავს წყენა. და ალლაჰი ყოვლადმდიდარია, შემწყნარებელია.“ (სურა ბაყარა).
„276. ალლაჰი კრძალავს (1) (სპობს: პროცენტიდან შემოსულ მონაგებს არ აქვს ბარაქა) მევახშეობას და ამრავლებს (2) (ხვასა და ბარაქას მიჰმადლის მას, ვინც მოწყალებას გაიღებს ალლაჰის გზაზე) მოწყალების გაღებას. და ალლაჰს არ უყვარს არც ერთი ურწმუნო და ცოდვილი.
277. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი საქმენი, დადგნენ ლოცვად და გაიღეს ზექათი, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, და არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ ისინი.“ (სურა ბაყარა).
უზენაესი ალლაჰი პროცენტის განადგურების შესახებ გვამცნობს. ალლაჰი პროცენტის გამო ადამიანს ამიერ და იმიერ ქვეყანაზეც დასჯის. სხვა აიათში, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„100. „ცუდი (აკრძალული) კარგს (ნებადართულს) ვერ გაუტოლდება, თუნდაც ცუდის სიჭარბე გაკვირვებდეს“. (სურა მაიდა).
„37. რათა ალლაჰმა გამოარჩიოს ბილწი (1) (ურწმუნო) კარგისგან (2) (მორწმუნისგან); და რათა ერთმანეთზე დააწყოს ბილწნი, ერთად შეკრას და ამრგვარად ჯოჯოხეთში განაწესოს ისინი...“ (სურა ანფალ).
„39. ხალხის ქონებიდან მონაგარისთვის, ყოველგვარ პროცენტად მიცემული, სარგებელს არ მოიტანს ალლაჰის წინაშე. ხოლო ყოველი გაცემული სავალდებულო მოწყალება, წადილით ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად, გაგიორმაგდებათ!“ (სურა არ-რუუმ).
იმამ თაბარი ალლაჰის სიტყვების ალლაჰი კრძალავს მევახშეობას შესახებ ამბობს: „ეს აიათი მსგავსია იბნ მესუდ-ის მიერ გადმოცემული შუამავლის (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) სიტყვებისა: „პროცენტი (მოგება) ბევრი რომც იყოს, მისი შედეგი მცირეა“. მსგავსს ჰადისს იმამ აჰმად ბინ ჰანბელი, იბნ მესუდის საშუალებით (რადიალლაჰუანჰ) შუამავლის (სალლალაჰუალეიჰი ვა სალლამ) ნაამბობს გადმოგვცემს: „უეჭველად, პროცენტი (რაოდენობით) ბევრი რომც იყოს, მისი შედეგი მწირეა.“[1]( Ahmed b. Hanbel, 1/395-424.).
იმამ ბუჰარი გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (صلى اللّٰه عليه وآله وسلم) ბრძანა: „ის, ვინც ჰალალი გზით მოპოვებულ ჰურმის ღირებულებას მოწყალებად გაიღებს, (ალლაჰი მხოლოდ ჰალალს იღებს), ალლაჰი მას მარჯვენა ხელით მიიღებს, შემდეგ კი მის მიერ გაცემულ მოწყალებას მთის ზომამდე გაზრდის.“[2]( Buhari, 1410; Müslim, 7340, 1014; Ahmed b. Hanbel, 2/538.).
ალლაჰს არ უყვარს არც ერთი ურწმუნო და ცოდვილი.“ ანუ ალლაჰს არ უყვარს ურწმუნო ხალხი, რომელიც სიტყვითა და საქმით ძალიან ბევრ ცოდვას სჩადის. ეს სიტყვები დაკავაშირებულია აიათის წინა სიტყვებთან: მას, ვისაც პროცენტთან აქვს შეხება, ალლაჰის მიერ ბოძებულ ნიმეთსა (წყალობასა) და ჰალალი გზით მოპოვებულ ქონებას არ სჯერდება, რის გამოც საძაგელი გზებით მოპოვებული ქონებით იკვებება. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ალლაჰის მიმართ უმადურია და ადამიანების ქონებას ყოველგვარი უფლების გარეშე მიითვისებს, ძალიან დიდ ცოდვილად ითვლება.
ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი წარღვნის დღეს მფარველობას ჰპირდება და აქებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ალლაჰის სწამთ, მის ბრძანებებს ემორჩილებიან, ალლაჰს მადლობას უხდიან, ასრულებენ ნამაზს და იხდიან ზექათს, უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი საქმენი, დადგნენ ლოცვად და გაიღეს ზექათი, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, და არცა შიში ექნეთ და არცა დამწუხრდნენ ისინი.“

სადაყა ფითრა

ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა, სადაყა ფითრას გაცემა ვააჯიბია იმ მუსლიმებისთვის, რომლებსაც არსებობისთვის საჭირო რაოდენობის გარდა, სხვა ქონება ან შემოსავალი აქვთ. (მდიდარი იქნება თუ ღარიბი მნიშვნელობა არ აქვს).
ჰადისებში სადაყა ფითრას რაოდენობა ქერით, ხორბლით, ჰურმითა და ყურძნით განისაზღვრება, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 3 კილოგრამია. ეს განსაზღვრება იმ დროის ხალხის ეკონომიკური პირობებისა და საკვების ხარისხის მიხედვითაა დადგენილი, რაც ერთი დღის საკვების რაოდენობაზე მიუთითებს.

სადაყა ფითრას გაცემის დრო

გაცემისთვის ნებადართული დრო: სადაყა ფითრას გაცემა, ბაირამამდე ერთი-ორი დღით ადრე დასაშვებია. იბნი ომარ-ის (რადიალლაჰუანჰ) მიერ გათავისუფლებული მონა, რომლის სახელია ნაფი, გადმოგვცემს: „სადაყა ფითრას, ბაირამამდე ერთი-ორი დღით ადრე გასცემდნენ.“[3] (Buhârî, 1536).
გაცემისთვის ვააჯიბი დრო: ეს დრო , რამაზნის თვის ბოლო დღეს, მზის ჩასვლისას იწყება და ბაირამ ნამაზის დაწყებისთანავე სრულდება. სადაყა ფითრას გაცემისთვის ყველაზე სასარგებლო დროფაჯრის (დილის ნამაზის) მერე, ბაირამ ნამაზამდეა“. რადგან ალლაჰის შუამავალმა, სადაყა ფითრას გაცემა ბაირამ ნამაზის შესრულებამდე ბრძანა.[4] (ბუჰარი და მუსლიმის საჰიჰი ჰადისებიდან).
თვის დასაწყისში და თვის შუა რიცხვებში სადაყა ფითრას გაცემა დაშვებული არ არის, რადგან ამასთან დაკავშირებით სარწმუნო ჰადისები არ მოსულა. ეს სადაყა განსაზღვრულ დროსთანაა დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის გარდა სხვა დროში გაცემა მოსაწონი / დასაშვები არ არის.
ცოდვა დაეწერება მას, ვინც შეგნებულად სადაყა ფითრას ბაირამ ნამაზის შემდეგ დატოვებს. შეგნებულად ნამაზის შემდეგ გაცემული სადაყა, ზექათის ადგილას არ იქნება და მისი გაცემული მოწყალება სხვა, რომელიმე სადაყას ადგილას დაეწერება. იბნი აბბას- (რადიალლაჰუანჰ) ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) სიტყვას გადმოგვცემს: „ის, ვინც სადაყა ფითრას ბაირამ ნამაზამდე გასცემს, მისი სადაყა მიღებული იქნება.“[5] (Ebû Dâvûd, 1609. ალ-ალბანი ამ ჰადისს ჰასენს უწოდებს).
დროის გასვლის შემდეგ პიროვნებას სადაყა ფითრა ჯერ კიდევ გადახდილი თუ არ აქვს, მაშინ შეძლებისთანავე უნდა გადაიხადოს. „რადგან ეს სადაყა, უფლებაა მათი პატრონებისა, რომელიც გაჭირვებულებზე უნდა გაიცეს და სადაყას ვალი მაშინ იქნება გადახდილი, როცა სადაყა თავის პატრონს გადაეცემა.“(el-Muhallâ, 6/143). „დრო გასული რომც იყოს, ეს სადაყა თავის პატრონს უნდა გადაეცეს.“((el-Muğni, 2/676’da).

სადაყა ფითრა ვისზე უნდა გაიცეს

სადაყა ფითრა მხოლოდ და მხოლოდ გაჭირვებულზე (რომლებსაც დღიური საკვები არ გააჩნიათ) უნდა გაიცეს, რადგან იბნ აბბას- გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა სადაყა ფითრა, გაჭირვებულების დასაკმაყოფილებლად დააწესა.“(Ebû Dâvûd, 1609.)).
სადაყა ფითრა ზექათის მსგავსად, შემდეგ პიროვნებებზე უნდა გაიცეს: „60. უეჭველად, მოწყალებანი (1) (ზექათი) სავალდებულოა ალლაჰისგან და განკუთვნილია: უპოვართათვის, ღატაკთათვის, ასევე იმათთვის, ვინც ამ საქმითაა დაკავებული (2) (ზექათის ამკრებნი, დამწერნი და გამნაწილებლები), ვისი გულების მოგებაც შესაძლებელია (3) (რათა მუსლიმი გახდეს), მონათათვის (4) (რათა გამოისყიდონ თავიანთი თავი), ასევე ვინც ვალშია, ვინც ალლაჰის გზას ადგას (5) (ვინც იბრძვის ალლაჰის გზაზე, ეს პირდაპირი მნიშვნელობით იქნება თუ არაპირდაპირი) და მგზავრთათვის. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!“ (სურა თავბა).
აიათში მოხსენებული რვა კლასის გარდა, სხვაზე სადაყა არ გაიცემა. იბნუ ყაიიმ-მა თქვა: „სადაყა ფითრას გაჭირვებულებზე განაწილება, შუამავლის (სალლალლაჰუალეიჰი ვა სალლამ) სუნნეთიდანაა. ამ რვა კლასის გარდა, საჰაბეები და მისი შემდგომი შთამომავლობა, სადაყას სხვას არავის აძლევდნენ.“(Zâdu’l-Meâd, 2/22).

სადაყა ფითრას რაოდენობა

სა’” პურეულის საზომი ერთეულია, რისი წონაც ზუსტად გარკვეული არ არის, რადგანსა’“- სიმძიმე, პროდუქტის მიხედვით იცვლება. მაგალითად ერთისა’“ ხორბლის, ერთსა’“ ბრინჯის და ერთისა’“ ჰურმის წონა ერთი და იგივე არ არის. „სა’“ დაახლოებით 3280 მილიგრამს, ანუ 3 ლიტრა და 280 მილიგრამი წყლის წონის ტოლია. ასევე ერთისა’“ 2 კგ და 40 გრამი კარგი ხორბლის და 2 კგ და 176 გრამი საშუალო ხარისხის ხორბლის წონის ტოლიც არის.(eş-Şerhu’l-Mumti’, 2/688).
ერთისა’“ ოთხმუდდას“- უდრის. „მუდდას რაოდენობა კი, ადამიანის ორივე ხელის გულში მოთავსებული საკვების რაოდენობის ტოლია.“Lisânu’l-Arab, 3/400, en-Nihâye, 4/38).
ზოგიერთი საკვებისსა’“- შესაფერისი წონა ასეთია: ეგვიპტის ბრინჯი 1 „სა’“ = 3200 გრ. წითელი ოსპის 1 „სა’“ = 2950 გრ. ლობიოს 1 „სა’“ = 2950 გრ. შაქრის 1 „სა’“ = 3240 გრ. მწვანე ოსპის 1 „სა’“ = 2850 გრ. ბარდას მარცვლის 1 „სა’“ = 2850 გრ. ხორბლის 1 „სა’“ = 3150 გრ. გამხმარი ყურძნის 1 „სა’“ = 2300 გრ.
სადაყა ფითრას რაოდენობა განისაზღვრება იმ საკვების მიხედვით, რომელიც ქალაქში ყველაზე მეტად გავრცელებულია, რომლის რაოდენობაც ერთისა’“ უნდა იყოს. აბუ საიდ ალ-ჰუდრი (რადიალლაჰუანჰ) გადმოგვცემს: „სადაყა ფითრას ერთისა’“ ხორბლით, ან ერთისა’“ გამხმარი ჰურმით, ან ერთისა’“ გამშრალი რძით, ან ერთისა’“ გამხმარი ყურძნით ვიხდიდით.“((Buhârî, 1435, 1439)).

სადაყა ფითრას ადგილას საკვების ნაცვლად მისი ღირებულების გაცემის ჰუქმი

სწავლულების გადაწყვეტილებით სადაყა ფითრის ფულით გადახდა დასაშვები არ არის. ასეთი გზით გაცემული სადაყა მიღებული არ არის, რადგან:
1)            ღვთისმსახურებანი ალლაჰის წიგნზე და შუამავლის სუნნეთზე დაყრდნობით სრულდება. „ვინც ისლამში არ არსებული გამოიგონოს, ის მიუღებელი იქნება.“ ამის საფუძველზე ალლაჰის შუამავალმა სადაყა ფითრას გაცემა ერთისა’“ ჰურმის, ერთისა’“ გამხმარი ყურძნის და .. რაოდენობით დააწესა. ამის საწინააღმდეგოდ მოქმედება დაუშვებელია, რადგან უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: „63. დაე, გაფრთხილდნენ ისინი, რომელნიც მის (შუამავლის) ნებას ეწინააღმდეგებიან, რომ არ დაატყდეთ თავს განსაცდელი ან მწარე სასჯელი!“ (სურა ან-ნუურ).

2)            სადაყა ფითრას ფულით გაცემა, ჰალიფების წინააღმდეგ წასვლასაც ნიშნავს, რადგან ჰალიფებს მიუხედავად იმისა, რომ ფული (ან მისი მსგავსი ღირებულება) ჰქონდათ, ისინი სადაყას საკვები საშუალებებით გასცემდნენ.

3)            სადაყა ფითრას რაოდენობა საკვებით განისაზღვრა, რომლის რაოდენობას ერთისა’“-თი იზომება. ერთისა’“ სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიხედვით, სხვადასხვა რაოდენობას განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად, მისი შესაბამისი ფასის დადგენა ფულადი საშუალებით შეუძლებელია.

4)            სადაყა ფითრას გადახდა საკვები ნივთიერებების საშუალებით, სამი მეზჰების იმამების აზრიცაა (მალიქი, შააფი, ჰანბელი). მხოლოდ და მხოლოდ იმამ ჰანეფის აზრი იყო განსხვავებული. ამ იმამების შეხედულებები შემდეგია: იმამ მაალიქ-მა თქვა: „სადაყა ფითრას გადახდა, რაიმე მატერიალური (ფულადი) ღირებულებებით დასაშვები არ არის. ალლაჰის შუამავალს ასე არ უბრძანებია.“ (el-Mudevvenetu’l-Kübrâ, 2/358’).
იმამ შააფიმ თქვა: „სადაყა ფითრას ადგილას (ფულადი) ღირებულება მიღებული არ არის.“ (el-Mecmû, 6/110; el-Umm, 2/72’).
შააფი მეზჰებიდან, იმამ ნავავი ამბობს: „ფულადი ღირებულების გადახდა დასაშვები არ არის.“ (Şerhu Muslim, 7/60’).
იმამ აჰმედ- ამბობს: „(ფულადი) ღირებულება არ გაიცემა.“ (el-Muğnî, 2/358’). იმამ აჰმედს უთხრეს, რომ ომარ ბინ აბდულაზიზი სადაყას ადგილას (ფულად) ღირებულებას გასცემდა, იმამმა ასეთი პასუხი გასცა: „ალლაჰის შუამავლის სიტყვების გვერდის ავლით, „ვიღაცამ ასე თქვა“- ამბობენ. იბნ ომარი (რადიალლაჰუანჰ) ასე ამბობდაო ამბობენ, პასუხად კი: „ალლაჰის შუამავალი ასე ამბობდა...“, „აიათში ნათქვამია, ალლაჰსა და მის შუამავალს გაჰყევით..“. „ხალხმა სუნნეთი მიატოვა და მის ადგილას ამბობენ: „ამან ასე თქვა, იმან ასე თქვა..“.





[1] აჰმედ ბინ ჰანბელ, 1/395-424.
[2] ბუხარი, 1410; მუსლიმ, 7340, 1014; აჰმედ ბინ ჰანბელ, 2/538.
[3] ბუხარი, 1536
[4] ბუჰარი და მუსლიმის საჰიჰი ჰადისებიდან
[5] აბუ დავუდ, 1609. ალ-ალბანი ამ ჰადისს ჰასენს უწოდებს