01 June 2018

23. შაჰადას მნიშვნელობა და მისი პირობები - მერვე პირობა: "საჭიროებისამებრ მოქმედება"


მერვე პირობა

"საჭიროებისამებრ მოქმედება"

ქელიმეი თავჰიდის პირობებიდან ერთ-ერთი, ამ სიტყვის მიხედვით მოქმედებაა. შუამავლები, წიგნები და ადამიანები ამ სიტყვის (ქელიმეი თავჰიდის) მოქმედებაში მოყვანისთვის მოევლინენ.

„51/56. და მე არ გამიჩენია ჯინები და ადამიანები, თუ არა ჩემდამი თაყვანისცემისთვის.“

როგორც აიათშია გადმოცემული, ადამიანებისა და ჯინების გაჩენის ერთადერთი მიზანი ალლაჰზე მსახურებაა.

„21/25. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენ უწინ არც ერთი შუამავალი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: ,,არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. ამიტომაც მხოლოდ მე მეცით თაყვანი!““

„16/36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან არიან ისეთნიც, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას და არიან ისეთნიც, რომელთაც დამსახურებულად განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული ურწმუნონის!“

ეს და სხვა მრავალი აიათი გვამცნობს თუ რა არის შუამავლების და მორწმუნეების მისია. ახლა კი გადმოგცემთ ‘ქადისიია’-ს ომის დროს, ირანის კაპიტნის ‘რუსთამ’-სა და სა’დ ბინ აბუ ვაქქას-ის მიერ გაგზავნილ ‘რიბ’ი ბინ ამრ’-ს შორის საუბარს. რუსთამ-ი რიბ’ი-ს ეუბნება: „რა არის ის, რამაც მოგიყვანათ აქ, რომ შეგვებრძოლოთ ჩვენ?. რიბ’ი პასუხად: „ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ ადამიანი ადამიანის მონობიდან გავათავისუფლოთ და მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის მსახურებისკენ მოვუწოდოთ.“ შემდეგ რუსთამი-ს ირგვილ თავდახრილ ჯარს მიუბრუნდა და უთხრა: „თქვენს შესახებ ბევრი რამ მსმენია. თუმცა მე თქვენზე უჭკუო ხალხი ჯერ არ მინახავს. ჩვენ, მუსლიმები ერთმანეთს მონებად არ ვიყენებთ. ვფიქრობდი, რომ თქვენც ჩვენსავით ერთმანეთის დამხმარენი იყავით, სინამდვილეში კი, თქვენ ერთმანეთი ღმერთებად დაგიყენებიათ!“ (Fıkhu’s-Siyre, Ramazan el-Butî, გვ. 100, 101).

როგორც ხედავთ, ყოველი შუამავლის საერთო მოწოდება იყო ის, რომ ადამიანები ადამიანების მონობისგან გადაერჩინათ და თაყვანი ეცათ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ალლაჰისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვა „ლაა ილაჰა ილლალლაჰ“-ის წარმოთქმა და ამავდროულად ალლაჰზე მსახურებისგან შორს ყოფნა შეუძლებელია.  ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) მუაზ ბინ ჯაბალ-ს ჰკითხა: „ეი მუაზ! იცი რა არის ალლაჰის ვალდებულება მორწმუნეების წინაშე და მორწმუნეების ვალდებულება ალლაჰის წინაშე? მუაზმა უპასუხა: „ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთესად იცის.“ ამის შემდეგ შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „უეჭველად! მორწმუნეების ვალდებულება არის ის, რომ ალლაჰს ემსახუროს თანაზიარის დაყენების გარეშე, ხოლო ალლაჰის ვალდებულება არის ის, რომ მისზე თანაზიარის არ დამდგენი არ დასაჯოს.“ (Buhari, Cihad, 46; Müslim; İman, 30).

სხვა გადმოცემებში: „ის, ვინც ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ს იტყვის სამოთხეში შევა.“, ფორმითაა გადმოცემული. ეს ჰადისი მიეკუთვნება იმ ჰადისების რიცხვს, რომლებსაც თან ესაჭიროებათ სხვა დალილები, ანუ მხოლოდ ამ ჰადისით ჰუქმი არ მიიღება და თუ გვსურს ამ ჰადისის სწორად გაგება, სხვა დალილის მოშველიებაა საჭირო. ისლამის სწავლულების მიხედვით, ამ ჰადისის ერთ-ერთი დამხმარე ჰადისი, ზემოთ მოყვანილი მუაზ-ის ჰადისია. ჰადისის სხვა დამხმარე ჰადისი კი შემდეგია: ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ) ბრძანა: „ჰარამია სისხლი და ქონება იმის, ვინც წარმოსთქვა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ და უარყო ალლაჰის გარდა ყველა სათაყვანებელი.“ (Müslim İman, 37). ანუ: ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებლის უარყოფის გარეშე წარმოთქმული სიტყვა ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’, სარგებელს არ მოიტანს.

არ გვაქვს უფლება გამოვყოთ ყურანი და სუნნეთი. ასევე არ გვაქს უფლება არაფრად ჩავთვალოთ ერთიდაიგივე თემის შესახებ შუამავლის სხვადასხვა სიტყვები. წინააღმდეგ შემთხვევაში დალილების არასწორი გაგებისთვის ჭეშმარიტ გზას ავსცდებით. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ შუამავლის მიერ გადმოცემულ სხვა ჰადისებს, ისინი მხოლოდ ერთ-ერთს აიღებენ და მისით მოქმედებენ, რის გამოც განცალკევებისა და დაყოფის მიზეზი ხდებიან.
ახლა კი ამ თემასთან დაკავშირებით, გადმოგცემთ აბდულ მუნ’იმ’ინ-ის სიტყვებს. ის ასე ამბობს: „ჰადისის მნიშვნელობა, რომლის მიხედვით: ‘ალლაჰი ცეცხლს ჰარამად დააწესებს მათთვის, ვინც ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებას უარყოფს.“ (Buhari, İlim, 49). არის შემდეგი: „მორწმუნეების ვალდებულება ალლაჰის წინაშე არის ის, რომ თაყვანი სცეს ალლაჰს, როგორც შინაგანად ასევე გარეგნულად, ანუ პრაქტიკულად უნდა ამტკიცებდეს ალლაჰის ერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვით წარმოთქმა საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ ცეცხლი მისთვის ჰარამად იქცეს.“

საქმე მხოლოდ სიტყვის წარმოთქმაში, რომ ყოფილიყო, მექქელ მუშრიქებს შირქთან ერთად, შეეძლოთ ‘ლაა ილაჰა ილლალლაჰ’ სიტყვების წარმოთქმა, რის შემდეგაც მათთვის მუსლიმებთან ბრძოლა საჭირო აღარ გახდებოდა. მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ სიტყვიერად წარმოთქმა არ კმარა და საჭირო იყო მისით (ლაა ილაჰა ილლალლაჰ-ით) მოქმედება. იცოდნენ, რომ თუ იტყოდნენ ამ სიტყვებს თან უნდა დაემტვრიათ მათი ყალბი კერპები, უნდა შეეცვალათ მათი ყალბი ტრადიციები, უნდა გაეუქმებინათ მონობა, ყველა ერთმანეთის თანასწორად უნდა გამოეცხადებინათ და ა.შ. თუმცა მათ არ მიატოვეს თავიანთი ყალბი ღმერთები, ტრადიციები და გადაწყვიტეს გალაშქრებულიყვნენ შუამავლისა და მუსლიმების წინააღმდეგ.

იბნ-ი თაიმიია ალლაჰის სიტყვების: „24/47. ისინი (პირმოთნენი) ამბობენ: „ვიწამეთ ალლაჰი და შუამავალი და ვემორჩილებით.“ მაგრამ ამის შემდგომ ერთი ნაწილი ამათგან პირს იბრუნებს და სწორედ ეგენი არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი!“ შემდეგ ამბობს: „აიათის მიხედვით, ამელის (საქმე, ქმედება) მიმტოვებლის რწმენა გაუქმდა. ყურანში სხვადასხვა ადგილას გადმოცემულია, რომ მუნაფიყების რწმენა გაუქმებულია, ამასთანავე ამელის მიმტოვებლის რწმენაც გაუქმებულია.“ (Mecmuu’l-Fetâva, 7/142. “რწმენიდან გამყვანი ქმედებები” წიგნიდან.. გვ. 192).

იმამ შავქანი ამბობს: „ვინც ისლამის პირობებთან ერთად, ყველა ფარძს მიატოვებს და მხოლოდ შაჰადას წარმოთქმით კმაყოფილდება, მძვინვარე ქუფრით ქააფირი გახდა..“ (იგივე წიგნი.. გვ. 192).