10 June 2018

2. მმართველობა - არჩეულნი


არჩეულნი

არჩეულში პარლამენტარი, ხალხის წარმომადგენელი იგულისხმება. მათი არჩევის მიზანი პარლამენტში შესვლა და კანონის გამოცემაა. პარლამენტი ქუფრის ცენტრი, მასში შემსვლელი პიროვნება კი ქააფირია.
არგუმენტი:

არ ხელმძღვანელობენ იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა

„5/44... ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, სწორედ ეგენი არიან ურწმუნონი.“
აიათის ჩამოსვლის ორი მიზეზი არსებობს:
a.       აჰლი ქითაბი ღარიბ მრუშს სიკვდილით სჯიდა. მდიდარ მრუშს კი მხოლოდ როზგავდა. მრუშობის გავრცელების შემდეგ გადაწყვიტეს ისეთი სასჯელი ეპოვათ, რომელიც მდიდრებისთვისაც და ღარიბებისთვისაც საერთო იქნებოდა, რის გამოც ეს აიათი მოევლინა.
b.      წინა მიზეზის მსგავსად ამჯერად ცვლილება კაცის მოკვლისთვის ანაზღაურებაში შეიტანეს, რის გამოც აიათი მოევლინა.
აქედან გამომდინარე, უზენაესმა ალლაჰმა მხოლოდ ერთი ჰუქმის შეცვლისთვის მათ ქააფირი უწოდა. დღევანდელმა პარლამენტმა კი ალლაჰის კანონი მთლიანად შეცვალა.

პირველი ეჭვი: ზოგიერთი ამბობს, რომ ეს აიათი აჰლი ქითაბს ეხება და არა ჩვენ.

პასუხი: თაფსირის მეთოდში ერთ-ერთი საფუძველი არსებობს: გაფრთხილების შესახებ მოვლენილი აიათი ზოგადია, რაც იმას ნიშნავს, რომ აიათი მხოლოდ მოვლენის მიზეზს არ ეხება. მსგავსი ეჭვი საჰაბეს დროსაც წარმოიშვა, რის შესახებაც ჰუზაიფამ (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა:
„რა კარგია! ყველაფერი ცუდი აჰლი ქითაბს და ყველაფერი კარგი თქვენ ხო?!“
აიათები მოვლენის მიზეზის მიხედვით, რომ გავანაწილოდ, ხელში დაახლოებით ასი აიათი დაგვრჩება, რომლებიც მუსლიმების შესახებ მოევლინა!

მეორე ეჭვი: ზოგიერთი მაიდა სურას 44, 45 და 47 აიათებზე დაყრდნობით ქააფირს, უსამართლოს და ფასიყს უწოდებს მას, ვინც ალლაჰის კანონებით არ განსჯის.

პასუხი: ყურანში  უსამართლობისა და ფასიყის სიტყვები ქუფრისა და შირქის მნიშვნელობითაც გამოიყენება.
„31/13. და აკი, უთხრა ლუყმანმა თავის ძეს ანდერძად: „ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, კერპთაყვანისმცემლობა უდიდესი უსამართლობაა (ზულუმ)!““
უზენაესი ალლაჰი ყურანში რამოდენიმე ადგილას ქააფირებს ზალიმებად (უსამართლოებად) და ფასიყებად მოიხსენიებს:
„9/23... სწორედ, რომ ისინი არიან უსამართლონი (ზალიმნი).
24... ხოლო ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უკეთურ (ფასიყ) ხალხს!“
რაც იმას ნიშნავს, რომ ყურანში ზულუმსა და ფასიყს ორი მნიშვნელობა აქვს:
-         გამოიყენება ქუფრის მნიშვნელობით, რის გამოც პიროვნება ისლამიდან გადის,
-         გამოიყენება ისეთი მნიშვნელობით, რომ პიროვნება ისლამიდან არ გადის.
მმართველობის შესახებ მოვლენილ აიათებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მათში მოცემული სიტყვა ფასიყი და ზალიმი ქუფრის მნიშვნელობით გამოიყენება.

მესამე ეჭვი: ზოგიერთი ამბობს: „პიროვნება ალლაჰის მიერ მოვლენილ კანონებს თუ უარყოფს და არ მოიყვანს სიცრუეში მაშინ, ქააფირი გახდება. ხოლო, თუ არ უარყოფს და ზოგიერთი მიზეზის გამო არ მოიყვანს სიცრუეში, მაშინ ქააფირი არ გახდება.“

პასუხი: აიათის გარეგნობის მიხედვით, აშკარაა ის, რომ ქააფირია პიროვნება, რომელიც ალლაჰის მიერ მოვლენილი კანონებით არ განსჯის. მსგავსი მოსაზრება უსაფუძვლო და ეშმაკის ჩაძახილია. საჰაბეს სიტყვაც კი ვერ შეცვლის ყურანის მნიშვნელობას და უსაფუძვლო სიტყვა როგორ შეძლებს მის შეცვლას?!
აიათის მოვლენის მიზეზში ებრაელებმა ალლაჰის კანონი არ უარყვეს, უბრალოდ ღარიბსა და მდიდარს საერთო სასჯელი უპოვეს. უზენაესი ალლაჰი ყურანში თაქფირის დროს, ადამიანების სიტყვასა და ქმედებას ანიჭებს უპირატესობას. უარყოფა კი გულის ქმედებაა, რის გამოც ჩვენ ეგ არ გვეხება.
„9/65. და თუ მათ შეეკითხები (1) (თებუქის მოგზაურობის დროს, როცა შენს ერთად გზას ადგანან: რატომ დაგცინოდნენ შენ, ყურანს და ალლაჰს?), უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?“
აიათის მიხედვით, უზენაესმა ალლაჰმა მათ თაქფირი გამოუტანა. ალიმების საერთო აზრის მიხედვით, ის, ვინც ალლაჰის სიტყვასა და შუამავლის სუნნეთზე ცუდს იტყვის, მათი სიწმინდე რომც არ უარყოს, ქაფირი გახდება, რაც იმას, ნიშნავს რომ ქუფრი სიტყვა და საქმე თუ შესრულდება მის უარყოფა-მიღებას ყურადღება არ ექცევა.
ქუფრის სხვადასხვა სახეობა არსებობს. უარყოფის ქუფრი ამ სახეობებიდან ერთ-ერთია. მაგალითად: ეშმაკმა ალლაჰი არ უარყო. მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის სიტყვას არ დაემორჩილა და ადამს სეჯდე არ გაუკეთა, რის გამოც უზენაესმა ალლაჰმა მის შესახებ ბრძანა: „2/34. და (გაიხსენე) აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, უარი თქვა, გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.“
ეშმაკის მიერ ჩადენილი ქუფრის სახეობა უარყოფა კი არა სიამაყეა. მექქელი მუშრიქებიდან ზოგიერთმა (მაგ. აბუ ტალიბმა) იცოდა, რომ შუამავალი მართალი იყო, თუმცა წინაპრების რელიგიის მიბაძვის გამო შუამავალს არ დაემორჩილეს.

შენიშვნა: აჰლის სუნნეთის მიხედვით, რწმენა სიტყვისგან, ქმედებისგან და დაჯერებისგან შედგება. აქედან გამომდინარე, რწმენის საწინააღმდეგო ქუფრი, სიტყვის, ქმედების და დაჯერების საფუძველზე წარმოიქმნდება. მობიდათე ხალხის მიხედვით კი, რწმენა მხოლოდ და მხოლოდ სიტყვისგან (დამოწმებისგან) შედგება, რის გამოც მათი აზრით, ქუფრიც დამოწმების საწინააღმდეგო უარყოფის საფუძველზე წარმოიქმნება.

მეოთხე ეჭვი: ამ აიათის შესახებ იბნი აბბასის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) ნათქვამს გადმოსცემენ: „ქუფრი, რომელიც ქუფრი არ არის.“ - ანუ ქუფრი, რომელიც პიროვნება რწმენიდან არ გაყავს.

პასუხი:
1.    ეს გადმოცემა საჰიჰი (სანდო, სარწმუნო არ არის). ისნადში (გადმომცემთა ჯაჭვში) ჰიშამ ბინ ჰუჯაირია, რომელიც სუსტ გადმომცემად მიიჩნევა.
2.    მსგავსი, რამ სარწმუნოდ რომც ჩავთვალოთ, იბნი აბბასის ეგ სიტყვა ამ აიათის თაფსირს (განმარტებას) არ ეკუთვნის. ხარიჯიტებმა ამ აიათზე დაყრდნობით ალის (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თაქფირი როცა გამოუტანეს, იბნი აბბასმაც მსგავსი კომენტარი გააკეთა.
3.    ასევე, ეს გადმოცემა სანდოთ რომც მივიჩნიოთ, საჰაბეს სიტყვა არგუმენტად ითვლება? ამასთან დაკავშირებით სწავლულებს შორის ორი აზრია. აზრი, რომლის მიხედვითაც საჰაბეს სიტყვა არგუმენტია, ორ პირობას უნდა შეიცავდეს:
a.       ყურანისა და სუნნეთის საწინააღმდეგო არ უნდა იყოს,
b.      სხვა საჰაბეს სიტყვის საწინააღმდეგო არ უნდა იყოს.
იბნი აბბასისგან (რადიალლაჰუ ‘ანჰ) გადმოცემული ეს სიტყვა თვითონ აიათის საწინააღმდეგოა. ასევე, საჰაბე იბნი მესუდმა (რადიალლაჰუ ‘ანჰ) თქვა, რომ აიათში დიდი ქუფრი იგულისხმება. სანდო წყაროდან იბნი აბბასის სიტყვებია გადმოცემული, რომლის მიხედვით, მან თქვა, რომ ალლაჰის კანონის გარდა სხვა კანონით განსჯა ქუფრია.

კანონის გამოცემის გამო ქააფირები არიან

დაკანონების უფლება მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის.
„12/40... უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.“
„18/26... მსჯავრში ვერავინ შეეზიარება მას!“
„42/21. ან იქნებ ჰყავთ მათ თანაზიარნი, რომლებმაც დაუკანონეს მათ სარწმუნოებაში ის, რისი უფლებაც ალლაჰს არ მიუცია?“
აქედან გამომდინარე, ის, ვინც კანონს გამოსცემს საკუთარ თავს ალლაჰს უტოლებს, რის გამოც ურწმუნოა.

პარლამენტარები ალლაჰის კანონს ცვლიან

ისინი დასაშვებად აცხადებენ მას, რაც აკრძალულია და აკრძალულად აცხადებენ მას, რაც დაშვებულია. თავბა სურას 31-ე აიათის თაფსირში მოცემულია, რომ ის, ვინც მსგავსად მოქმედებს ალლაჰს თავს უტოლებს.
„9/37. უეჭველად, გადავადება აღრმავებს ურჯულოებას, და ამით ააცდენს იმათ, რომელთაც უარყვეს. ნებადართულად თვლიან ეგენი მას ერთ წელიწადს, და კრძალავენ მას მეორე წელიწადს, რათა გაათანაბრონ რიცხვი, რაც აკრძალა ალლაჰმა. ამგვარად ალლაჰის აკრძალულს ნებადართულად თვლიან. მოეკაზმათ მათ საკუთარი საქციელი. და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურწმუნო ხალხს!“
ალლაჰის მიერ განსაზღვრული დღეებიდან ერთი დღის შეცვლა თუ ქუფრია, მაშინ ალლაჰის მთელი კანონებით თამაში რა იქნება?

პარლამენტი არის ადგილი, სადაც ალლაჰის აიათებს უარყოფენ და დასცინიან

„4/140. უეჭველად, გარდმოგივლინა (1) (ალლაჰმა) თქვენ წიგნში (2) (წმინდა ყურანში) თუკი გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით (3) (იგივე ცოდვა დაგეწერებათ). უეჭველად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში!“
ეს აიათი არგუმენტია იმის, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ისეთ ადგილას გაჩერება, სადაც ალლაჰის აიათების უარყოფა და დაცინვა სრულდება, ქუფრია. ამ საკითხის მიმართ ისლამის სწავლულებს შორის სხვადასხვა აზრი არ არსებობს. მოქმედსა და ქმედებაზე კმაყოფილების გამომხატველს შორის განსხვავება არ არის. პიროვნების მსგავს ადგილას დასწრება, ნამოქმედარზე კმაყოფილების გამოხატულებაა.
დღევანდელ პარლამენტში ისლამს უარყოფენ და არაფრად აგდებენ. ყოველმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ პარლამენტის წევრი იქ მომხდარის შესახებ წინააღმდეგობას არ გამოხატავს.

ისინი მათზე მაღალ მდგომ ქვეყანას განსასჯელად მიმართავენ

ყოველი ქვეყანა ადგილობრივი პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო ორგანიზაციებს განსასჯელად მიმართავს. ნისა სურას მე-60 აიათის მიხედვით, ალლაჰის კანონების გარდა სხვა კანონებზე მიმართვა აშკარა ქუფრია.
„4/60. განა არ გინახავს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ იწამეს რაც შენ გარდმოგევლინა და რაც ზეგარდმოევლინათ შენ უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? არადა მათ ნაბრძანები აქვთ უარყონ იგი, ხოლო ეშმაკს უნდა ჭეშმარიტ გზას ააცდინოს ისინი და ღრმა გზააბნევაში ჩააგდოს.“
იმისათვის, რომ პარლამენტის წევრი კანონს გამოსცემს, ტაღუთათ ითვლება. ასევე, განსასჯელად სხვაზე მიმართვის გამოც ქააფირია.

მათ მეგობრებად ურწმუნოები აყავთ

ქააფირების მეგობრად აყვანა და ისლამის საწინააღმდეგოდ მათზე დახმარება ქუფრია.[1]



[1] ამას ვალასა და ბარას საკითხში განვიხილავთ