01 October 2019

მე-3 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

B.      ყურანი მთების  შესახებ:

წიგნი სახელწოდებით “დედამიწა” მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამაგიდო წიგნია. მისი ორი ავტორისაგან ერთ-ერთი, დამსახურებული პროფესორი ფრენკ პრესია. იგი ამერიკის შეერთებულ შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მჩეველი იყო მეცნიერების დარგში და 12  წლის მანძილზე ვაშინგტონის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტიც გახლდათ. მის წიგნში ნათქვამია, რომ მთებს ფესვები აქვთ[1]. მთებს ეს ფესვები ღრმად აქვს ნიადაგში გადგმული. ასე რომ, მთებს პალოსებული ფორმა აქვთ (იხ. მე-7 და მე-8 სურათები).
აი, როგორ არის აღწერილი მთები ყურანში. ღმერთმა ქვა ყურანში:
„78/6. განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სარეცლად,
7. და მთები სვეტებად.“

სურათი 7. მთებს ღრმად აქვთ გადგმული ფესვები ნიადაგში (დედამიწა, პრესი და სივერი, გვ. 413



სურათი 8. სქემატური სექცია. მთებს სარის მსგავსად, ღრმად აქვთ გადგმული ფესვები ნიადაგში (დედამიწის ანატომია, ქეილუქსი, გვ. 220)

სურათი 9. ამ ილუსტრაციაშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აქვს გადგმული ფესვები მთას ნიადაგში (დედამიწის მეცნიერება, ტარბაკი და ლუტგენსი, გვ. 158).

თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ მთებს ნიადაგში ღრმად აქვთ გადგმული ფესვები (იხ. მე-9 სურათი) და ეს ფესვები ზედაპირზე განლაგებულ თავისივე მაღლობებს რამდენჯერმე აღემატა სიმაღლეში.[2] ასე, რომ ამ ინფორმაციის მიხედვით, მთების აღსაწერად ყველაზე შესაფერისი სიტყვა არის „სარი“, რადგანაც ნიადაგში ღრმად ძირითადად სარებს არჭობენ. მეცნიერების ისტორია მოგვითხობს, რომ თეორია მთების ნიადაგში ღრმად გადგმული ფესვების თაობაზე მხოლოდ 1865 წელს წამოაყენა სამეფო ასტრონომმა სერ ჯორჯ ეირიმ.[3] მთები დამიწების ქერქის სტაბილიზაციაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.[4] ისინი დედამიწის რყევას ხელს უშლიან.
ღმერთმა ყურანში ბრძანა:
„16/15. და დაადგინა მიწაზე ურყევი მთები, რათა არ შერყეულიყავით თქვენ...“ (16-ე სურა; XV მუხლი).
აგრეთვე, თანამედროვე თეორია ფილების ტექტონიკის შესახებ ემხრობა მოსაზრებას, რომ მთები დედამიწის წონასწორობას უზრუნველყოფენ. მოსაზრება მთების სარეგულირებელი როლის შესახებ, ფილების ტექტონიკის მეცნიერებაში გვიან, 1960 წლისათვის გაჩნდა.[5]
საიდან უნდა სცოდნოდათ ღვთის შუამავალ მუჰამედის დროს მთების აგებულების სტრუქტურა? ვინ წარმოიდგენდა, რომ მყარი, ურარმაზარი მა ღრმად იქნებოდა შეჭრილი ნიადაგში და ფესვებიც ექნებოდა გადგმული, როგორც ამას მეცნიერები ამტკიცებენ? თანამედროვე გეოლოგიამ ყურანში მოყვანილი ვერსიების ჭეშმარიტება დაამტკიცა.



[1] დედამიწაპრესი და სივერიგვ. 435. აგრეთვე დედამიწის მეცნიერებატარბაკი და ლუტგენსიგვ. 157.
[2] ყურანში მოთხრობილი გეოლოგიური კონცეფცია მთებზე, ელ. ნაგალი, გვ. 5.
[3] დედამიწა, პრესი და სივერი, გვ. 435. აგრეთვე იხ. ყურანში მოთხრობილი გეოლოგიური კონცეფცია მთებზე, გვ. 5.
[4] ყურანში მოთხრობილი გეოლოგიური კონცეფცია მთებზე, გვ. 44-45.
[5] ყურანში მოთხრობილი გეოლოგიური კონცეფცია მთებზე, გვ. 5.