26 October 2019

21-ე ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

როგორ იმოქმედა ისლამის გავრცელებამ მეცნიერებეის განვითარებაზე?

ისლამი ადამიანს მოუწოდებს, რომ მან თავისი ინტელექტისა და დაკვირვების უნარის შესაძლებლობა გამოიყენოს. ისლამის გავრცელებიდან რამდენიმე წელიწადში, დიდმა ცივილიზაციებმა და უნივერსიტეტებმა აყვავება იწყეს. აღმოსავლური და დასავლური იდეების სინთეზმა და ძველზე დაფუძნებულმა ახალმა ნააზრევმა უდიდესი წარმატება მოუტანა მედიცინის, მათემატიკის, ფიზიკის, ასტრონომიის, გეოგრაფიის, არქიტექტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და ისტორიის დარგებს. ბევრი მნიშვნელოვანი სისტემა, მაგალითად, როგორიცაა ალგებრა, არაბული ციფრები, ნულის კონცეფცია, მუსლიმანური სამყაროდან შუასაუკუნეების ევროპაშიც გავრცელდა.
ასტროლაბია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომელიც მუსლიმანებმა გამოიგონეს და რომელიც დასავლეთში ფართოდ გამოიყენება უკანასკნელ დრომდე.

მუსლიმანი ექიმები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქირურგიას და უამრავი ქირურგიული ინსტრუმენტი გამოიგონეს, ისეთები, როგორც უძველეს ხელნაწერზეა გამოსახული.

ასევე, მუსლიმანების შექმნილი იყო ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ევროპულ კვლევით ექსპედიციებს ამარტივებდა, მაგალითად, ასტროლაბია, დიდი ტრენზელი, სანავიგაციო რუკები და სხვა.