01 October 2019

მე-4 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

C.      ყურანი სამყაროს საწყისის შესახებ:

თანამედროვე კოსმოლოგიის მეცნიერება პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ოდესღაც მთელი სამყარო კვამლის (გაუმჭირვალე, საკმაოდ სქელი და ცხელი აირის ნაერთი) ერთი დიდი ღრუბელი იყო.[1] ეს სტანდარტული თანამედროვე კოსმოლოგიის უეჭველი პრინციპია. მეცნიერები ახლა ამ კვამლისაგან წარმოშობილ ახალ ვასკვლავებს აკვირდებიან (იხ. მე-10, მე-11 სურათები). ის კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებსაც ჩვენ ღამით ვხვთ, მთელი სამყაროს მსგავსად, კვამლის ერთი დიდი ღრუბელი იყო.
ღმერთმა თქვა ყურანში: „41/12. ამგვარად, მან გამოსახა ისინი შვიდ ცად ორ დღეში და შთააგონა ყოველ ზეცას თავისი მოვალეობა...“ (41-ე სურა; XII მუხლი).
რადგანაც დედამიწა და ზეცა (მზე, მთვარე, ვასკვლავები, პლანეტები, გალაქტიკა და ა. შ.) ერთი და იგივე კვამლის ღრუბლისაგან ჩამოყალიბდნენ, ჩვენი ვარაუდით დედამიწა და ზეცა ერთი მთლიანობა იყო. ისინი ჰომოგენური კვამლისგან ჩამოყალიბდნენ და შემდგომ ერთმანეთს გამოყვნენ.
ღმერთმა თქვა ყურანში: „21/30. ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს, რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით...“ (21-ე სურა; XXX მუხლი).

დოქტორ ლფრედ კრონერი მსოფლიოში ერთ-ერთი გამოჩენილი გეოლოგია. იგი გეოლოგიის პროფესორია და გერმანიის ქალაქ მეინზის იოჰან გუტენბერგის უნივესიტეტის, გეობეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის კათედრის გამგეა. მან თქვა: “როდესაც მუჰამედის წარმომადგენლობაზე ვფიქრობ, ვხდები, რომ მას არ შეეძლებოდა ცოდნოდა სამყაროს საწყისის შესახებ, რადგანაც მეცნიერებამ ეს სფერო რამდენიმე წლის წინ გამოიკვლი უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების წყალობით”.[2] მან აგრეთვე თქვა: “ადამიანს, რომელსაც 14 საუკუნის წინ წარმოდგენაც არ ჰქონდა ატომურ ფიზიკაზე, თავისით ვერ მიხვდებოდა, რომ დედამიწასა და ზეცას ერთი და იგივე საწყისი ჰქონდა”.[3]




სურათი 10. ახალი ვარსკვლავი აირისა და მტვრისგან ყალიბდებოდა (ბურუსი), რაც იმ კვამლის ნაშთია, რომელისგანაც ერთ დროს სამყარო წარმოიშვა (კოსმოსის ატლასი, ჰითერი და ჰენბესტი, გვ. 50).


სურათი 11. ლაგუნას ბურუსი აირის და მტვრის ღრუბელია, რომლის დიამეტრიც 60 სინათლის წელიწადია. იგი წარმოიშვა მის დიამეტრში მყოფი გავარვარებული ვარსკვლავების ულტრაიისფერი რადიაციისგან (ჰორიზონტები, სამყაროს კვლევა, მარცვლები, 9-ე ფილა, უნივერსიტეტების ასოციაციისგან ასტრონომიის კვლევისათვის).





[1] პირველი სამი წუთითანამედროვე შეხედულება სამყაროს საწყისზევიენბერგიგვ. 94-105.
[2] ამ კომენტარის წყაროაეს ჭეშმარიტებაა” (ვიდეოკასეტა). ამ ჩანაწერის გადმოსაწერად ან პროფესორი კეით მურის კომენტარების ვებ-გვერდზე სანახავად ესტუმრეთ www.islam-guide.com/truth
[3] ეს ჭეშმარიტებაა (ვიდეოკასეტა).