23 October 2019

მე-20 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

როგორ უნდა გახდეს ადამიანი მუსულმანი?

ღრმა რწმენით[1] შემდეგი ფრაზის წარმოთქმისას - “ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ, მუჰამმედუნ რესულულლაჰ” - ადამიანი მუსულმანი ხდება. ეს გამონათქვამი ნიშნავს: “არ არსებობს სხვა ღვთაება, გარდა ალაჰისა და მუჰამედი ღვთის შუამავალია.“
პირველი ნაწილი ”არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი, გარდა ალლაჰისა” იმას ნიშნავს, რომ თაყვანი ღმერთის გარდა სხვა არავის უნდა სცე და რომ ღმერთს არც ძე ჰყავს და არც მოკავშირე. მუსლიმანი რომ გახდეს, ადამიანმა უნდა:
- ირწმუნოს, რომ წმინდა ყურანი უფლის მიერ გადმოცემული ღვთაებრივი სიტყვაა.
- ირწმუნოს, რომ განკითხვის დღე მართლაც არსებობს და როგორც ღმერთმა თქვა ყურანში, ის აუცილებლად დადგება.
- აღიაროს ისლამი თავის რელიგიად.
- არავის სცეს თაყვანი გარდა ღმერთისა.

რაზეა ყურანი?

ყურანი ღვთის მიერ გადმოცემული ბოლო წიგნი, ყველა მუსლიმანის რწმენისა და ქმედების პირველწყაროა. ის ადამიანის ცხოვრებაში ყველა თემას შეეხება: სიბრძნეს, დოქტრინას, პატივისცემას, კანონსა და მისთანებს. მაგრამ მისი მთავარი თემა უფლისა და მისი ქმნილების ურთიერთობაა. ამავე დროს ის გვასწავლის სამართლიანი საზოგადოების, ნორმალური ადამიანური ურთიერთობებისა და ობიექტური ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების გზას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყურანი მუჰამედს (სალამი და მშვიდობა მას) არაბულად გადაეცა. ასე, რომ ყურანის ნებისმიერ ენაზე გაკეთებული თარგმანი არც ყურანია და არც მისი ერთერთი ვერსია, ის მხოლოდ და მხოლოდ ყურანის შინაარსს გადმოქვცემს. ყურანი მხოლოდ არაბულ ენაზე არსებობს, იმ ენაზე, რომლითაც იგი მუჰამედს (სალამი და მშვიდობა მას) გადაეცემა.

ვინ არის ღვთის შუამავალი მუჰამმედი?

მუჰამმედი (სალამი და მშვიდობა მას) დაიბადა მექაში, 570 წელს. ვინაიდან მისი მამა მის დაბადებამდე გარდაიცვალა, ხოლო დედა კი ცოტა ხნის შემდეგ, მუჰამედის (სალამი და მშვიდობა მას) აღზრდა ბიძამ ითავა. ბიძამისი ყურაიშის პატივსაცემი თემის წევრი იყო. მუჰამმედი (სალამი და მშვიდობა მას) გაუნათლებელი იყო, მან არც წერა იცოდა და არც კითხვა. ის სიკვდილამდე გაუნათლებელი დარჩა. მუჰამედის (სალამი და მშვიდობა მას), როგორც შუამავლის მისიამდე მისი ხალხი მეცნიერების მნიშვნელობას არ აღიარებდა და უმეტესობა გაუნათლებელი იყო. მუჰამმედი (სალამი და მშვიდობა მას) ძალიან მართალი, გულწრფელი და გულმოწყალე ახალგაზრდა გახლდათ. მისი ნდობა ყოველთვის შეიძლებოდა. ის ისეთი სანდო იყო, რომ ხალხი მას ზუსტად ასე მიმართავდა, ”სანდო მუჰამედი.[2] მუჰამედი ძალზე ღვთისმოსავი იყო და ძულდა მისი საზოგადოების წარმათული შეხედულებები. ორმოცი წლისა რომ იყო, მუჰამედს ანგელოზი გაბრიელი (ჯიბრილი) პირველად გამოეცხადა. ასეთი განცხადებები ოცდასამ წელს გაგრძელდა, რის შედეგადაც ყურანი დაიწერა.
მას მერე, რაც მუჰამედმა (სალამი და მშვიდობა მას) ყურანისა და ღვთის მიერ გადმოცემული ჭეშმარიტების ქადაგება დაიწყო, მას და მისი მიმდევრების მცირერიცხოვან ჯგუფს ურწმუნოები დიდ სირთულეებს უქმნიდნენ. ეს დევნა იმდენად გამძაფრდა, რომ 622 წელს ღმერთმა მათ გადასახლება უბრძანა. მუსლიმანური კალენდარი სწორედ იმ დღიდან იწყება, როდესაც მუჰამედი მექადან მედინაში გადასახლდა. მედინა სულ რაღაც 420 კილომეტრითაა დაშორებული მექადან. რამდენიმე წლის შემდეგ, მუჰამედმა და მისმა მიმდევრებმა მექაში დაბრუნება შეძლეს, სადაც მტრებს ყველაფერი აპატიეს. იმ დროისათვის, როდესაც მუჰამედი (სალამი და მშვიდობა მას) 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, თითქმის მთელი არაბეთის ნახევარკუნძული გამუსლიმანდა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთი საუკუნის თავზე კი ისლამი დასავლეთით ესპანეთამდე გავრცელდა, ხოლო აღმოსავლეთით ჩინეთამდე. ისლამის ასეთი სწრაფი და მშვიდობიანი გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მისი ნათელი და ჭეშმარიტი დოქტრინა იყო. ისლამი მიმდევრებს მოუწოდებს თაყვანი სცენ მხოლოდ ერთ ღმერთს, რომელიც ერთადერთია, თაყვანისცემის ღირსი. შუამავალი მუჰამედი პატიოსანი, სამართლიანი, შემბრალებელი, გულმოწყალე, ერთგული და გაბედული ადამიანის ბრწყინვალე მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედი კაცი იყო, იგი შორს იდგა ბოროტი ზრახვებისაგან და მხოლოდ ღვთისა და იმქვეყნიური სასუფეველისთვის იბრძოდა. მისი ქმედებებიდან გამომდინარე, იგი ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა.



[1] რედაქტორის შენიშვნა: „ღრმა რწმენაში ამ სიტყვების პირობების გათვალისწინებით რწმენა და წარმოთქმა იგულისხმება.“
[2] იხილეთ: მუსნად აჰმადში, # 15078.