18 October 2019

მე-14 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ისლამის საოცარი გავრცელება

შესაფერისი იქნება, თუ ამ თავის ბოლოს ისლამის ჭეშმარიტების დამადასტურებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს მოვიყვანთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია ისლამია. ქვემოთ მოყვანილია ამ ფენომენთან დაკავშირებული შენიშვნები:
- “ისლამი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა ამერიკაში, ეს რელიგია ბევრი ადამიანის წინამძღვარი და საყრდენია...” (ჰილარი დოჰემ კლინტონი, “ლოს ანჯელეს ტაიმზი”).[1]
- “მუსულმანები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი გუნდია...” (იუესეი თუდეი).[2]
- ”ისლამი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა მსოფლიოში”. (ჯერალდინ ბაუმი, ნიუსდეის რელიგიის გვერდის რედაქტორი, ნიუსდეი).[3]
- “ისლამი შეერთებულ შტატებში ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა...” (არი ლ. გოლდმანი, ნიუ იორკ ტაიმზი).[4]
ეს ფენომენი იმის მაჩვენებელია, რომ ისლამი მართლაც ღვთიური რელიგიაა. ასე რომ არ ყოფოლიყო, ამდენი ამერიკელი და მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობა მუსლიმანი არ გახდებოდა. მუსლიმანები არიან სხვადასხვა ქვეყნის, კლასის, რასისა და ცხოვრების სტილის წარმომადგენელი ადამიანები. მათ შორის არიან მეცნიერები, პროფესორები, ფილოსოფოსები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სპორტსმენები. ამ თავში მცირდ არის მოყვანილი იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ყურანი მართლაც ღვთის სიტყვაა და მუჰამედი ღვთის გამოგზავნილი ჭეშმარიტი შუამავალია და ისლამი მართლაც ღვთიური რელიგიაა.



[1] ლარი ბ. სტამერი, ტაიმზის რელიგიის გვერდის რედაქტორი, “პირველი ლედი მუსულმანებს მხარს უჭერს,” ლოს ანჯელეს ტაიმზი, 1996 წლის 31 მაისი, გვ. 3.
[2] ტომითი კენი, “სადღაც სამყაროში”, უიესეი თუდეი, საბოლოო გამოცემა, ახალი ამბების სექცია, 1989 წლის 17 თებერვალი, გვ.4.
[3] ჯერალდინ ბაუმი, “ალლაჰის სიყვარული,” ნიუსდეი, ნასაუს და საფოლკის გამოცემა, II ნაწილი, 1989 წლის 7 მარტი, გვ. 4.
[4] არი ლ. გოლდმანი, “ისლამის მიმართულება სწრაფად აიტაცეს შავკანიამა ამერიკელებმა”, ნიუ იორკ ტაიმზი, ლეით სითი, საბოლოო გამოცემა, 1989 წლის 21 თებერვალი, გვ. 1.