20 October 2019

მე-16 ნაწილი: სახელმძღვანელო ისლამის შესაცნობად

ხსნა ჯოჯოხეთის ცეცხლისგან

ღმერთმა თქვა ყურანში: „3/91. უეჭველად, რომელთაც უარყვეს (1) (უზენაესი ალლაჰის მიერ მოვლენილი რელიგია - ისლამი.) და აღესრულნენ ურწმუნოდ ოქროთი სავსე დედამიწაც რომ ებადონ და გაიღონ თავის გადასარჩენად, მაინც არ მიიღება არცერთ იმათთაგან. აი ისინი, მათთვისაა მწარე სატანჯველი, და მათ არ ეყოლებათ შემწენი.“ (ყურანი, მე-3 სურა, 91-ე მუხლი).
ასე რომ, ეს ცხოვრება ჩვენი შანსია იმისთვის, რომ სამოთხეში მოხვდეთ და ჯოჯოხეთის ცეცხლს გავექცეთ, რადგანაც ვინმე რწმენის გარეშე რომ მოკვდება, მას აღარ ექნება ამქვეყნად დასაბრუნებელი მეორე შანსი, რათა ირწმუნოს. ღმერთმა ისიც თქვა ყურანში, თუ რა დაემართებათ ურწმუნოებს განკითხვის დღეს: „6/27. და ნეტავი განახა ეგენი (ო, მუჰამმედ), როცა წარსდგებიან ცეცხლის წინაშე, მაშინ იტყვიან: ეგებ მოვქცეულიყავით უკან (დედამიწაზე) და აღარ შევრაცხავდით სიცრუედ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდით მორწმუნეთაგანი!„ (ყურანი, მე-6 სურა, 27-ე მუხლი). მაგრამ მეორე შესაძლებლობა არავის მიეცემა.
შუამავალმა მუჰამედმა თქვა: {განკითხვის დღეს ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის განწირულ ამქვეყნად მცხოვრები უბედნიერესი კაცი ჯოჯოხეთის ცეცხლში ერთხელ ჩავარდება. შემდეგ მას ჰკითხავენ: “ადამის შვილო, ოდესმე კეთილი საქმე ჩაგიდენია? ოდესმე ნეტარი თუ ყოფილხარ?” ის უპასუხებს: “არა, ჩემო ღმერთო, ო უფალო.[1]

ნამდვილი ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე

ნამდვილი ბედნიერების და სიმშვიდის მოპოვება მხოლოდ უფლისა და ამ სამყაროს შემქნელის ბრძანებების შესრულებისას შეიძლება მოიპოვო. ღმერთმა თქვა ყურანში: „13/28. რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰის ხსენებით იჯერეს გულნი მათნი. დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!“ (ყურანი, მე-13 სურა; 28-ე მუხლი).
იმას კი, ვინც ყურანს ზურგს აქცევს, ამქვეყნად მძიმე ცხოვრება ელის: 20/124. ხოლო ვინც ჩემს შეხსენებას (1) (ყურანს) სახეს შეაქცევს, მაშინ უეჭველად, მისთვის ცხოვრებაა მტანჯველი და აღვადგენთ მას აღდგომის დღეს ბრმად. (ყურანი, მე-20 თავი, 124-ე მუხლი).
ამან შეიძლება ისიც ახსნას, რატომ სჩადიან მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანები თვითმკლელობას. მაგალითად, გავიხსენოთ ქეთ სტივენსი (ახლა იუსუფ ისლამი), ყოფილი პოპ მომღერალი, რომელიც ერთი გამოსვლაში ხანდახან 150 000 დოლარსაც კი იღებდა. ისლამის მიღების შემდეგ, მან ისეთი ჭეშმარიტი ბედნიერება და სიმშვიდე ჰპოვა, როგორიც მატერიალური წარმატებისას არ ჰქონია.
იმ ადამიანების ამბების გასაგებად, რომლებმაც ისლამი მიიღეს და იმის გასაგებად თუ “რატომ არის ისლამი ჩვენი ერთადერთი არჩევანი”,[2] ესტუმრეთ www.islam-guide. com/stories -ამ ვებ-გვერდსა და წიგნში წაიკითხავთ, რას ფიქრობენ და განიცდიან სხვადასხვა წარმომავლობისა და განათლების მქონე ადამიანები, რომლებმაც ისლამი მიიღეს.



[1] იხილეთ: სახიხ მუსლიმში, #2807, და მუსნად აჰმადში, #12699.
[2] ეს წიგნი დაწერილია მუჰამმედ შაჰიდის მიერ.